კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (51)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

ვისი ინტერესია საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაცია, ვინ იხდის ამაში ფულს და რატომ არის ინდიფერენტული ხელისუფლება ეკლესიაზე შეტევის პროცესისადმი

თუმცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს ადგილს დასავლურ სტრუქტურებში ხედავს, საზოგადოების გარკვეული წრეები ეკლესიას მაინც პრორუსულად ორიენტირებულად მოიაზრებენ. მეორე მხრივ, საქართველოს ეკლესიის ურყევად მაღალი რეიტინგი სახელმწიფობრივი სტრუქტურების სისუსტეზეც მიუთითებს, რაც, სარწმუნოებრივ მომენტს თუ გვერდზე გადავდებთ, არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა, ბუნებრივია, იმის გათვალისწინებით, რომ ისიც კარგია, თუ რომელიმე ინსტიტუტი მაინც სარგებლობს ამ ქვეყანაში ნდობითა და მაღალი ავტორიტეტით. ვისი ინტერესია საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაცია და იმიჯის შელახვა?  – თემას „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარესთან, მამუკა გიორგაძესთან ერთად განვიხილავთ.

 

– მივყვეთ ამ ძალიან სწორ მინიშნებებს: პირველი –  საქართველოს ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა მკაფიო, ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო ადგილის შესახებ. უბრალოდ, ამ პოზიციის გვერდის ავლით ხდებოდა საპირისპიროს მტკიცება. რადგან სააკაშვილს სჭიდებოდა ეკლესიის წინააღმდეგ გაბრძოლება და ეძებდა იდეოლოგიურ-პოლიტიკურ საბაბს და ეს საბაბი იყო ყურით მოთრეული საქართველოს ეკლესიის პრორუსულობა, რათა გაემართლებინა ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული თავისი ქმედებები, მიუხედავად იმისა, რომ ამის მიმანიშნებელ ვერც ერთ დოკუმენტს ვერ ნახავთ.

– მინდა, გავიხსენო პატრიარქის მილოცვა ვლადიმირ პუტინისადმი, როდესაც გაპრეზიდენტება მიულოცა, ინფორმაცია გაშუქდა ან შეფარულად ან აშკარად ნეგატიურ კონტექსტში, თუმცა ქართულ მედიას არ გაუშუქებია მილოცვის ის ნაწილი, სადაც პატრიარქი პუტინს სწერს: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება და კარგია, თუ ეს მოხდება თქვენი პრეზიდენტობის დროსო.

– სწორედ ამაზე ვსაუბრობ. ასევე, არ გააშუქა ქართულმა მედიამ 2011 წლის წმიდა სინოდის განჩინება, რომლითაც 1801 წლიდან რუსეთის მხრიდან ჩადენილი ქმედებები შეფასდა როგორც უკანანო და დანაშაულებრივი. პროდასავლურ ხელისუფლებას ეკლესიის ასეთი შეფასება უნდა აეტაცა და მიეწოდებინა საზოგადოებისკენ, რომ აი, ეკლესია, ყველაზე დიდი რეიტინგისა და ავტორიტეტის მქონე, ჩვენ გვერდითაა ამ საქმეში. უამრავი მსგავსი მაგალითის ჩამოთვლა შემიძლია: წმინდანად შეირაცხა კათალიკოსი ანტონ მეორე და მას ეწოდა „მრავალვნებული.” ვისგან მიიღო ეს მრავალი ვნება საქართველოს კათოლიკოსმა?! ისევე, როგორც დოსითეოს ქუთათელი და ექვთიმე გაენათელი, საქართველოს ეკლესიის მიერ წმიდანებად შერაცხილები, რუსეთის მიერ იქნენ ვნებულნი. ამით იმის თქმა მინდა, რომ საქართველო, როგორც ევროპული ტიპის ქვეყანა და ევროპა, როგორც ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული გაერთიანება, სხვა თემაა, ზოგიერთი ქვეყანა როგორ აფასებს ამ ღირებულებებს…

– ეს მაინც ქრისტიანული ცივილიზაციაა.

