კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (50)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

რის სტიმულია ზოგიერთი ქალისთვის ყოფილი შეყვარებული და გამოდგება თუ არა ის ქმრად

ცხოვრებაში სტიმულს ზოგჯერ სრულიად წარმოუდგენელი რაღაც გვაძლევს. არავინ იცის, რა გვექცევა პოზიტივად. ცხოვრებაში ხშირია გაუთვალისწინებელი მოვლენა ან ისეთი შემთხვევა, რომლის პროგნოზირება წინასწარ ძალიან ძნელია. თუ ადამიანი ძლიერია, მისთვის წინააღმდეგობა ან იმედგაცრუება, სტიმულად იქცევა და ზოგჯერ ბედისწერის ბორბლის მის სასარგებლოდ შემობრუნებასაც შეძლებს. ბრძოლა ბედნიერებისთვის ყოველთვის ღირს...

 

ლიზა (37 წლის): ჩემი ცხოვრება მე შევქმენი. ახლა უკვე თამამად შემიძლია ამისი თქმა. ათი-თორმეტი წლის წინ კი, საერთოდ, სხვანაირად იყო ყველაფერი. ბევრი ცრემლი და ტკივილი მქონდა და დაცემული კვლავ ფეხზე წამოვდექი. ძალიან სერიოზულად ვიყავი შეყვარებული ერთ მამაკაცზე, ჩემი დაქალის მაზლზე.

– სერიოზულ სიყვარულში სერიოზული ურთიერთობაც იგულისხმება?

– ჩემთვის იგულისხმებოდა. მიყვარდა და არაფერს გავუწიე ანგარიში. ათი წლის წინ, ბოიფრენდის ყოლა ან დაუქორწინებლად ცხოვრება მამაკაცთან, თითქმის გმირობის ტოლფასი იყო. მე ეს გავბედე და ოჯახმა ლამის ანათემას გადამცა. დიდი შეხლა-შემოხლა გვქონდა. გაჭირვებით შეეგუენ ჩემს „თავისმომჭრელ“ ყოფას, იმ იმედით, რომ ბოლოს მაინც ვიქორწინებდით.

– თქვენც ხომ გქონდათ ამისი იმედი, გულახდილები რომ ვიყოთ?

– კი. ვიქნები გულახდილი იმიტომ რომ, ვერაფერს ვხედავ ცუდს იმაში, ქალს გათხოვება და ოჯახის შექმნა უნდოდეს. სხვათა შორის, კაცებსაც ძალიან უნდათ ოჯახი, მაგრამ, როცა ქალი დაასწრებთ ამ სურვილის გამოხატვას, არ ვიცი, რა ემართებათ. რა არის იმაში ცუდი, როცა ვიღაცას უყვარხარ. ეს რატომ უნდა აგივარდეს თავში და ირონიის სურვილი რატომ უნდა გაგიჩნდეს? ერთი სიტყვით, როცა ჩემი შეყვარებული მიხვდა, რომ მე ის ძალიან, ძალიან მიყვარდა, ყველაფერს გავაკეთებდი მისთვის და სხვას არ შევხედავდი, შეიცვალა. გაცივდა ჩემ მიმართ და ისე მექცეოდა, თხუთმეტწლიანი თანაცხოვრების შემდეგ რომ მოექცევა ქმარი ცოლს.

– იმის თქმა გინდათ, რომ ერთად ცხოვრება იყო მიზეზი, რამაც თქვენი სიყვარული გაანელა?

– ჩემი არ განელებულა, იმას კი არც ვყვარებივარ. ერთად ცხოვრებაზე იქამდე იყო თანახმა, სანამ მეგობრებმა და ახლობლებმა მას ოფიციალურობის ელფერი არ შესძინეს.

– ეგ რას ნიშნავს?

– იმათ თავისით დაგვაქორწინეს. გვეპატიჟებოდნენ ოჯახურ თავყრილობებსა და წვეულებებზე. ისე გვექცეოდნენ, როგორც ცოლ-ქმარს. შეიძლება, ამ ყველაფერმა გააღიზიანა და მითხრა: ამ ყველაფერში შენი ხელი ურევიაო. შენ ეუბნები მათ, რომ ასე მოიქცნენ. მიმანიშნებ, რომ ცოლად შეგირთოო. ამის მიზეზით ძალიან მაგრად ვიჩხუბეთ. ისე მაგრად, რომ საქმე დაშორებამდე მივიდა.

