კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: ბინაში ვზრდი ჰემიგრაფისს, იქნებ, მირჩიოთ, რა პირობებში ვამყოფო, რომ უკეთ გამოიყურებოდეს?

პასუხი: ჰემიგრაფისი მარადმწვანე მცენარეა. კაშკაშა სინათლე ხელს შეუწყობს მისი ფოთლების სიხასხასესა და ყვავილობას, ოღონდ, მოარიდეთ თაკარა მზეს და ზამთარში მინიმუმ 12-13 გრადუსზე ამყოფეთ. მოსწონს ოთახის ტემპერატურა, 18-24 გრადუსი. ამ მცენარეს ძალიან უყვარს სხვა მცენარეების მიერ შექმნილი ტენიანი მიკროგარემო. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით მეტი ტენიანობა სჭირდება. ზაფხულში, აქტიური ზრდის პერიოდში, რეგულარულად მორწყეთ, ზამთრობით კი მორწყვის სიხშირე შეამცირეთ, ოღონდ, მიწას ნუ გამოაშრობთ.

კითხვა: ვერაფრით ვერ გავზარდე პუანსეტია. როგორ მოვიქცე?

პასუხი: პუანსეტია ძალიან რთულად იზრდება. ახლა ის დროა, როცა მცენარე სრულ სიბნელეში უნდა ამყოფოთ. ეს უნდა მოხდეს რვა კვირის განმავლობაში მაინც, რათა მას ყვავილები და ყლორტები ამოუვიდეს და შემდგომ უხვად იყვავილოს. ზრდის ყველა ეტაპზე პუანსეტიას უყვარს კაშკაშა, გაბნეული შუქი, თაკარა მზე კი ვნებს.

კითხვა: ჩემს კუფეას ფოთლები დასცვივდა.  რისი ბრალი შეიძლება იყოს?

პასუხი: ალბათ, მცენარე მეტისმეტ სიცივეში ამყოფეთ და ფოთლები ამიტომ დასცვივდა. ზამთარში მისთვის უმჯობესია 8-10 გრადუსი. დადგით მცენარე კაშკაშა სინათლესა და მზეზე და, სანამ დათბება, შეეცადეთ, ძალიან დაბალ ტემპერატურაზე არ ამყოფოთ. ფოთლების დაცვენის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ნიადაგის გამოშრობა. მართალია, მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა უნდა აცადოთ, მაგრამ, ძალიანაც არ გამოაშროთ.  თუ დროულად მორწყავთ, ახალ-ახალი ფოთლები ამოუვა.

კითხვა: ბარაქის ხეს ფოთლები დაუწვრილდა.  იქნებ ამიხსნათ, რა არის ამის მიზეზი?

პასუხი: საერთოდ, ამ მცენარისთვის განათება აუცილებელია, განსაკუთრებით – წელიწადის ამ დროს. ალბათ, სიბნელეში ამყოფეთ და ამიტომ დაუწვრილდა ფოთლები. მცენარე სიგრილეში ამყოფეთ, რათა დაიბრუნოს თავისი პირვანდელი ფორმა და უკეთ იგრძნოს თავი. თუ საჭირო გახდა, ტოტებს წვეროებიც წააჭერით, რომ უხვად დაიტოტოს.

კითხვა: რა რაოდენობის წყალი დავასხა ხოლმე კლივიას წელიწადის სხვადასხვა დროს?

პასუხი: ზრდის პერიოდში, ანუ, გაზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდე, რეგულარულად მორწყეთ და მიწა გაანოყიერეთ. მისი ნიადაგი მუდამ ტენიანი უნდა იყოს. ზამთარში ნაკლები წყალი სჭირდება და ეცადეთ, ხშირად არ მორწყათ. იშვიათად მორწყვა მის დროულ ყვავილობას შეუწყობს ხელს.

კითხვა: რა ტემპერატურა და სინათლე სჭირდება ლანთანას?

პასუხი: ლანთანასთვის აუცილებელია კაშკაშა სინათლე. ამიტომ, ზამთარში ყველაზე ნათელ ადგილას დადგით. მას სჭირდება ნორმალური ტემპერატურა. ზამთარში მინიმალური ტემპერატურაა 10 გრადუსი. თუ მცენარეს ფესვები ტენიანი აქვს, ზაფხულის სიცხესაც აიტანს. საერთოდ, ზომიერი კლიმატის პირობებში ის თავს მშვენივრად გრძნობს, სუბტროპიკებში კი სარეველად იზრდება.

კითხვა: ბინაში ჩინური ვარდი მაქვს. მაინტერესებს, რა რაოდენობით სჭირდება წყალი წელიწადის სხვადასხვა დროს?

პასუხი: დიდ მცენარეს ზაფხულობით რეგულარული მორწყვა სჭირდება. მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს, ზამთრობით კი მორწყვა შეამცირეთ და მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. გაზაფხულზე ნიადაგის კალიუმიანი სასუქით განოყიერება ხელს უწყობს მის ყვავილობას.

 

скачать dle 11.3