კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (50)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

რა სასიამოვნო სიახლეა მაია დობორჯგინიძისა და გოგა ბარბაქაძის ოჯახში

გოგა ბარბაქაძისა და მაია დობორჯგინიძის ოჯახს მაისის ბოლოს ახალი წევრი შეემატება. ეს სასიამოვნო სიახლე, ალბათ გაახარებს ამ სამსახიობო წყვილის თაყვანისმცემლებს.  სანამ მაია ფოტოსესიით იყო დაკავებული, მე და მისმა 5 წლის გაბრიელმა ვისაუბრეთ. თურმე გაბრიელი რომ გაიზრდება, „ცურვის კაცი” უნდა გამოვიდეს, ხოლო კითხვაზე, რას დაარქმევს მის მომავალ დას ან ძმას, გვიპასუხა: თუ გაუჩნდება დედიკოს მუცელში ბიჭი – სანდროს დავარქმევ, გოგოს – ელენეს.

 

მაია დობორჯგინიძე: ღვთის წყალობით ჯანმრთელად ვარ. ძირითადად, გაბრიელზე ვზრუნავთ. ამ ეტაპზე პაუზა მაქვს ყველაფერში და ძირითადად, გაბრიელითა და გოგას შემოქმედებით ვარ დაკავებული. პირად შემოქმედებას, ალბათ, სექტემბრიდან აქტიურად დავუბრუნდები.

– ამ პაუზის მიზეზი რა არის?

– მიზეზი ძალიან საპატიო, სასიხარულო და საბედნიეროა. რაღაცა მძიმედ ვარ… ფეხმძიმედ ვარ (იცინის). მაისის ბოლოს ველოდები მეორე ბავშვს, რომლის სქესიც ჯერ არ ვიცით. მანამდე, დიდ დროს ვატარებ გაბრიელთან, ჩემს შვილთან, ეს პროცესი ძალიან მომწონს. ყოველთვის ნაკლები დრო მქონდა მასთან ურთიერთობისთვის. თურმე, როგორი ბედნიერებაა, როცა ბევრი დრო გაქვს შვილისთვის. არ ვიცოდი და ახლა შევიგრძენი.

– რთული ორსულობა გაქვს?

– თავიდან საშინელი ტოქსიკოზი მქონდა, სახლიდან ვერ გავდიოდი ვერც ერთი წამით. ახლა, შედარებით უკეთ ვარ, მაგრამ დიდად შრომისუნარიანი ვერ ვარ. გაბრიელზე ფეხმძიმობის პერიოდში უფრო ყოჩაღად ვიყავი. იმიტომ რომ „შუა ქალაქის“ გადაღება მქონდა და კვირაში 3 დღე, ფაქტობრივად, ტელევიზიაში ვიყავი, თუმცა ამ პროცესს არ შევუწუხებივარ. 

– ძალიან ბედნიერი პერიოდი გაქვს. ხასიათის ცვლილებები, განებივრების სურვილი, ამ დროს უფრო ძლიერდება ხოლმე.

– რომ გითხრათ, ამ მხრივ პრეტენზიული გავხდი-მეთქი, მოგატყუებთ. ორსულობის პირველ პერიოდში ძალიან მინდებოდა ნაყინი, რომელიც მანამდე არც მაინცდამაინც მიყვარდა. ახლაც მინდება რაღაცეები – მინდა ზეთისხილი, სულ იყოს სახლში, საღეჭი რეზინიც ჩემი მშველელია. პერიოდულად, რაღაცეები შემიყვარდება, შემდეგ – გამივლის. ისე, რომ ვთქვა, კაპრიზული ორსული ვარ-მეთქი – არ ვიქნები მართალი.

– პრინციპში, ეს ალბათ, გოგას უფრო უნდა ვკითხო?

