კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

დაუჯერებელი ამბავი

ერთი იმდენად საოცარი ისტორია გავიგე, გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა.

ერთ ოჯახში ვიყავი სტუმრად წვეულებაზე. სტუმრებს შორის იყო ხანდაზმული ქალბატონი ქმართან და დაახლოებით 13 წლის გოგონასთან ერთად. მე მსგავსი ურთიერთობა ბებია-ბაბუასა და შვილიშვილს შორის არ მინახავს. ჯერ იმან გამოაცა, რომ ეს 13 წლის გოგო დარბაისელი ქალივით იქცეოდა. საოცრად სათნო, ზრდილობიანი, დინჯი საქციელით იმდენ ხალხში მაშინვე მიიპყრო ყურადღება. ბებია და ბაბუა სიყვარულით შესციცინებდნენ თვალებში. სუფრაზე სწორედ მათ წინ ვიჯექი. ვერ შევიკავე თავი და ჩემი აღფრთოვანება გამოვხატე მათი შვილიშვილით – დღეს ასეთ აღზრდილ ბავშვს, ალბათ, ვერსად ნახავს კაცი-მეთქი. ბაბუას სახე გაუბრწყინდა და მითხრა: ეს ხომ ჩვენი სიამაყე და სიხარულია, მაგრამ, თქვენ ამისი უმცროსი ძმა უნდა ნახოთ, ვინ არის; ენაცვალოს ბაბუა ჩემს პატარა ყაჩაღსო. რატომღაც, ვკითხე, თქვენი ქალიშვილის შვილები არიან თუ ვაჟის-მეთქი. ვაჟისო. ტრაბახით არ ვიტყვი, მაგრამ, ამათი მამაც საამაყო შვილიაო.

რამდენიმე დღის შემდეგ ქუჩაში შემხვდა ის ახლობელი, რომელთანაც იმ დღეს წვეულებაზე ვიყავი. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ ის ცოლ-ქმარიც ვახსენე – რა არაჩვეულებრივი ხალხი იყო-მეთქი. შენ არ იცი მაგათი ისტორიაო? – მკითხა ახლობელმა და მერე ისეთი დაუჯერებელი ამბავი მიამბო, გაოგნებული დავრჩი.

ამ ცოლ-ქმარს ჰყოლია ერთადერთი ქალიშვილი, რომელსაც შეჰყვარებია ძალიან კარგი ბიჭი. ის ბიჭიც გიჟდებოდა თურმე ამ გოგოზე. მოკლედ, ახალგაზრდები დაქორწინებულან და, რადგან ბიჭს ბინა არ ჰქონდა, ამათთან ჩასიძებულა. ძალიან კარგი ბიჭი გამომდგარა – მშრომელი, მეოჯახე, ცოლის მოყვარული და ყველას პატივისმცემელი. სიდედრ-სიმამრს მართლა საკუთარი შვილივით შეუყვარდა და, მოკლედ, ბედნიერად ცხოვრობდნენ. დაახლოებით ორი წლის შემდეგ გოგო დაფეხმძიმებულა და მთელი ოჯახი ბავშვის მოლოდინით ხარობდა, მაგრამ, გოგოს ნაადრევი მშობიარობა დასწყებია, მერე რაღაც გართულება დამართნია და, ვერც დედა გადაურჩენიათ და ვერც შვილი. ერთი წლის გლოვის შემდეგ ბიჭმა ოჯახიდან წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ, სიდედრ-სიმამრმა არ გაუშვა – შენ მეტი აღარავინ დაგვრჩა და ნუ მიგვატოვებო. სამი-ოთხი წლის შემდეგ კი გადაეკიდნენ – ცოლი შეირთე, ასე მარტო ხომ არ დარჩები, ახალგაზრდა კაცი ხარო. მერე სიძისთვის ვიღაც კარგი გოგო გაუცნიათ, ახალგაზრდებს ერთმანეთი მოსწონებიათ და დაქორწინებულან. სიმამრის კატეგორიული მოთხოვნით, ბიჭს მეორე ცოლი მათთან მიუყვანია. ქორწილიც კი გადაუხადეს, როგორც ერთადერთ ვაჟიშვილს, ის გოგო კი რძლად მიიღეს. ის გოგონა, ჩემს ახლობელთან რომ ჰყავდათ მოყვანილი და ის პატარა ბიჭი, რომლითაც ასე ამაყობდა ბაბუა, სწორედ იმ სიძის შვილები ყოფილან, რომლებიც მოხუცებმა საკუთარი შვილიშვილებივით გაზარდეს. ახლა რძალი მესამე ბავშვზე ყოფილა ფეხმძიმედ. ბიჭს ელოდებიან და დედ-მამას გადაწყვეტილი აქვს, მესამე შვილს გამზრდელი ბაბუას გვარი მისცენ...