– ის დაგშორდათ?

– დიახ. დიდი სკანდალით წავიდა. ვერ ვიცხოვრებ ქალთან, რომელიც რაღაცის გაკეთებას მაიძულებსო. მე რა უნდა მექნა? ბევრი ვინერვიულე, ძალიან ბევრი... ვტიროდი, ცხოვრება აღარ მინდოდა... სიყვარული ჩემგან არსად წასულა. გადავიტანე უმძიმესი პერიოდი და ჩემში უცნაური ცვლილება მოხდა – გადავწყვიტე, ყველაფერი გამეკეთებინა იმისთვის, რომ ჩემს ყოფილ შეყვარებულს ენანა თავისი საქციელი. ექვსი წლის განმავლობაში არ გამოჩენილა ჩემ სიახლოვეს. თითქოს მის ცხოვრებაში არც არასოდეს ვარსებობდი. მის შესახებ ხმები მაინც მომდიოდა საერთო ნაცნობებისგან. ძალიან მალე ცოლიც მოიყვანა...

– თქვენ ფიქრობთ, რომ მაშინაც ჰყავდა „სხვა“, როცა თქვენ გხვდებოდათ და ეს ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რატომაც დაშორდით?

– ამის მტკიცება არ შედის ჩემს ინტერესებში. მნიშვნელობა არ აქვს, ჩემს დროსაც ჰყავდა ალტერნატიული „ქალი,“ თუ მერე იპოვა სწრაფად, ჩემს ჯიბრზე. მთავარი ის არის, რომ ცუდად მომექცა. ძალიან ცუდად. თუ მისთვის კანონიერი ოჯახი მიუღებელი იყო, ცოლი რატომღა შეირთო?

– ანუ, თქვენ იყავით მისთვის მიუღებელი...

– არ ვიცი. გულწრფელად გეუბნებით, არ ვიცი, მაშინ ჩვენი დაშორების რეალური მიზეზი რა იყო. ბუნებრივია, საშინლად ვიყავი მასზე გაბრაზებული. საკუთარ თავს ვუთხარი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემთან შესახვეწად გაუხდეს საქმე, მაგრამ მერე სიახლოვეს არ გავიკარებ-მეთქი. რომანის გაბმას ვგეგმავდი, ოღონდ ისეთის, რომელიც ლოგიკურ დასასრულამდე არ მივიდოდა. მინდოდა პირში ჩალაგამოვლებულის პოზაში დამეტოვებინა. მიზანდასახულობა სერიოზული იარაღი ყოფილა. მე მართლა არ მეგონა, თუ ამდენს მივაღწევდი.

– პროფესიულ წინსვლას გულისხმობთ?

– დიახ. საკუთარ შესაძლებლობებსა და უნარებში დარწმუნებული არასდროს ვყოფილვარ. ამ სტრესმა უდიდესი ენერგია და სტიმული მომცა. მეც არ მჯეროდა, ისე სწრაფად დავიწყე წინსვლა და ორ წელიწადში საკუთარი, საკმაოდ წარმატებული ფირმა გავხსენი. მატერიალური კეთილდღეობა ჩემს ვიზუალზეც აისახა. ხომ იცით, მთავარია, ფული გქონდეს და შეუძლებელი არაფერია. კარგი მანქანა, ძვირფასი ტანსაცმელი... გემოვნებით შერჩეული აქსესუარები და ძალიან შევიცვალე. მამაკაცები გულგრილნი აღარ რჩებოდნენ ჩემ მიმართ. ამ ხნის განმავლობაში იმას არსად შევხვედრივარ. თუმცა, რა ხდებოდა მის ცხოვრებაში – ამ ყველაფრის საქმის კურსში ვიყავი. ვიცოდი, რომ პრობლემები ჰქონდა ცოლთან... საქმეებიც არ მისდიოდა კარგად...

– და გიხაროდათ?