– დიახ და საქართველოს ადგილი არის იქ. მეორე მომენტი: საქართველოს პატრიარქი იმ ღირებულებებს ამკვიდრებს, რასაც ჩვენ, რატომღაც, ვუწოდებთ ევროპულ ღირებულებებს, მაგრამ ეს არის ქართული ღირებულებები: პიროვნების პატივისცემა, პიროვნების ღირსების დაცვა, ადამიანის უფლებები, თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანი სასამართლო, თვითმმართველობა. ეს ყოველივე ქრისტიანული ღირებულებებიდან მოგვდგამს, ქრისტემ მისცა კაცობრიობას არჩევნის თავისუფლების ცნება და, ბუნებრივია, მისი უწმიდესობა ამ ღირებულებების დაფუძნებას ცდილობს საქართველოში. გარდა სუფთა რელიგიური ღირებულებებისა და აღმსარებლობითი მიმართულებისა, ეკლესია, იმავდროულად, საქართველოში ამკვიდრებს ადამიანური განვითარების უმაღლეს სტანდარტებს. საქართველოს ხელისუფლებები კი ებრძვიან საქართველოს ეკლესიას. სამაგალითო უნდა გამხდარიყო მისი უწმიდესობისა და პუტინის შეხვედრა. ჩვეული ადამიანური სითბოს გაცემის პარალელურად, პრინციპულად უთხრა: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა და, გირჩევნია, შენ თვითონ მოაგვარო ეს პრობლემაო. ეს პირში ვინმემ უთხრა პუტინს, მაშინ, როდესაც ანტირუსი სააკაშვილი ეუბნებოდა, კეთილი თვალები გვაქვსო. ხომ გვახსოვს ყველას?

– თვითონ გვიამბო.

– დიახ. მისი უწმიდესობა მაგალითი უნდა გახდეს იმისა, რომ ერთმანეთთან თუ მტერთან მიმართებაში შევძლოთ, გავცეთ სითბო და სწორედ ეს სითბო და ავტორიტეტია იმის გარანტი, რომ მოწინააღმდეგე მხარე თუ პარტნიორი მიიღებს და დედის რძესავით შეირგებს იმ არგუმენტებს, რომლებიც გვაქვს. შესაბამისად, ამის გამოა, რომ საქართველოს საეკლესიო საზღვარი არ არის დარღვეული. ეკლესიის პოზიცია იცავს ჩვენს რელიგიურ საზღვრებს და ამავე დროს გარკვეულწილად ამ პოზიციის გამო უწევს ხოლმე მოწინააღმდეგეს თავისი აგრესიის ხარისხის შემცირება.

– რატომ ვერ ანაცვლებს ნდობით და ავტორიტეტით ეკლესიას სახელმწიფო ინსტიტუტები? 

– ისტორიულად, როდესაც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფების სისუსტეა ქვეყანაში, ეკლესია, როგორც სახელმწიფოებრივი ინტერესების დამცველი ბოლო ინსტანცია, დროშას იღებს ხელში. ეს ეკლესიის შიდა ბუნებაა, მისი ვალდებულებაა. ეკლესია არის ის ქვაკუთხედი, რომელზეც დაფუძნდა ქართული სახელმწიფო. საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ უღირსი საქციელის გამო ლაშა-გიორგის სასამართლო მოუწყო და, თუმცა დიმიტრი თავდადებულის საქციელის გამო ერთ-ერთი პატრიარქი გადადგა კიდეც პროტესტის ნიშნად, როდესაც იგივე დიმიტრი თავდადებული ურდოში მიდიოდა და ყველამ იცოდა, რომ ეს მისი თავგანწირვის გამოხატულება იყო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წაჰყვა მას მასთან ერთად სასიკვდილოდ. აი, ჩვენი საქართველოს ეკლესიის ბუნება. ანისის კრებაზე, როდესაც ძალიან გამწვავდა სომეხ-ქართველთა სარწმუნოებრივი დამოკიდებულება, მეფე თხოვნით მივიდა მათთან, პირდაპირ წერია რუის-ურბნისის კრების ოქმში, როგორც მონა, ისე მივიდა და სთხოვა, პოლიტიკურ სიტუაციას ნუ გამირთულებთ და ძალიან ნუ გადააყოლებთ რელიგიურ საკითხებსო. აი, თანამშრომლობა. სხვანაირად ეკლესია ვერ მოიქცევა, იმითაა ძლიერი ქართული სახელმწიფო, რომ ყველაზე კრიზისულ დღეებში ასეთი ეკლესია გვყავს და არა ეკლესია, რომელიც პროპაგანდა-აგიტაციის განყოფილებაა ზოგიერთ ქვეყანაში და დამოუკიდებელი პოზიცია თითქმის არასდროს ჰქონია.