თურმე, ასეთი დაუჯერებელი ამბებიც ხდება საქართველოში.

მარიამი, 47 წლის.

 

ტყუპისცალი ძმა 40 წლის შემდეგ ვიპოვე

სულ ახლახან, სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ მყოლია ტყუპისცალი ძმა, რომელიც გაუშვილებიათ, ჩემი მშობლები კი მოუტყუებიათ, რომ ერთი შვილი დაგეღუპათო. მიუხედავად იმისა, რომ უკვე არც ისეთი ახალგაზრდა ვარ (40 წლის ვხდები), ამ ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. ჯერ თავისთავად როგორი გადასატანია, როცა 40 წლამდე დედისერთა გგონია თავი და, მით უმეტეს, როცა გაიგებ, რომ შენი ტყუპისცალი მოჰპარეს მშობლებს, გაუყიდეს და, თანაც, სხვა ქვეყანაში. საქმე ისაა, რომ ჩემი მშობლები იმ პერიოდში ერთ-ერთ „ძმურ“ საბჭოთა რესპუბლიკაში ცხოვრობდნენ (მამა იქ განაწილებით გაუშვეს სამუშაოდ და ახალშერთული ცოლიც თან წაიყვანა) და დედას იქ მოუწია მშობიარობა, მაგრამ, თურმე, იმ ქალაქის სამშობიაროს მთავარი ექიმის ძმა უშვილო ყოფილა და ბავშვის აყვანა სდომებია, ჰოდა, კარგი მომენტიც ჩავარდნია ხელში ექიმს – ახალგაზრდა, „უპატრონო“ ცოლ-ქმარს, თანაც, სხვა რესპუბლიკიდან, ტყუპები შეეძინა და, მანაც, ისარგებლა ამ მომენტით, მით უფრო, რომ დედაჩემს მძიმე მშობიარობა ჰქონია და ეს მოუმიზეზებიათ, ანუ, ვითომ ამიტომაც გარდაიცვალა ტყუპისცალი.

სად, როგორ და ვისგან გავიგე ეს ამბავი, ვერ ვიტყვი, რადგან, შესაძლოა, მას ამისთვის ცუდად მოსთხოვონ პასუხი, მაგრამ, მთავარი ისაა, რომ ჩემმა „ინფორმატორმა“ ჩემი ძმის მერე შერქმეული სახელი და გვარიც მითხრა, ის ქვეყანაც და ის ქალაქიც, სადაც ცხოვრობს, მისამართის დადგენას კი რა უნდა!

ახლა იმ ქალაქში წასასვლელად ვემზადები. ვიზის საკითხი და სხვა ტექნიკური მხარეები უკვე მოვაგვარე. მე და ჩემი უფროსი ბიჭი მივდივართ – 18 წლის კაცია და ყველაფერში გვერდში მიდგას. ჩემმა ძმამ ჯერ არაფერი იცის და, ალბათ, ძალიან დიდი შოკი იქნება მისთვის ამ ყველაფრის გაგება, მაგრამ, გამორიცხულია, ამ მიზეზის გამო ერთადერთ ძმაზე, თანაც ტყუპისცალზე, უარი ვთქვა. დარწმუნებული ვარ, განცდების მიუხედავად, მასაც გაუხარდება ჩემი ნახვა და გაცნობა.

ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ასეთ ბედნიერებას განვიცდიდი. შვილების შეძენის მერე ეს ყველაზე დიდი სიხარულია, რაც კი ცხოვრებაში მქონია.

ნოდარი, 40 წლის.

скачать dle 11.3