კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამოჩენილ ადამიანთა სიკვდილისწინა სიტყვები

ცეზარე ბორჯია – რომის პაპი. სიკვდილის წინ თქვა: „მე ჩემი ცხოვრების გზაზე ყველაფერზე ვიზრუნე, გარდა სიკვდილისა, ახლა კი ვკვდები, სიკვდილისთვის სრულიად მოუმზადებელი“.

ჰორაციო ნელსონი – ინგლისელი ადმირალი. ტრაფალგარის ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო. „და ბოლოს მეც მომკლეს“.

ოქტავიანე ავგუსტუსი – რომის იმპერატორი. სიკვდილის წინ მიმართა გარშემო მყოფთ: „ბატონებო, ვგონებ, რომ კარგად ვითამაშე ჩემი როლი ადამიანურ კომედიაში“.

იულიუს კეისარი (ცეზარი) – ძველი რომის უდიდესი მოღვაწე. შეთქმულებმა იგი მოკლეს სენატში, რომელთა შორის იყო მისთვის სანდო პიროვნება ბრუტუსი, ამიტომ იულიუსმა მას უთხრა: „და შენც, შვილო ბრუტუს“. ამის შემდეგ ტოგა წაიფარა თავზე და მას 22 ჭრილობა მიაყენეს.

ქსერქსე – სპარსეთის მრისხანე მბრძანებელი, რომელმაც დაანგრია ბაბილონი და საბერძნეთის არაერთი ქალაქი, თავშეუკავებელმა სიცილმა მოკლა.

ნაპოლეონ ბონაპარტე (მეორე) – დიდი ნაპოლეონ ბონაპარტეს შვილი, გარდაიცვალა ძალიან ახალგაზრდა, 21 წლის – 1832 წელს. მან საკუთარი ცხოვრება მამის ცხოვრებას შეადარა და შედეგით უკმაყოფილომ ამოიკვნესა: „დაბადება და სიკვდილი, აი მთელი ჩემი ისტორია“.

скачать dle 11.3