– საქართველოს ეკლესიამ უფრო ადრე გამოაცხადა ავტოკეფალიის აღდგენა 1917 წელს, ვიდრე დამოუკიდებლობა გამოცხადდა.

– რა თქმა უნდა, ეკლესიის გაძლიერებაა სახელმწიფოს ძლიერება. ძლიერი ეკლესიის პირობებში სახელმწიფო სტანდარტები იზრდება, რუის-ურბნისის კრებამ განაპირობა ის სტანდარტები, რის შემდეგაც ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში ოქროს ხანა დადგა. ებრძვიან იმიტომ, რომ ეს მაღალი სტანდარტები არ აძლევს ხელს, რადგან ბევრისთვის ეს სტანდარტები მიუღწეველია და ამის გამო ეკლესია დარტყმის ქვეშ ხვდება. თუნდაც, გავიხსენოთ, რომ ქართველმა საზოგადოებამ „გაატარა“ მისი უწმიდესობისა და შტეფან ფულეს შეხვედრა. შტეფან ფულე მივიდა სასაყვედუროდ და ამ დროს დახვდა პოზიცია: რა მჭირს დასარწმუნებელი, მე იქით ვარწმუნებ, რომ საქართველო ოდითგანვე ევროპული ქვეყანა იყო. საინტერესოა ერთი პასაჟი მისი უწმიდესობის გამოსვლიდან, თუ ვინ მიაწოდა შტეფან ფულეს ეს ინფორმაცია?! ესე იგი, სახელმწიფოში არის ინსტიტუტები, არიან ადამიანები, რომლებიც სხედან და იმაზე ფიქრობენ, როგორ გაავრცელონ ეკლესიაზე არასწორი ინფორმაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, როგორ შეუბღალონ ქართულ სახელმწიფოსა და ეკლესიას სახელი და როგორ გამოთიშონ სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ბალავარი საქართველოს ეკლესია ქართული საქმის კეთებისგან.

– რა ინტერესი უნდა ჰქონდეთ? ათეისტები არიან თუ რა მიზეზი აქვთ?

