კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რა ღირს თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, სევდია უგრეხელიძის როიალი და რა ავტომანქანით გადაადგილდება მისი ქალიშვილი

სევდია უგრეხელიძე

აწ ქალაქ თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებლისა და შემსრულებლობამდე მერის მოადგილე ქ-ნ სევდია უგრეხელიძის ბიოგრაფია, სამწუხაროდ, არ იძებნება თბილისის მერიის ვებ-გვერდზე, თუმცა საჯარო სამსახურის ბიუროს ბაზაში მის მიერ 2013 წელს შევსებული ერთადერთი დეკლარაციის ნახვაა შესაძლებელი.

დეკლარაციის თანახმად, სევდია უგრეხელიძეს ჰყავს მეუღლე, 1947 წელს დაბადებული თენგიზ ჩაჩავა და 1976 წელს დაბადებული ქალიშვილი – ნინო ჩაჩავა.

ოჯახის უძრავი ქონება არ არის მრავალრიცხოვანი: ქ-ნი უგრეხელიძის საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა თბილისში, ვარლამიშვილის ქუჩაზე (35 კვადრატული მეტრი ფართობის) და ქალიშვილთან ერთად ფლობს 250 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ ბინას თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე (ნინო ჩაჩავას წილის 75 პროცენტი ეკუთვნის, სევდია უგრეხელიძეს – 25). ასევე, ნინო ჩაჩავას ჰყავს 2002 წლის ავტომობილი PAJERO IO, ხოლო სევდია უგრეხელიძეს აქვს როიალი, რომლის ღირებულება აღემატება 10 000 ლარს.

ქ-ნ უგრეხელიძეს ორი ანაბარი აქვს: „ლიბერთი ბანკში“ 21 000 ლარს ინახავს, „საქართველოს ბანკში“ – 13 422 ევროს. აგრეთვე, ორი ანაბარი აქვს თენგიზ ჩაჩავასაც, რომელზეც „ლიბერთი ბანკში“ 800 ლარი ერიცხება, „თი ბი სი ბანკში“ – 1 500 ევრო.

რაც შეეხება შემოსავლებს: 2012 წლის განმავლობაში სევდია უგრეხელიძემ, როგორც თბილისის საკრებულოს წევრმა, 20 400 ლარი აიღო, ხოლო, როგორც ააიპ თბილისის ადვოკატის პროექტების კოორდინატორმა – 22 800 ლარი. ნინო ჩაჩავას, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის პოლიტიკის ანალიზისა და პროგრამების სამმართველოს უფროსს, წლიურ ხელფასად 25 525 ლარი მიუღია.

ირაკლი შიხიაშვილი

ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი 1972 წელსაა დაბადებული თბილისში და არც მისი ოფიციალური ბიოგრაფია იძებნება, თუმცა მის მიერ 2013 წელს შევსებული დეკლარაციით, მას ჰყავს მეუღლე – ეკატერინე ასათიანი და სამი შვილი: 1992 წელს დაბადებული ლევანი, 1993 წელს დაბადებული ლია და 2009 წელს დაბადებული გაბრიელი.

ირაკლი შიხიაშვილის საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა თბილისში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე (85 კვადრატული მეტრი ფართობის) და ნაკვეთი თეთრი წყაროს რაიონში (1 500 კვადრატული მეტრი ფართობის). ეკატერინე ასათიანს კი აქვს მიწის ნაკვეთი მცხეთის რაიონში (600 კვადრატული მეტრი ფართობი) და ჰყავს 2008 წლის ატომანქანა nisani tiiba.

დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფულის სახით ირაკლი შიხიაშვილს 17 000 ლარი ჰქონდა, მის მეუღლეს – 10 000 ლარი.

რაც შეეხება შემოსავლებს: 2012 წლის განმავლობაში, ეკატერინე ასათიანმა, როგორც კავკასიის განვითარების ბანკი-საქართველოს დირექტორთა საბჭოს წევრმა, 29 819 ლარი აიღო, ხოლო ირაკლი შიხიაშვილმა, როგორც თბილისის საკრებულოს წევრმა და ფრაქცია „თავისუფლების“ თავმჯდომარემ –  23 897 ლარი.

სავარაუდოდ, შვილების სწავლაში ირაკლი შიხიაშვილმა 2012 წელს 5 400 და 1 250 ლარი გადაიხადა.

 

скачать dle 11.3