– ჰო, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, გოგაც იგივეს გეტყვის. უფრო გადართული ვარ იმაზე, რომ მშვიდად და მხნედ ვიყო. წონაში საკმაოდ მოვიმატე – 13 კილო. თუმცა, ეს არ მიმაჩნია ნერვიულობის მიზეზად. მთავარია, კარგად და ჯანმრთელად ვიყოთ მეც და ბავშვიც, წონა კი ჩემთვის დიდი ტრაგედია არ არის, არ მეშინია – დავიკლებ! მთავარია, ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. წონას და სხვა რაღაცეებს, რაც ორსულობას ახლავს სხეულის ცვლილებების მხრივ, ეშველება და მეორეხარისხოვანია ჩემთვის აბსოლუტურად. 

– თვითონ როგორი ბავშვი იყავი, გგავს გაბრიელი?

– გაბრიელი პრინციპული ბავშვია, თავისი შეხედულებები აქვს. მეც, როგორც დედაჩემი იხსენებს, ასეთი ვყოფილვარ და სასაცილო გარეგნობა მქონია. დიდი შავი თვალები, პატარა ცხვირი და ხვეული თმა, რის გამოც, თურმე ხალხის გარემოცვაში დიდ ყურადღებას ვიქცევდი.

– თამამი ბავშვი იყავი?

– კომპლექსიანი, მგონი, არ ვიყავი. რუსულ ბაღში დავდიოდი ვაკეში, ირინა ალექსეევნასთან. ახლა ბევრი კერძო ბაღია, მაშინ კი ჩემი ბაღი იშვიათობას წარმოადგენდა. როცა მთხოვდნენ, ლექსებსაც ვამბობდი და ვმღეროდი კიდეც. თან, სულ კლასიკოსების ლექსებს გვასწავლიდა ჩვენი მასწავლებელი. გაბრიელი ვალიდორფის ბაღში დადის, მართლა შესანიშნავი ბაღია. გიჟდება თავის მეგობრებსა და პედაგოგებზეც და კაცურად მიდის და მოდის. დაჰყავს მამაჩემს, მისი სამსახურიც იმ ბაღთან ახლოსაა. დილით, ჯარისკაცებივით ჩქარ-ჩქარა ვემზადებით და მერე ბაბუს მიჰყავს. რაც შეეხება გოგას ბავშვობას, ცირა ბებოს გადმოცემით, გოგა ძალიან ცელქი ბავშვი ყოფილა. ამით დაიმგვანა გაბრიელი, მაგრამ გაბრიელი აჭარბებს.

– გაბრიელმა „ცურვის კაცი” მინდა, გამოვიდეო, მისი დედიკო რა პროფესიაზე ოცნებობდა?

– ბავშვობიდანვე მსახიობობა მინდოდა. სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ირგვლივ ყველა ექიმია. მამაჩემმა შემიწყო ხელი. ბელინსკის ქუჩის ბოლოში ბავშვთა თეატრი იყო – „საფეხურები” და იქ მიმიყვანა. თეატრალურში ყოველგვარი წინააღმდეგობების გარეშე ჩავაბარე.

– გოგა ჯგუფელი იყო?

– არა. ჩვენ ერთი პედაგოგი გვყავდა – ბატონი შალვა გაწერელია, რომელმაც ბევრი თაობა გაზარდა. მე რომ ვამთავრებდი, გოგამ მაშინ ჩააბარა. ბატონი შალვა ჩვენი გაბრიელის ნათლია იყო.

– მესამე შვილზე ფიქრობთ?

– რა ვიცი. რომ გითხრათ, ისეთ ასაკში ვარ... თუმცა, არც პატარა ვარ. ჯერ ერთი, მე მივეკუთვნები ისეთ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც მარტივად არ უყურებენ არც შვილის გაჩენას და არც მით უმეტეს, მის აღზრდას. ისეთი ცხოვრებაა, მნიშვნელოვანია განათლება მისცე. მალე სკოლაში იქნება გაბრიელი წასასვლელი. მარტო იმიტომ, რომ გააჩინო და ბევრი შვილი გყავდეს... მაგაზე ბედნიერება, მგონი, არაფერია, მაგრამ არსებობს კიდევ რაღაცეები, რაზეც თავიდანვე უნდა ზრუნვა… მე მგონია, რაღაცა უნდა შეგეძლოს, რამდენზეც „ქაჩავ” იმდენი უნდა გააჩინო.