– ჩვენ ეს არ გვიკვირს, რადგან გვახსოვს მებრძოლი ათეიზმის პერიოდი. ჩვენ გვახსოვს 1932 წელი, როდესაც ყრილობაზე ითქვა, რომ 1937-ში ბოლო მორწმუნე მღდველი უნდა განადგურებულიყო. ამდენად, ჩვენ არ გვიკვირს მის გულში ჩასახული ეშმაკის არსებობა; არ გვიკვირს, თუ ეს ადამიანები ასრულებენ შულავერის კომიტეტის ფუნქციას. შულავერის კომიტეტის ფუნქცია იყო, რომ მცირე ჯგუფს მიეცა საბაბი გარე ძალებისთვის საქართველოს დაპყრობისთვის, თორემ თავისთავად შულავერის კომიტეტი ხომ არაფერს წარმოადგენდა?! ზუსტად ასე: დღესაც არსებობს ეს შულავერის კომიტეტი, განფენილი სხვადასხვა ფენაში: ხელისუფლება, ოპოზიცია, მედია, არასამთავრობო სექტორი და ასე შემდეგ და ასრულებს იმ ფუნქციას, რომ მოიპატიჟონ უცხო ძალები საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად და ამაში ფულის გადამხდელი ბევრია. ამ ადამიანების ინტერესია ფინანსები: ამაში ფულს იხდიან, მაგრამ აქ დგება ხელისუფლების პასუხისმგებლობის მომენტი –  თუ სამართლებრივი დევნა არ დაიწყო ყალბისმქმნელების წინააღმდეგ, საზოგადოებრივი აქტიურობა მაინც გამოეწვია, ასეთი რამ ხდებაო. „ოცნებამაც“ და „ნაცმოძრაობამაც“, რომლებიც თითქოს ერთმანეთთან დაპირისპირებულები არიან, ამ საქმეში დუმილი ამჯობინეს, რითაც თავისი თავი ამხილეს, იმიტომ რომ, მათი წრიდან გადის ეს ინფორმაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნორმალური, საკუთარი სახელმწიფოს პატივისმცემელი ხელისუფლება გამოიძიებდა, როგორ ხდება საქართველოდან დამახინჯებული ინფორმაციის გატანა-გავრცელება და ეს რომ ანტისახელმწიფოებრივი საქმეა, ამაზე სისხლის სამართლის კოდექსიც მოწმობს. იმის გამო, რომ ძალიან სუსტია სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს ეკლესიამ აიღო თავის თავზე საქართველოს ინტერესების დაცვა და მთელ რიგ შემთხვევებში მიაღწია კიდეც შედეგს. შვიდი წელი ეკლესია ანათემას გადასცეს, რომ, თურმე, ეკლესიის პოზიციის გამო თურქეთში შესაძლოა, ჩვენი ტაძრები დაინგრეს. არადა, ხომ ყოფილა შესაძლებელი, თურქეთში ისე აღდგენილიყო ჩვენი ტაძრები, რომ სანაცვლოდ მეჩეთები არ აშენებულიყო საქართველოში?! თვითმმათველობის კოდექსში რეგიონალიზმის შემოტანა და საქართველოს რეგიონებად დაყოფა გააპროტესტა მთელმა რიგმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, მათ შორის, „სახალხო პარტიამაც“ მოაწყო აქციები, მაგრამ არ ეყო ჩვენი ძალისხმევა და მხოლოდ საქართველოს ეკლესიის მკაფიო და მყარმა პოზიციამ განაპირობა, რომ შემცირებულიყო ამ ეტაპზე საქართველოს დაშლის საფრთხე. რატომ მიგვყავს აქამდე საქმე?! რატომ უნდა ვაკვირდებოდეთ გაფართოებული თვალებით ხელისუფლების ქმედებას, რამე სახელმწიფოს საზიანო საქმე ხომ არ კეთდებაო?! ან ამ „აი დი“ ბარათებთან დაკავშირებით რატომ იძლევი დაპირისპირების საბაბს? რადგან ითხოვს, მიეცი საზოგადოებას ალტერნატიული ვარიანტი.

– ფულია ერთადერთი მოტივი?

– მათ ორ რამეში უშლის ხელს ეკლესია: ეკლესია არის თავისუფალი, ზნეობისკენ მიდრეკილი, ცოდვის მომნანიებელი, მაღალი ღირებულებებისა და ღირსების მატარებელი ხალხის სამჭედლო და მეორე –  არის სახელმწიფო-ეროვნული ინტერესების დამცველი, რაც, როგორც ჩანს, ხელისუფლების გაღიზიანებას იწვევს. ალბათ, ემატება პიროვნული ფაქტორიც: ვიღაც-ვიღაცეებს მოსვენებას უკარგავს ის რეიტინგი, რომელიც დღეს ეკლესიას აქვს.

