კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

„რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი!“

ერთმა თებელმა ბერმა საძმოს უამბო: „მე წარმართი ქურუმის ვაჟი ვიყავი. ბავშვობაში მამას წარმართულ ტაძარში დავყვებოდი და ხშირად მინახავს, როგორ სწირავდა მამა კერპებს მსხვერპლს.

ერთხელ, ფარულად ვუთვალთვალებდი მას და ვიხილე სატანა, მჯდარი ტახტზე და მთელი მისი ჯარი, მის წინაშე მდგომი. უეცრად მივიდა მასთან ერთ-ერთი დემონი, თაყვანი სცა და უთხრა: „ამა და ამ ქვეყანაში ვიყავი, იქ დიდი მღელვარება და სისხლისღვრა მოვაწყვე და ახლა მოვედი, რომ გაცნობო ამის შესახებ“. სატანამ ჰკითხა: „რა დრო მოანდომე ამას?“ „30 დღე,“ – მიუგო დემონმა. მაშინ სატანამ ბრძანა, ეცემათ იგი, რადგან, ამდენი დრო დასჭირდა ასეთი საქმისთვის. და, აი, მოვიდა მეორე დემონი, თაყვანი სცა მას და უთხრა: „ზღვაში ვიყავი და საშინელი ქარიშხლები ავტეხე, გემები ჩავძირე და მრავალი ადამიანი დავხოცე, ახლა კი მოვედი, რათა გაცნობო ამის შესახებ“. სატანამ ჰკითხა: „რა დრო მოანდომე ამ საქმეს?” „ოცი დღე“, – იყო პასუხი. სატანამ მისი გვემაც ბრძანა, რადგან, ამდენი დრო მოანდომა ასეთ საქმეს. შემდეგ მოვიდა მესამე დემონი, თაყვანი სცა სატანას და უთხრა: „ქორწილში ვიყავი, ნეფე-დედოფალი ერთმანეთს დავაშორე და დიდი სისხლისღვრა მოვაწყვე, ახლა კი შენ გეახელი, რათა ყოველივე გაცნობო“. სატანამ იკითხა, თუ რამდენი დღე მოანდომა დემონმა ამ საქმეს და, როდესაც პასუხად მოისმინა, 10 დღეო, მისი გვემის ბრძანებაც გასცა. ბოლოს კიდევ ერთი დემონი ეახლა სატანას და თაყვანი სცა: „40 წელი ვიყავი უდაბნოში, ერთ ბერს ვებრძოდი, წუხელ კი სიძვის ცოდვაში ჩავაგდე იგი“. როდესაც სატანამ ეს მოისმინა, ფეხზე წამოდგა, დემონი გადაკოცნა, თავისი გვირგვინი მოიხსნა, თავზე დაადგა, ტახტზე გვერდით მოისვა და უთხრა: „შენ დიდი გამარჯვება მოიპოვე!“

ყოველივე ეს რომ ვიხილე, გადავწყვიტე, ბერი გავმხდარიყავი ვთქვი: „რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი!” – და, მას შემდეგ, ღვთის განგებით, ბერობას შევუდექი და ვეძიებ ცხონების გზას“.

სიმშვიდე არც მარტოობაშია და არც სხვებთან ერთად ცხოვრებაში

ერთი ბერი, რომელიც სენაკში ცხოვრობდა, მარტოობამ შეაწუხა, მივიდა ამბა თეოდორესთან და თავისი გულისტკივილი გაუმხილა. ხუცესმა უთხრა: 

– დაშოშმინდი – მორჩილება მიიღე და სხვებთან ერთად იცხოვრე. 

ის წავიდა წმიდა მთაზე და ბერ-მონაზონთა შორის იწყო ცხოვრება. მოგვიანებით ისევ მივიდა ხუცესთან და უთხრა: 

– მამაო, კაცთა შორისაც ვერ ვიპოვე სიმშვიდე. 

– თუკი ვერც მარტო მშვიდდები და ვერც ადამიანებთან, მაშ, რად აირჩიე მონაზონებრივი ღვაწლი, თუ მწუხარების დათმენა არ გსურდა? – უთხრა ხუცესმა, – რამდენი წელია, რაც ბერი ხარ? 

– რვა წელია, – უპასუხა ძმამ. 

ხუცესმა მიუგო: 

– მე სამოცდაათი წელია, რაც ბერი ვარ და ერთი დღეც კი არ გამიტარებია სიმშვიდეში, შენ კი რვა წელიწადში გსურს სიმშვიდის მოპოვება?

 

 

скачать dle 11.3