– თქვენ რამდენზე „ქაჩავთ”?

– მეორეს რომ გავაჩენ, მერე უკვე არ ვიცი (იცინის). რთული ამბავი იქნება კიდევ მესამე. შვილი იმხელა პასუხიმგებლობაა და ისე ცვლის შენს ცხოვრებას, ფაქტობრივად, საკუთარ თავს აღარ ეკუთვნი. ვფიქრობ, მეორეს რომ გავაჩენ, სამსახურში როგორ უნდა ვიარო-მეთქი, იმდენი ზრუნვა სჭირდება შვილს. არ ვიცი, ალბათ, უნდა დაჯდე სახლში, ზარდო შვილები და იყო მარტო დედა. ყოველ შემთხვევაში, მე რომ ბევრი შვილები მყავდეს, ასე მოვიქცეოდი. ისეთი მარიფათიანი და ენერგიულიც არა ვარ – სასახურშიც ჩავდო რაღაცა დროის ნაწილი, ბავშვთანაც... ამდენ შვილს რომ ვუარო და თან, სამსახურში ვიარო, შეიძლება გავგიჟდე. ვნახოთ, ვიცხოვროთ, ჯანმრთელად ვიყოთ და რა იქნება, კაცმა არ იცის. ორ შვილზე თავიდანვე ვფიქრობდი. 

– გაბრიელი ხომ არ ეგოისტობს?

– არა. მერე, რა იქნება არ ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან მზრუნველობას იჩენს. სულ ელოდება და როდის გამოხვალო, ეკითხება, თან მუცელზე ყურს მადებს – ელაპარაკება, რაღაცეებს უყვება. ძალიან ელოდება.

– დიდ ოჯახად ცხოვრობთ.

– კი. ვცხოვრობთ: მე, გოგა, გაბრიელი, დედაჩემი და მამაჩემი. განსხვავება არ არის, გოგაც ისეთივე შვილია ჩემი მშობლებისთვის, როგორიც მე. დედაჩემი საჭმელს რომ აკეთებს, ჯერ გოგას სურვილებს ითვალისწინებს და მერე მეკითხება მე.

– ახლაც?

– ახლაც კი. თბილად და კარგად ვცხოვრობთ. თუმცა, ცაკლე ცხოვრებაც კარგია და საჭირო. მიუხედავად იმისა, არც კომფორტი და არც არაფერი გვაკლია, არანაირი კონფლიქტიც არ გვაქვს, მაინც ვიტყვი ხოლმე, ჩემი სახლი მინდა-მეთქი. რადგან მგონია, რომ ოჯახი უნდა ცხოვრობდეს მაინც ცალკე. ამას რაღაც ხიბლი აქვს. ამ ეტაპზე ასე არ არის და არც ამაში ვხედავ პრობლემას. მთავარია, ჯანმრთელობა. სახლი იმხელაა, ყველას გვყოფნის, ერთმანეთს ვეხმარებით.

– გაბრიელს თქვენ შეურჩიეთ სახელი?

– კი, და მერე მამამაც მოიწონა. მიმაჩნია, რომ ძალიან ლამაზი სახელია და თვითონაც ძალიან მოსწონს, რაც მთავარია.

– მეორე შვილზე, სქესი არ ვიცითო და ესე იგი, ორმაგად იტვირთებით სახელის მოფიქრებისას?

– არც გაბრიელზე ვიცოდით. მაშინ არ მინდოდა რატომღაც სქესის წინასწარ გაგება. მეორეზე დავინტერესდი, მაგრამ გოგას არ უნდოდა და მეც სოლიდარობა გამოვუცხადე. სახელების არჩევა ძალიან მიჭირს ბიჭისაც და გოგოსიც. ჯერჯერობით, აზრზე არა ვარ, რას ვარქმევ. იმედია, მაისის ბოლოსკენ მოვიფიქრებ.

 

скачать dle 11.3