კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იზრუნე მომავალზე „ნატახტარის ლიმონათთან” ერთად!

კომპანია „ნატახტარმა” 2011 წლის ნოემბერში დააფუძნა „ფონდი ნატახტარი” და დაიწყო საქველმოქმედო პროექტის – „იზრუნე მომავალზე” განხორციელება. პროექტი, როგორც ყოველთვის, ხორციელდება „ასოციაცია ჩვენი სახლი – საქართველოს” მხარდაჭერით და საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით. ფონდის არსებობის განმავლობაში შეგროვილი თანხა თითქმის ნახევარ მილიონ ლარს აღწევს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგ საქმეს ხმარდება. პრესკონფერენციის მიზანი, რომელიც „ფონდმა ნატახტარმა” გამართა, ის იყო, რომ საზოგადოებისთვის გაეცნო მესამე ტალღის შედეგად შეგროვილი თანხის რაოდენობა; ასევე, ფონდის მიერ 2012-2013 წლებში განხორციელებული პროექტები და მისი სამომავლო გეგმები. აღსანიშნავია, რომ თანხის ნამდვილობა დადასტურებულია საერთაშორისო აუდიტორული კომპანია pricewater House Cooper-ის მიერ. 

„ფონდმა ნატახტარმა” თანხის შეგროვების მესამე ეტაპი დაასრულა. სამი თვის განმავლობაში „ნატახტარის ლიმონათის” გაყიდული თითოეული ბოთლიდან ფონდში ირიცხებოდა 1,3 და 5 თეთრი (შეფუთვების შესაბამისად). პრესკონფერენციას კომპანია „ნატახტარის” მარკეტინგის დირექტორი თორნიკე ნიკოლაიშვილი და ორგანიზაცია „ასოციაცია ჩვენი სახლი – საქართველოს” ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ომარაშვილი უძღვებოდნენ. 

თორნიკე ნიკოლაიშვილი (კომპანია „ნატახტარის” მარკეტინგის დირექტორი): თანხის შეგროვების მესამე ტალღა დასრულდა „ფონდი ნატახტარის” ფარგლებში და, ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ შემოვიდა რეკორდული რაოდენობის თანხა – 183 742 ლარი. სამი  წლის განმავლობაში კი, ჯამში – 420 000 ლარზე მეტი. რა თქმა უნდა, თანხა ფონდის მიზანს მოხმარდება, რომელიც მოიცავს მზრუნველობამოკლებული მოზარდების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელის შეწყობას. 

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანსა და ორგანიზაციას, რომელიც გვერდში უდგას „ფონდ ნატახტარს,” პირველ ყოვლისა კი ჩვენს მომხმარებელს, რომელთა აქტივობის გარეშეც ეს პროექტი არ იარსებებდა. ფონდის განსაკუთრებულობა და უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ თითოეული მოზარდი არის ცალკე აღებული „ქეისი” და მიდგომა თითოეულ მათგანთან ინდივიდუალურია. ჩვენს რეალობაში ეს ერთადერთი პროექტია, რომელიც სერვისსა და მომსახურებას არ წყვეტს, როდესაც მოზარდები 18 წლის ხდებიან. პროექტი მათ მიჰყვება მანამდე, სანამ ისინი მზად იქნებიან დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. „ფონდი ნატახტარის” სახელით, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს ლოცვა-კურთხევისა და ამ პროექტის თანადგომისთვის; ასევე, ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოს” და, განსაკუთრებით – ფსიქოლოგთა გუნდს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ იმისთვის, რომ ეს პროექტი იყოს წარმატებული და კეთილი საქმე განხორციელდეს.  

მანანა ომარაშვილი (ორგანიზაცია „ასოციაცია – ჩვენი სახლი საქართველოს” ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი): საქველმოქმედო „ფონდი ნატახტარი” და ორგანიზაცია „ასოციაცია ჩვენი სახლი – საქართველო” 2012-2013 წლების განმავლობაში ზრუნავდა დაახლოებით 162 მოზარდზე. რა თქმა უნდა, წელს დაგვემატება მოზარდების რაოდენობა და გახდება 35-ით მეტი. რაოდენობას განსაზღვრავს მათი ასაკი, რადგან, როცა მოზარდი ცხოვრობს მცირე საოჯახო სახლში და ხდება 15 წლის, ის ავტომატურად ერთვება ჩვენს საქმიანობაში და ამ პროექტში. თვითონ ფონდი ზრუნავს არა მხოლოდ იმ მოზარდებზე, რომლებიც მცირე საოჯახო სახლში ცხოვრობენ, არამედ, მათზეც,  ვინც უკვე გახდა 18 წლის და დატოვა სახელმწიფო ზრუნვის სისტემა. მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ ფონდის დახმარება, რათა შეძლონ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება. 

 

скачать dle 11.3