კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

როგორ შეუშალა ხელი ნიკოლოზ დერიუგინს გარდაცვლილმა ბაბუამ კარიერულ წინსვლაში

როგორ არ გამიშვა ბაბუამ რუსეთში

ქუთაისელი ჭაბუკი 17-18 წლის ასაკში ვეზიარე დიდ სპორტს. უკვე თბილისის „დინამოში“ ვთამაშობდი და საკმაოდ წარმატებულადაც. ასე რომ, შეუმჩნეველი არ დავრჩენილვარ ლეგენდარულ მწვრთნელს, გომელსკის.

ერთხელაც, თბილისში საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი „ცსკა“ ჩამოვიდა. ის თამაში ანგარიშით 100-110 წავაგეთ, მაგრამ თავი არ დაგვიზოგავს. 59 ქულა შევძინე ჩვენს გუნდს. ეს ჩემთვის უზარმაზარ წარმატებად ჩავთვალე, რადგანაც მაშინ სამქულიანები არ იყო.

მატჩის შემდეგ გომელსკიმ რუსეთში გადასვლა შემომთავაზა:

– ბინა, მანქანა, კარგი ხელფასი – გადმოხვალ? – მეკითხება მოკლედ.

ჩემი ასაკის სპორტსმენისთვის ეს წინადადება შოკის მომგვრელი იყო და ცოტა არ იყოს ამ მოულოდნელმა წინადადებამ დამაბნია. ენა ვერ დავძარი ან რა ვუპასუხო?!

– აბა, – მიმეორებს გომელსკი, – თანახმა ხარ?

– არ ვიცი... მამაჩემს უნდა ვკითხო, – ვთქვი, რაც მოვახერხე მაშინ.

მამაჩემი დედაჩემთან ერთად ფოიეში ყავას მიირთმევდა. გომელსკიმ ხელკავით მიმიყვანა მამაჩემთან:

 – მინდა, თქვენი შვილი ჩვენთან გადავიყვანო.

ახლა მამაჩემი ჩავარდა „უხერხულში“.

– სად, ბატონო?

– ჩვენთან...

– მერე, ჩვენ? – აღმოხდა მამას.

– თქვენც გადმოხვალთ რუსეთში, ბინა, მანქანა, დიდი ხელფასი, პრივილეგიები... – დაიწყო თავიდან ალექს ნიკოლაევიჩმა.

მამაჩემმა „მოხერხებული“ პასუხი ამოატივტივა:

– იცით... მამაჩემს ჰკითხეთ და, თუ თანახმა იქნება...

გადაირია გომელსკი. ეს რა ხალხში მაქვს საქმე, რავა ყველა მამამისს ეკითხება, სად წავიდეს და წამოვიდეს... ალბათ, ქართველების ტრადიციაა ეს ამბავიო... თავშეკავებით ეკითხება მამას:

– სად ვნახო, ბატონო, მამათქვენი, ვკითხავ, აბა, რას ვიზამ, თუ სხვა გზა არააო.

– ძალიან, ძალიან შორსაა, ჩემო ბატონო!

– მითხარით, სადაა და დანარჩენს მე მოვაგვარებ.

– საფიჩხიაზეა, – უპასუხა მამაჩემმა.

– ყველაფერი გასაგებია! – შებრუნდა და წავიდა დაიმედებული მწვრთნელი.

თურმე ჩვენი ერთ-ერთი მსაჯისთვის უკითხავს, საფიჩხია სადააო?

მსაჯი გაოცებულა:

– რაშია საქმე, რატომ კითხულობთ?

– დერიუგინის მამის მამა ყოფილა იქ და მაინტერესებს იმ კაცის ნახვა.

აბა, საიდან უნდა სცოდნოდა გომელსკის, რომ ბაბუაჩემი კარგა ხანია, ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე განისვენებდა...

გადმოდი მანქანიდან!

1990-იანი წლებია. მაგარი არეულობა იწყება – ის პერიოდია, ჩემი მანქანით აეროპორტში მივდივარ, მოსკოვიდან ჩემიანები ჩამოდიოდნენ და უნდა დავხვედროდი.

ყოველ 10 მეტრში შეიარაღებული წესრიგის დამცველები დგანან. ტრასაზე რომ უნდა გავიდე, მეტრო „ისნის“ ზემოთ, ჩამისტვინეს. გავჩერდი. მანქანას ავტომატგადაკიდებული ჩია ტანის ფორმიანი მოადგა.

– საით, მეგობარო? – მეკითხება.

– აეროპორტში, – ვუპასუხე მოკლედ.

– ესე იგი, აეროპორტში, არა?

– დიახ!

– საბუთები გაქვს?

– აბა, რა...

– ესე იგი, გაქვს... – ათვალიერებს ეჭვით მანქანას.

მოკლედ მოვუჭერი, ვინც ვარ, მეჩქარება.

– მეგობარო, – ვეუბნები, – მე დერიუგინი ვარ.

– ვინ? დერიუგინი?

– კი.

– კაცი სახეზე დამაშტერდა.

– დერიუგინი არა... დერიუგინს ვიცნობ მე...

– მერე? ვერ მიცანი?

– რა გიცანი, ბიჭო, ვის ატყუებ შენ! რაის დერიუგინი ხარ შენ! დერიუგინს შენ მასწავლი? კიდო კაი, ვიცნობ, თვარა ხო მოვტყუვდებოდი ახლა!

– კაცო, დერიუგინი ვარ! რა გინდა, გამიშვი, აეროპორტში მეჩქარება.

– ნუ იტყუები... რა გიგავს შენ დერიუგინს?

როგორც იქნა, მართლა გავბრაზდი:

– არ გადმომიყვანო ახლა მანქანიდან! – ვთქვი მკაცრად.

– რაო, არ გადმომიყვანოო?! – ააჩხაკუნა ავტომატი.

– გადმოდი, თუ ბიჭი ხარ! ვის აშინებ შენ!

გავაღე კარი. ჯერ თავი გავიძღვანიე წინ, მერე მხრები გადმოვაყოლე, მერე ფეხებიც გამოვიტანე, გავიშალე, გავიმართე და... დარჩა ის კაცი ძირს. ამომხედა ქვემოდან. ამასობაში მეორე მისი კოლეგა მოგვიახლოვდა. იმან მაშინვე მიცნო.

– რას აკეთებ, შე უპატრონო, ვის აჩერებ, ვის! დერიუგინია მაგ, დერიუგინი! ვერ იცანი, შე იდიოტო?

– მოუხადე ბოდიში ახლავე და გაუშვი.

 შეწუხდა და განწირული ხმით ამომძახა:

– წადი, კაცო, წადი, თავში არ დამეცე და არ მინდა შენი არაფერი!

მივდიოდი და ვფიქრობდი: „რა ძალა აქვს ამ ავტომატს, კაცო, ქონდრისკაცსაც კი ბაყბაყდევად აქცევს...“

ნიკოლოზ დერიუგინის

ნაამბობის მიხედვით 

მოამზადა

 

скачать dle 11.3