კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უვლიან ერთმანეთს ირინა ონაშვილი და გიორგი მახარაშვილი და რას უკონტროლებს ირინა თავის მეწყვილეს

ცოტა ხნის წინ „იმედზე“ ახალი მუსიკალური პროგრამა – „ორი ვარსკვლავი“ დაიწყო, სადაც მაყურებლის წინაშე ბევრი ცნობილი ადამიანი სხვა ამპლუაში წარდგა, მათ შორის, „მის საქართველო“ – ირინა ონაშვილია, რომელსაც პარტნიორობას გიორგი მახარაშვილი უწევს. ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი წყვილია, თავისი ვიზუალით, ხასიათითა და სიმღერით. 

 

ირინა ონაშვილი: ესე იგი, კონცერტის წინ ვსვამ „კორსიზს“ და კიდევ სხვა დამამშვიდებლებს, გულის წამლებს. მერე ვსვამ ერთ ყლუპ კონიაკს, რომ ყელის იოგები გაახუროს.  

გიორგი მახარაშვილი: ამას ერთი ყლუპი სჭირდება და მე?!

– პროექტამდე არ იცნობდით ერთმანეთს?

ირინა: არა, არ ვიცნობდი. ორგანიზატორებმა მითხრეს ვიღაცეების სახელები, მაგრამ, არ მინდოდა უკვე ძალიან ცნობილ მომღერალთან ერთად სიმღერა. ამიტომ გიორგი „გუგლში“ მოვძებნე.

გიორგი: არა, „დამაიუთუბა“. ჩაწერა – მაღალი, კარგი მომღერალი ბიჭიო და ჩემი სახელი ამოუგდო.

ირინა: ჩავწერე, რომ უნდა ყოფილიყო მინიმუმ ამდენი სიმაღლის, გარშემოწერილობა, მოკლედ, ყველა მონაცემი და ვიპოვე გიორგი. ძალიან კარგი ხასიათის ბიჭია, ძალიან საყვარელი. 

გიორგი: ჩვენ რომ დავძმაკაცდით, ასე ვერავის დავუძმაკაცდებოდი.

ირინა: ისიც არ ვიცოდი, გიორგი მახარაშვილი ვინ იყო,  პირველად „იუთუბიზე“ მოვუსმინე.

გიორგი: არ იცოდი, ვინ იყო გიორგი მახარაშვილი? ხოდა, მეც არ ვიცი, ვინ იყო ირინა ონაშვილი.

ირინა: მოკლედ, „იუთუბიზე“ რომ მოვუსმინე, მომეწონა მისი ხმის ტემბრი და უსუფთავესი ბგერები, რომელიც კარგად მოაქვს ჩვენამდე. მომეწონა, როგორ მღერის და, პლუს, ამას დაემატა ისიც, რომ მაღალია. თუმცა, მიუხედავად ამისა, სულ „ჭედავს“ და მეუბნება, არ ჩაიცვა ქუსლიანიო.

გიორგი: ქუსლებზე როცა დგას, თან, თმასაც ისე იკეთებს, რომ ჩემზე მაღალი ჩანს. ეს კი არ მაკომპლექსებს, უბრალოდ, არც ერთი გოგო არ ყოფილა აქამდე ჩემზე მაღალი. 

ირინა: ბევრი თაყვანისმცემლი ჰყავს და ცოტა გატუტუცებული, განებივრებული ბიჭია.

– გიორგი, ირინა ჯდება შენს პარამეტრებში?

გიორგი: მე მისი სიმაღლე და სიგანე არ შემიმოწმებია. უბრალოდ, მითხრეს, რომ მღეროდა და, გამახსენდა, „თბილისო“ რომ იმღერა. გამიხარდა, რომ შეეძლო სიმღერა. შეიძლება, ადამიანს არ ჰქონდეს სმენა, ეს ცუდი კი არ არის, ყველა ხომ ვერ იმღერებს, მაგრამ, ჩემთვის უფრო საწვალებელი იქნებოდა და ბევრი კარგი სიმღერა არ გამოვიდიოდა ისეთი კარგი. სმენა, გემოვნება – ყველაფერი მაღალ დონეზე აქვს. რასაც ეუბნებიან: ასე იმღერე, ასე გააკეთე, – ყველაფერს ითვალისწინებს, ადვილად აკეთებს და, რაც მთავარია, შეუძლია. 

– ცეკვაში აშკარად დაგჯაბნა.

– კი, რადგან, სცენაზე ვკომპლექსდები, თუმცა, ასეთი ხეც არ ვარ. 

ირინა: არ არის ხე, ისეთ მაგარ რაღაცეებს აკეთებს, ვიღაცეების პაროდიებს.

გიორგი: მაგრამ, არ ვიცი, ეს ყველაფერი სცენაზე როგორ უნდა გავაკეთო.

