კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როდიდან არის შემოღებული მარხვა და როგორ იცავდნენ მას წინათ?

პასუხი: მარხვა ჯერ კიდევ სამოთხეში იყო დაწესებული, როდესაც უფალმა ადამს კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან ნაყოფის ჭამა აუკრძალა. ძველ აღთქმაშიც ძალიან ბევრი მარხვის მაგალითია მოყვანილი. მოსეს დადგინებით, განწმენდის დღე მარხვასთან იყო დაკავშირებული. მაცხოვარმა, ვიდრე ქადაგებას დაიწყებდა აკურთხა მარხვა თავისი ორმოცდღიანი მარხულობით უდაბნოში.

კითხვა: მარხვის დროს სახლში სახსნილი სადილების კეთებაც მიწევს, რადგან დიასახლისი ვარ. ჩამეთვლება თუ არა ცოდვად, მარხვის დარღვევად გაკეთებული სადილის გემოთი გასინჯვა?

პასუხი: ამგვარი საქციელი ცოდვად არ ჩაგეთვლებათ. შეგიძლიათ, მშვიდად აკეთოთ თქვენი საქმე.

კითხვა: ცნობილია, რომ არის ქვეყნები, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებულია. როგორ უყურებს ამას მართლმადიდებლური ეკლესია?

პასუხი: ეს იმდენად დიდი ცოდვაა, რომ ამის გამო ბიბლიური ქალაქები – სოდომი და გომორი, უფალმა საშინელი სასჯელით დასაჯა. სწორედ ამ ქალაქებში არ იყო გარჩევა ქალთა და კაცთა, ერთი სქესის ადამიანები გაუკუღმართებული სქესობრივი ცხოვრებით იყვნენ აღრეული. ახლა ისრაელის ამ მიწაზე მკვდარი ზღვაა. თუმცა, უფალი თავისი გულმოწყალებით ნებისმიერ ცოდვილს მიუტევებს, თუ ის გულმხურვალედ მოინანიებს და აღარ დაუბრუნდება ცოდვას.

კითხვა: საჭიროა თუ არა ეკლესიაში სურათის გადაღების დროს კურთხევა მოძღვარს ვკითხოთ?

პასუხი: ეკლესიაში სურათის გადაღების დროს მოძღვრისგან კურთხევის აღება აუცილებელია.

скачать dle 11.3