კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფიქრები „დუმაში“

მუქთამჭამელები

 

რფ-ის გულის, მოსკოვის საქალაქო „დუმაში“ ახალი ინიციატივა მომწიფებულა, რამაც, მათ, არც მეტი, არც ნაკლები, იმ ბლოგერების მიმართ, რომლებიც ყირიმის მოსახლეობის მიმართ ქსენოფობიას აღვივებენ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება გადააწყვეტინა. 

„დუმელი“ ვინმე სვიატენკო იმას შეუშფოთებია, რომ სოციალურ ქსელებსა და ბლოგებში ყირიმელების წინააღმდეგ აქტიური „პროვოკაციები“ დაწყებულა. „პროვოკაცია“ კი ამ კონკრეტულ პერსონას შემდეგნაირად ესმის: უკმაყოფილების გამოთქმა ყირიმელებისთვის საბიუჯეტო თანამდებობების შეთავაზების, უმაღლეს სასწავლებლებში კვოტების გამოყოფის და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების გამო, რაც რუსეთის დანარჩენ მოქალაქეებს დააზარალებს.

ხოლო, რაკი თვით რუსეთის სპეცსამსახურებსაც კი არ შეუძლიათ ბლოგერების ტოტალური კონტროლი, ხოლო ბლოგერებს კი, თურმე, შეუძლიათ, იმოქმედონ უბრალო რუსების ცნობიერებაზე, ამიტომაც იფიქრეს, რომ ასეთი მოსაზრებების გამოთქმაზე სისხლის სამართლის კოდექსის ანტიექსტრემისტული მუხლი გაავრცელონ.

ეს მუხლი კი, რფ-ული კანონმდებლობით, ფულადი ჯარიმის გარდა, 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს. მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ რფ-ს კიდევ ერთი მუქთამჭამელი დაემატება (ამ ჩვენი აფხაზეთისა და ცხივნალის რეგიონის პარალელურად), იმას გარდა, რომ არც საკუთრივ თავისებს უჩივის (ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების უმეტესობა ცენტრის დოტაციაზეა), რაც, ცხადია, რიგითი რუსების ტყავზე აისახება. ასეა თუ ისე, საქმეს კოჭებშივე ეტყობა, რომ სსრკ-მდე არც ისე შორია… 

скачать dle 11.3