კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (51)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, მოქმედებს თუ არა საქართველოს კანონმდებლობა იმ დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის ოჯახის წევრის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა უცხოეთში, იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფება მისი ოჯახი?

პასუხი:  განგიმარტავთ, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელსაც დიპლომატიური იმუნიტეტი იცავს, აგრეთვე, უცხოეთში მყოფი მისი ოჯახის წევრები, თუ ისინი ნებაყოფლობით არ დათანხმდებიან ადგილსამყოფელი ქვეყნის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებას, ექვემდებარებიან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის იურისდიქციას.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი იმისთვის, რომ შეძლოს მონაწილეობის მიღება ნაფიც მსაჯულად სასამართლოში?

პასუხი: გაცნობებთ, რომ პირი უფლებამოსილია, ნაფიც მსაჯულად მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესში, თუ: საქართველოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულია, როგორც 18 წელს გადაცილებული პირი; იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა; ცხოვრობს ტერიტორიაზე, რომელიც შედის იმ სასამართლოს განსჯადობაში, სადაც მიმდინარეობს პროცესი; შეზღუდული არ აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები, რაც ხელს არ შეუშლის მის მიერ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებას.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ,  ვის კომპეტენციაში შედის საგამოძიებო ქვემდებარეობის საკითხის განსაზღვრა და გადაწყვეტა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ საგამოძიებო ქვემდებარეობას საქართველოს მთავარი პროკურორის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

კითხვა:  სისხლის სამართლის საქმის  გამომძიებელმა, მას შემდეგ, რაც შევატყობინე გარემოებები იმ დანაშაულთან მიმართებაში, რომლისთვისაც ბრალი წარმიდგინა, მითხრა, რომ ეს გარემოებები მისთვის არ იყო საინტერესო, რადგან ისინი შეეხებოდა ჩემთვის სასარგებლო მტკიცებულებებს. გთხოვთ, მაცნობოთ, აქვს თუ არა გამომძებელს უფლება, გამოძიება აწარმოოს მხოლოდ ადამიანის დადანაშაულების კუთხით? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ, სააქრთველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, გამომძიებელი ვალდებულია, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. შესაბამისად, მას უფლება არ აქვს, ყურადღება არ მიაქციოს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც ბრალდებულის უდანაშაულობაზე მიუთითებს.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა პროცედურების დაცვით და რა დროიდან წარმოიშობა რეალურად საკუთრების უფლება  აუქციონზე  შეძენილ ქონებაზე?

პასუხი:  განგიმარტავთ, რომ აუქციონზე ქონების შემძენს გადაეცემა სპეციალისტის შესაბამისი განკარგულება, რომელშიც უნდა აღინიშნოს შეძენილი ქონება, აუქციონზე ქონების შემძენი, ფასი და აუქციონის პირობები. განკარგულება ცხადდება აუქციონზე და ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე. აუქციონთან დაკავშირებულ განკარგულებებზე სპეციალისტის ხელმოწერის სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულოა. აუქციონზე ქონების შემძენს ევალება, გადასახდელი თანხა ერთი კვირის განმავლობაში შეიტანოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე. იპოთეკის ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით შეიძლება დადგინდეს თანხის გადახდის სხვა წესი, რაც წინასწარ უნდა განისაზღვროს აუქციონის პირობებში. განკარგულების ძალაში შესვლისთანავე აუქციონზე ქონების შემძენს საკუთრების უფლება წარმოეშობა მხოლოდ ფასის სრულად გადახდის შემდეგ. 

скачать dle 11.3