– მაგრამ, ამასთანავე, ჩვენ ვაწყდებით ეკლესიის მსახურებს, რომლებიც ორთოდოქსების შთაბეჭდილებას ტოვებენ, რაც არც ჩვენს სარწმუნოებას უთავსდება და საერთოდ არც ქრისტიანობას. ვინ არიან ეს ადამიანები, მათი მიზანიც ხომ ეკლესიის დისკრედიტაციაა, თუმცა თავად ამას დაცვას უწოდებენ?

– ყველა ცოცხალ ორგანიზმში თავს იჩენს გარკვეული პრობლემები, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური და ამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ნეიტრალიზებულია გარედან ჩარევა. როდესაც ვსაუბრობთ რუის-ურბნისის კრებაზე და ვამბობთ, რომ აღმაშენებელმა განწმინდა ეკლესია, არასწორია, რადგან დავით აღმაშენებელს ეკლესიაში არანაირი რეფორმა არ გაუტარებია. მან უბრალოდ მოაცილა საერო ზეწოლა ეკლესიას და ეკლესიის წმიდა მამებმა თავიანით ძალებით მოახერხეს საქართველოს ეკლესიის უმაღლეს დონემდე აყვანა. ბუნებრივია, საქართველოს ეკლესიაში, ისევე, როგორც საზოგადოებაში, სხვადასხვა ხედვის ადამიანები არიან და ეს არ არის გასაკვირი 70-წლიანი ათეიზმის შემდეგ.

– ორთოდოქსების გაჩენა მებრძოლი ათეისტების მეორე უკიდურესობაა?

– დიახ და გარკვეული რადიკალიზმი შემოვიდა ჩვენს რელიგიურ ცხოვრებაში. ეს ბუნებრივია და ეკლესიური ცხოვრება ამას იტანს: ვიღაც უფრო მკაცრ მარხვაზეა, ვიღაცის ლიტურგიკა უფრო გამკაცრებულია, ვიღაც ცხოვრობს ერისკაცის ცხოვრებით, ვიღაცას აქვს სურვილი, რომ ბერული მიმართულებით განვითარდეს. ეს გასაგებია, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, როდესაც ეს წინა პლანზე წამოიწევა სახელმწიფოსა და სპეცსამსახურების მხრიდან. გვახსოვს ბევრი სასულიერო პირის აქტიურობა, რომელთაგან ზოგი აღარც იყო საქართველოს ეკლესიის შემადგენლობაში, ზოგი ისეთ რამეს სჩადიოდა, რაც სახელმწიფოს უნდა აღეკვეთა, მაგრამ, პირიქით, ხელს უწყობდა და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ხელს აძლევს რადიკალური ჯგუფების დაპირისპირება. მაგალითად: ვხედავთ, როგორც ეჯახება დღეს საქართველოში ერთმანეთს ეგრეთ წოდებული ევრაზიული მიმართულების პრორუსული ჯგუფები „ნაციონალებისგან“ ორგანიზებულ ეგრეთ წოდებულ პროდასავლურ ჯგუფებს. არადა, არც ერთია პრორუსი და არც მეორე –  პროდასავლელი, ორივე ერთი ცენტრიდან ფინანსდება, ორივესთვის ხელსაყრელია ხელოვნური დაპირისპირება საქართველოში, რათა მოხდეს შეჯახების ინსპირაცია. ეს ვნახეთ უკვე ერთხელ: როდესაც ლოთი ქობალია და თენგიზ კიტოვანი ერთმანეთს ეომებოდნენ, რომელსაც გაუჭირდებოდა, „ზაკვო“ მას აწვდიდა იარაღს. იმავეს ვუყურებთ ახლა.

– ოღონდ მასშტაბებია მცირე.

– მცირეა, მაგრამ ამით ცეცხლზე ნავთის დასხმა შესაძლებელია, გააჩნია, რა ამოცანას დაისახავს მიზნად მოწინააღმდეგე. მით უმეტეს, დამღუპველია ამ საფრთხის ეკლესიაში გადმოტანა და ამ კუთხით რელიგიური დაპირისპირების მოწყობა.

 

скачать dle 11.3