კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (50)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

როგორ დაკარგეს ნათესავებმა ერთმანეთი და ვინ ეძებს ბიძაშვილს და მის შვილს ბელორუსიიდან საქართველოში

72 წლის რიმა ნიკოლოზის ასული კრუკი ეძებს: 65 წლის დინა რომუალდის ასულ ლაშუკევიჩს (ქალიშვილობის გვარი) და 33 წლის ქეთინოს (გვარი უცნობია)

ისტორია: ვეძებ ჩემს ბიძაშვილს (დედის ძმის შვილს) – 65 წლის დინა რომუალდის ასულ ლაშუკევიჩს (ქალიშვილობის გვარი) და მის შვილს – 33 წლის ქეთინოს (გვარი უცნობია). სამწუხაროდ, არც ბიძა მყავს ცოცხალი და არც დედა, მაგრამ ნათესავების მოძებნა ძალიან მინდა. მათ შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ რაც ვიცი, ყველაფერს მოგითხრობთ. ასევე, მაქვს მათი ფოტოები. იმედია, მათ პოვნაში დამეხმარებით. თავად მე, ბელორუსიაში, ქალაქ მინსკში ვცხოვრობ და თქვენი იმედიღა დამრჩა.

– როგორ დაკარგეთ ნათესავებმა ერთმანეთი?

– დედაჩემს, ლეოკადია კაზიმირის ასულ ლაშუკევიჩს (დაბადებული 1922 წელს, გარდაიცვალა 2000 წელს) ჰყავდა ძმა, რომუალდი კაზიმირის ძე ლაშუკევიჩი (დაბადებული 1914 წელს). ჩვენი ოჯახი მინსკში ცხოვრობდა, მაგრამ შემდგომ ბიძაჩემი საქართველოში წავიდა საცხოვრებლად, სადაც ცოლად შეირთო იქაური ქალი, სახელად ნიურა. საქართველოში ბიძას შეეძინა ორი შვილი (ანუ ჩემი ბიძაშვილები): ვაჟი – ანატოლი რომუალდის ძე ლაშუკევიჩი (დაბადებულია 1940 წელს) და გოგონა – დინა რომუალდის ასული ლაშუკევიჩი (დაბადებული 1949 წელს). რამდენადაც გავარკვიეთ, ჩემი ერთ-ერთი ბიძაშვილი, ანატოლი, მინსკში ცხოვრობს. მე მას დავუკავშირდი და ავუხსენი, რომ ჩვენ ნათესავები ვართ. ვიკითხე მისი დის ამბავი, მაგრამ მან თავადაც არაფერი იცის. ანუ, მასთან კავშირი დაკარგული ჰქონია. ამჟამად მეც ვეღარ ვუკავშირდები ანატოლის. მისგან მხოლოდ და მხოლოდ ის გავიგე, რომ მისი და, დინა საქართველოში ცხოვრობს, სავარაუდოდ, სამეგრელოში. მაგრამ, ანატოლიმ საუბრის დროს ისიც აღნიშნა, დინა შეიძლება, ზემო სვანეთშიც იყოს, ან ფოთში, სადაც მას მეუღლის ნათესავები ჰყოლია. დინას ჰყავს შვილი ქეთინო (ვიცი, რომ ის დაბადებულია 1980 წელს). სანამ ჩვენ შორის კავშირი დაიკარგებოდა, დინა მწერდა წერილებს და მიგზავნიდა თავის და შვილის ფოტოებს. მე, რა თქმა უნდა, შენახული მაქვს ჩემი ბიძაშვილისა და მისი შვილის ფოტოები, რომლებსაც გიგზავნით.

– ბიძაშვილთან მხოლოდ წერილობით გქონიათ კავშირი და ერთმანეთი არასდროს გინახავთ?

– როგორც გითხარით, მინსკში ვცხოვრობ. ადრე ვცხოვრობდი ბელიანსკის ქუჩაზე და სწორედ მაშინ ჩამოვიდნენ ჩემთან სტუმრად დინა და დედამისი, ნიურა. მახსოვს, მათ საქართველოდან ჩამოიტანეს რაღაც უცხოური ხილი, რომელიც ჩვენ არასდროს გვინახავს და არც გვსმენია მის შესახებ. არასდროს დამავიწყდება იმ ხილის გემო, ასეთი ხილი ჩვენთან არ მოდის და გემოც შეუდარებელი ჰქონდა.

– თქვენ შეგიცვლიათ საცხოვრებელი მისამართი.

– დიახ. დინამ ჩემი ამჟამინდელი მისამართი არ იცის. მოხდა ისე, რომ უცებ მოგვიწია ბინის გაყიდვა და საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა. ასე დავკარგეთ ერთმანეთთან კავშირი. მას შემდეგ სულ ვეძებ ჩემს ბიძაშვილს. არ მინდა, ნათესავებთან კავშირის დაკარგვა. დარწმუნებული ვარ, დინასაც გაუხარდება ჩემი გამოჩენა. ჩემს შვილებს, მაგალითად, სულ აინტერესებთ დინასა და მისი შვილის ამბები. იმედია, ვიპოვით და ერთმანეთის ნახვასაც მოვახერხებთ.

– ბიძაშვილის მეუღლის შესახებ თუ იცით რამე? 

– სამწუხაროდ, დინას მეუღლის შესახებ არაფერი ვიცი. მისი გვარიც კი ჩემთვის უცნობია. ვიცი მხოლოდ, რომ ის ეროვნებით ქართველია და ნათესავები ჰყავს სამეგრელოსა და ფოთში. ანატოლისთან კავშირი რომ არ დამეკარგა, აუცილებლად გავარკვევდი მისი დის მეუღლის ამბავს. დინას პოვნაში ხომ მისი მეუღლის შესახებ ინფორმაციაც გამომადგებოდა.

– როგორ ფიქრობთ, ახსოვხართ თქვენს ბიძაშვილს?

– რატომღაც, დარწმუნებული ვარ, რომ ვახსოვარ, ღვიძლი ბიძაშვილ-მამიდაშვილები ვართ და პირადად, მე მიმაჩნია, რომ ახლო ნათესავები ვართ და არ გვაქვს ერთმანეთის დაკარგვის უფლება. ტერიტორიულად შორს კი ვართ ერთმანეთისგან, მაგრამ ახლა იმდენი საშუალება არსებობს, კავშირი რომ არ დაკარგო, რომ ტერიტორიული სიშორის არ მეშინია. ჩემი შვილები და შვილიშვილი მეუბნებიან, რომ თუ დინას ან მის შვილს ვიპოვი, მათთან ინტერნეტითაც შევძლებ საუბარს.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3