– ვერ ვიტყვი, რომ მწყინდა. რატომ მოგატყუოთ? ბოროტი არ ვარ, მაგრამ ბუნებრივად მოდის ემოცია, რომელსაც წინ ვერ აღუდგები. ერთი ქალი, თუნდაც კაცი, მანახეთ, რომელიც ყოფილი ცოლის, ქმრის, შეყვარებულის გამო ინერვიულებდა. მით უმეტეს, როცა ის ცუდად მოექცა. თუმცა, არც დამიწყევლია, არც ცუდი მისურვებია მისთვის. ჩემს გეგმას მივყვებოდი.

– ცოლი რომ ჰყავდა... ოჯახი უნდა დაგენგრიათ მისთვის?

– არანაირად. რა დამიშავა მისმა ცოლმა? ხომ გითხარით, რომანი მარტო იმიტომ უნდა დამეწყო მასთან, რომ მიმეტოვებინა ყველაზე საინტერესო მომენტში... მაგრამ ამასობაში ცოლს გაშორდა ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზებით. ეს ერთი წლის წინ მოხდა. უკვე ხელი მქონდა აღებული ჩემს გეგმაზე. იმდენი საქმე დამიგროვდა, იმდენი სიახლე იყო ყოველდღე, რომ ნამდვილად აღარ მეცალა შურისძიებისთვის. აღარ ვფიქრობდი ამაზე. მოულოდნელად, სრულიად დაუგეგმავად და შემთხვევით, შევხვდით ერთმანეთს ავტოგასამართ სადგურზე. მეგობრის მანქანაში იჯდა. მეც საწვავს ვასხამდი. იმ მეგობარმა მიცნო. რომ მოვიდა და გამომელაპარაკა, ისიც მოვიდა. იდგა და გაშტერებული მიყურებდა... ძლივს ამოღერღა – ეს შენ ხარო? მე ვარ და ახლა მეჩქარება-მეთქი. იმ დღის მერე, არ ვიცი საიდან გაიგო ჩემი კოორდინატები, დღე არ ჩაუგდია – კუდში დამდევდა. აჩრდილად მექცა. მეც მყავდა თაყვანისმცემელი, რომელზეც სერიოზულად ვფიქრობდი. როცა ყოფილის ასეთი აქტიურობა დავინახე, ვიფიქრე – რადგან თვითონ წამოეგო ანკესზე, გამეკეთებინა ის, რაც ჩავიფიქრე.

– ცოლად გაყოლას არ გეგმავდით?

– არა, რა თქმა უნდა. შურისძიება მინდოდა.

– მამაკაცები ამბობენ, თუ ქალს უნდა, კაცზე შური იძიოს, ცოლად უნდა გაჰყვეს მასო...

– ეს მათი ლოგიკაა და არ მიკვირს, ერთუჯრედიანები არიან. მაგრამ, ჩვენ მაინც გვიყვარს ისინი. სამწუხარო რეალობაა ეს თუ, უბრალოდ, ფაქტი – ჩვენ მაინც ვთმობთ და უკან ვიხევთ. დავარქვათ ამას ქალური სისუსტე და გრძნობა, რომელიც ჩვენ უფრო ძლიერი გვაქვს, რატომღაც.

– მამაკაცებს არ ვუყვარვართ? არ იციან სიყვარული?

– როგორ გითხრათ? რთული თემაა. ახლა ჩემს „ყოფილს“ რომ ვუყურებ, ანუ უკვე ქმრის რანგში, მეღიმება. ოღონდ არ მკითხოთ, რატომ გავყევი ცოლად?.. მიყვარს! ამით ყველაფერია ნათქვამი.

– არ არის ყველაფერი ნათქვამი. თქვენ ხომ შურისძიება გინდოდათ მასზე?

– არ გამომივიდა. მივხვდი, რომ ისევ მიყვარდა. ძალიან მიყვარდა... სისულელეა, უგუნურებაა, მაგრამ... ისეთი მორჩილი და ლაქუცაა, ზოგჯერ მაღიზიანებს. როგორ არ დაგაფასეო, ეს რა მომივიდაო, რა სულელი ვიყავიო... ერთი სიტყვით, აღარ იცის, რა ქნას.

– ფიქრობთ, რომ გულწრფელია?

– არ ვიცი და არც მაინტერესებს. მთავარია, რომ კარგად ვარ. ხელს არაფერი მიშლის და ის ადამიანი მყავს გვერდით, რომელიც მართლა ძალიან მიყვარს. რატომ მიყვარს, არ ვიცი, მაგრამ მიყვარს!

 

скачать dle 11.3