კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იმაზე დიდი...

MADE IN USSR

 

მაშინ, როდესაც უკმაყოფილების გამოთქმის გამო რფ-ში ბლოგერებს ციხეში 4 წლამდე ვადით უპირებენ გამოკეტვას, 23 მარტს, მარტამდე რომ იყო, იმაზე დიდ რუსეთში გამოკითხვა ჩატარდა, რის მიხედვითაც, გაირკვა, რომ რფ-ის მოქალაქეთა უმეტესობა ინფოს ტელევიზიების საშუალებით იღებს (88 პროცენტი), თანაც, ძირითადად, სახელმწიფო არხებს უცქერენ და მათი 60 პროცენტი მიიჩნევს, რომ ტელევიზიები ფრიად ობიექტურად აშუქებენ მოვლენებს (რაკი ჩვენც გვაქვს რუსული სახელმწიფო არხების საინფორმაციოებით ტკბობის საშუალება, ზედმიწევნით ვიცით მათი პროპაგანდისტულობის ხარისხი და თანავუგრძნობთ რფ-ელ მაყურებელს). თუმცა სასიხარულო ის არის, რომ შარშანდელთან შედარებით ინტერნეტიდან ინფოს მიმღებთა რაოდენობაც გაზრდილა (32-დან 41 პროცენტამდე).

მაგრამ, ვაი რომ, 72 პროცენტი ამართლებს, როცა რუსული ელექტრონული მედია რფ-ელების ყურებისთვის უსიამო თემებზე დუმილს ამჯობინებს, ხოლო 54 პროცენტი კი, საერთოდაც, დარწმუნებულია, რომ ტელევიზიებს, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ინფორმაციის დამახინჯების უფლებაც აქვთ. 

ზემოთქმულის გათვალისწინებით კი, სავსებით გასაგებია საქართველოს მოსახლეობის დასავლეთისკენ გაჭრის ჟინიანი სურვილი.

скачать dle 11.3