ირინა: ხანდახან მგონია, რომ და-ძმა ვართ. სადმე რომ ვართ, ორივე სულ ვმაიმუნობთ, არც მე ვარ დაკომპლექსებული, არც  ეს. სცენაზე რომ გამოვდივართ, ზუსტად ერთნაირები ვხდებით – ორივე ვშეშდებით. 

გიორგი: კიდევ იმაში ვგავართ ერთმანეთს, რომ ჭამა გვიყვარს ორივეს. დილის 11 საათზე სახინკლეში რომ წახვალ და ირინა ონაშვილი, „მის საქართველო“ დილის 11 საათზე, რომ ხინკალს შეჭამს... მოკლედ, ჩემს ჭკუაზე გადმოვიყვანე. 

ირინა: სულ ერთად ყოფნა გვიწევს – რეპეტიციები, ჩაწერები... ისედაც ვცდილობთ, ერთად მეტი დრო გავატაროთ, რომ მერე სცენაზე არ დაგვემართოს: გამარჯობა, როგორ ხარ? მე ირინა ვარ, შენ გიორგი, ხომ?

გიორგი: თან, ისე ვუვლით ერთმანეთს...

ირინა: „ფეისბუქზე“ რომ ვნახულობ, გვიან სადღაც არის „დაჩექინებული“, მინდა, მალე მივიდეს სახლში და ვურეკავ: „მიდი სახლში!”

გიორგი: დილის 5 საათზე „მაკდრაივში“ შევალ და რეკავს: „არ ჭამო.” 

ირინა: ძალიან კარგი, წესიერი ბიჭია, კარგად აღზრდილი. ასაკთან შედარებით, ძალიან ზრდილობიანი, კარგ ოჯახში გაზრდილი ბავშვია, რაც დიდ კომფორტს მიქმნის. ყოველთვის თავის დროზე მოდის რეპეტიციაზე.

გიორგი: მოდისო, რომ ამბობს, კი არ იტყვის, როგორ გავუვლი ხოლმე. ისე, არც ერთი არ ვართ პუნქტუალური. რეპეტიციას ხან ისეთ დროს დაგვინიშნავენ ხოლმე, რომ ძლივს ვასწრებთ გაღვიძებას. სამაგიეროდ, რომ მივალთ რეპეტიციაზე, მერე იქიდან წამოსვლა აღარ ვიცით: ჯერ პირველ სართულზე ვრეპეტიციობთ, მერე მეორეზე, მანქანაში; სულ ვუსმენთ ახალ სიმღერას და ვმღერით. ირინა ჩემზე მალე სწავლობს მელოდიას, ტექსტს. საერთოდ, ტექსტებში პრობლემა მაქვს, ირინას ბოლო დღემდე არ უჭირავს დაწერილი ტექსტი, მაგრამ მე ლამის ასე გავიდე სცენაზე. რაც მთავარია, ირინა გემოვნებით მღერის, თორემ, შესწორებებს პედაგოგებისგან ორივე ვიღებთ. ერთადერთი, მოძრაობა რომ მაქვს, იქ „ვიჭედები,” რადგან, აქამდე სულ ვიდექი და ისე ვმღეროდი. ახლა დგომასთან ერთად უნდა ვიმოძრაო კიდეც. შებოჭილი ვარ ამ დროს.

ირინა: რომ მეუბნებიან ხოლმე, შენ რა გიჭირს, შენ მღეროდიო, ვერ ვიხსენებ, სად ვმღეროდი აქამდე. ერთხელ იყო „ჯეოსტარი“, მაგრამ, მაშინ ძალიან გამოუცდელი ვიყავი. არასდროს მქონია რეპერტუარი. ერთადერთი, „მის მსოფლიოსთვის“ „თბილისო“ მოვამზადე, დავღეჭე და ვიმღერე, ეს იყო და ეს. ახლა რომ მეუბნებიან, რამე სიმღერა ამოარჩიე, როგორ არ იციო, მართლა არ ვიცი არც ერთი სიმღერა. რაც ვიმღერეთ აქამდე, ყველა თავიდან ბოლომდე ვისწავლე.

– ცეკვის ნიჭიც აღმოგაჩნდა.

– მთავარია, პლასტიკა გქონდეს, მაგრამ, ერთად სიმღერა, ცეკვა, დადგმა რომ გახსოვდეს და არაფერი შეგეშალოს, ძალიან რთულია. დუეტში სიმღერაა კიდევ ძალიან რთული. თუ მყარი სმენა არ გაქვს, შეიძლება, ისე ახვიდე და ჩახვიდე, რომ ვერც მიხვდე.

გიორგი: მაგრამ, ირინა არ „ადის” და არ „ჩადის” ხოლმე. კმაყოფილი ვარ ირინათი, მაგარი გოგოა ძალიან. 

ირინა: ყველა მეკითხება, შენ ასე მღეროდიო?! ოჯახის წევრებიც კი შოკში არიან, ისინიც ამას მეკითხებიან. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ მე და გიორგი ყველაზე შეხმატკბილებული წყვილი ვართ. ზოგჯერ წყვილებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები უჩნდებათ, ჩვენ – არა.

გიორგი: ჯერ არაფერზე გვიჩხუბია, სერიოზული კამათიც არ გვქონია, ჩემი ჭკუის არის.

ირინა: ერთადერთი ის არის, რომ გიორგი საშინელი ექსტრემალია და, უნდა, რომ მეც ამიყოლიოს: ხან რალიზე წამიყვანა, ხან გუდაურში, თან, სიმაღლის მეშინია და გაგიჟებული ვუყურებდი. 

– ცხოვრების რიტმიც შეგეცვლებოდა, ალბათ, ოჯახისთვის ბევრი დრო აღარ გრჩება.

– ფაქტობრივად, ვეღარ მხედავენ ოჯახის წევრები. დაღლილი რომ მივდივარ სახლში და, მინდა, დავჯდე, საბა მეძახის: „დეე, ადექი!..” უნდა, რომ ავდგე, ვიხტუნაო მასთან ერთად, მაგრამ, აღარ მაქვს ამის თავი. სამაგიეროდ, ლადო ძალიან მეხმარება. ძიძა რომ მიდის, ბავშვს იტოვებს, ხშირად მას დაუძინებია, როცა ხედავს, რომ არაფრის თავი არ მაქვს. 

– ლადოს მოსწონს შენი სიმღერა? 

– ლადოს თავიდანვე ვკითხე აზრი, თუმცა, ისე მინდოდა სიმღერა, ისე მიყვარს და ისე მქონდა გადაწყვეტილი რომ, ვთქვი, „მინდა  და ვსიო“ და, აღარც ყოფილა დამატებითი კითხვები. თავიდანვე მიჩვეულები ვიყავით, რომ ლადო არასდროს იყო სახლში, მეც ვერ ვხედავდი ხშირად, ამიტომ, ამ მხრივ არაფერია ახალი. თან, სცენაზე რომ მნახა ძალიან მოეწონა. ბოლო დროს გადაწყვიტა, რომ რეპერტუარიც შემირჩიოს – ეს ხომ არ მოგიხდებაო. 

გიორგი: კარგი გემოვნება აქვს ლადოს, მშვენიერ სიმღერებს გვთავაზობს. გავიცანი საბაც და ლადოც. საბა ისეთი საყვარელია, ფოტოს რომ უყურებს, ამბობს: „ირინა, გიორგი.” ერთად რომ გვნახა და ვკითხე, ვინ ვარ-მეთქი, მიპასუხა: ირინა, გიორგი. 

– როგორია ლადოს შეფასებები?

ირინა: სიმღერაში საერთოდ ვერ ერკვევა, თუმცა გემოვნებიან მუსიკას უსმენს, მაგრამ არ მღერის. ძალიან კმაყოფილია. ისეთ აზარტშია, რომ ბოლო კონცერტის შემდეგ მითხრა, აუტსაიდერებში რომ გნახო, შეიძლება, გავგიჟდეო, არადა, არ არის ასეთი ემოციური.  

– თქვენ მიმართ, მაყურებლის მხრიდან, ძირითადად, დადებითი ემოციები მოდის.

– ახალი ფან-კლუბი მყავს და, მახსენდება, ათი წლის წინ „მის საქართველო” რომ გავხვდი, როგორ მხვდებოდა ხალხი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების აზრი და ახლა „ინბოქსში” ისეთ საყვარელ მესიჯებს მწერენ, რომ მთელი დღე კარგ ხასიათზე ვარ. გიორგის ფან-კლუბში  ძირითადად გოგონები არიან.

გიორგი: „ჯეოსტარის“ შემდეგ ასეთი ამბავი არ ყოფილა, „ახალი ხმის“ მერე კი ჩემგან ძალიან კარგ გამოსვლებს ელოდებიან. მწერენ, მაქებენ, ვუყვარვარ ხალხს და ძალიან მსიამოვნებს. 

ირინა: რა გასაკვირია, რომ ფანები ჰყავს –  ძალიან კარგი ბიჭია, მათთან ურთიერთობაში ძალიან კარგად იქცევა. გიორგის ოჯახიც გავიცანი და მივხვდი, როგორი კარგი მშობლების გაზრდილია. ორივე ძალიან მონდომებულები ვართ. ჩემთვის ამ პროექტში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ მანამდე ცოტა პასიური რეჟიმი მქონდა და ახლა გააქტიურდა. ალბათ, იმას უფრო ვერ შევეგუები, რომ ასეთი აქტიური რეჟიმი აღარ მექნება და ამის გამო, შეიძლება, დავითრგუნო. 

გიორგი: ჰოდა, ირინა  რომ არ დაითრგუნოს, ამიტომ, ხალხმა უნდა დაგვიმესიჯოს ნომერზე: 95-208. 

 

скачать dle 11.3