კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიპარეს ეგზარქოსმა ევსევიმ და ქუთაისის გენერალ-გუბერნატორმა ლევაშოვმა თამარმეფისეული ლალის თვლები

ისტორიის განმავლობაში საქართველოს დაუნდობლად ძარცვავდნენ სხვადასხვა სარწმუნოების დამპყრობლები. უამრავი სიმდიდრეა გატანილი ჩვენი ქვეყნიდან – ძვირფასეულობა, ოქრო-ვერცხლი, მარგალიტები, ალმასი, ზურმუხტი, ფირუზი, ლალის თვლები, საფირონი, იშვიათი წიგნები, გვირგვინები და ვინ მოთვლის კიდევ რა. 

ზოგიერთი მძარცველის შესახებ ცნობები შემოინახა ისტორიამ. გასაოცარი და სამწუხარო ისაა, რომ 1801 წლის შემდეგ, რაც ჩვენმა სამეფოებმა დამოუკიდებლობა დაკარგეს, მძარცველთა რიცხვს რუსი ოფიცრებისა თუ ჩინოვნიკების გარდა, რუსი მღვდელმთავრებიც მიემატა.

თვითონ რუსი მართლმადიდებლებიც კი ვერ მალავდნენ აღშფოთებას ამ ვითარების გამო. რუსი მართლმადიდებლების მიერ 1986 წელს გამოცემულ ნაშრომში: „უåðêîâíûå âîïðîñû â პîñèè èëè ðóññêèå ჰóõîâíûå âåჰîìîñòè ბðჭèëჭ” წერია: „რუსი ეგზარქოსები საქართველოში მიდიან არა იმიტომ, რომ მწყემსონ მათზე მინდობილი ეკლესია, არამედ ძარცვონ და გაანიავონ ძველი ივერიის განძი. აბუჩად აიგდონ მისი მცხოვრებლების ენა, თვითონ კი, ნაძარცვი ქონებითა და ფულით უკან დაბრუნდნენ”.  

1811 წელს რუსეთის იმპერიამ პატრიარქი ანტონ მეორე რუსეთში ძალით გაიწვია, რაც ფაქტობრივად, პატიმრობასა და მცხეთის უძველესი საპატრიარქოს გაუქმებას ნიშნავდა. 

კათალიკოს-პატრიარქის ანტონ მეორის რუსეთში გაწვევის გამო, მცხეთის საპატრიარქოს გამგებლად დაინიშნა რუსეთში ნამსახურები ვარლამ ერისთავი. რუსეთის ხელისუფლების დავალებით ვარლამმა შეადგინა აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაციის პროექტი, რომელიც სასულიერო დიკასტერიის (სასამართლოს) მუშაობას, საქართველოს საეგზარქოსოს შექმნას და რუსეთის სინოდისადმი მის დაქვემდებარებას ითვალისწინებდა.

რუსეთის იმპერატორის მთავრობამ საეგზარქოსო შექმნა 1811 წლის ივლისში. ის იყო საეკლესიო-ადმინისტრაციული ორგანო ადგილობრივი ეკლესიის მართვისთვის. საეგზარქოსოს მთავარი მიზანი გახლდათ, ქართული ეკლესიის რუსულ ყაიდაზე გარდაქმნა და მრევლის სრული გათქვეფა რუსულ ეკლესიაში. 

ძალიან საინტერესოა, რომ რუსული ეკლესია იმ დროს მთლიანად ემორჩილებოდა რუსეთის იმპერატორს. პატრიარქის პატივი გაუქმებული იყო ჯერ კიდევ პეტრე პირველის დროიდან და სინოდს მართავდა იმპერატორის მიერ დანიშნული მოხელე – ობერ-პროკურორი. 

ამ ვითარებას თავად რუსი პატრიოტები ებრძოდნენ, რადგან ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის ჩაგვრა. ფაქტობრივად, გაუქმებული იყო რუსული ეკლესიის ავტოკეფალია... ასე რომ, რუსული ეკლესია არ იყო თავისუფალი და ის იმპერიის ბიუროკრატიულ-ჩინოვნიკური მანქანის დანამატი გახლდათ.

ეგზარქოსი ბერძნული სიტყვაა და დამოუკიდებელ მმართველს ნიშნავს. ამ შემთხვევაში, ნიშნავს სახელმწიფოში მაღალი წოდების იერარქს, რომელიც მართავს ადმინისტრაციულად და ეთნიკურად განსხვავებულ დიდ საეკლესიო ეპარქიას, უფრო სწორად, ტერიტორიას. საქართველოს ეგზარქოსი რუსული ეკლესიის სინოდის წევრი გახლდათ. 

როგორც ვთქვით, საეგზარქოსოს მეშვეობით, უნდოდათ, გაევლოთ გარდამავალი ეტაპი ქართული და ზოგადად, კავკასიელი მართლმადიდებლების სრული გათქვეფისა რუსული ეკლესიის წიაღში.

მეცხრამეტე საუკუნის 20-იან წლებში საქართველოს საეგზარქოსოში შედიოდა ქართლ-კახეთის, იმერეთის, გურია-სამეგრელოს, სოხუმისა და ვლადიკავკაზის (ჩრდილოეთ კავკასიის) ეპარქიები. შემდეგ საეგზარქოსო გაფართოვდა და მეცხრამეტე საუკუნის დასასრულისთვის, მასში შევიდა მთელი ამიერკავკასია, ჩრდილოეთ კავკასია და კასპიის ზღვის აღმოსავლეთი მხარეც.

1811 წელს პირველ ეგზარქოსად ვარლამ ერისთავი დანიშნეს, ესეც ტაქტიკა იყო, პირველი ნაბიჯი. შემდეგ კი საქართველოს ეგზარქოსებად რუსები ინიშნებოდნენ... ვარლამ ეგზარქოსს ეგონა, მისი სამსახური იმპერიისადმი საშუალებას მისცემდა, სიცოცხლის ბოლომდე ეგზარქოსის პატივით ეცხოვრა, მაგრამ შეცდა, 1817 წელს ის შეცვალეს...

ეგზარქოსები დიდ ძალაუფლებას ფლობდნენ და დიდად მოქმედებდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ბედზე.

1858 წელს საქართველოს ეგზარქოსად დაინიშნა მთავარეპისკოპოსი ევსევი (ილინსკი). 

მან ტფილისში საფუძველი ჩაუყარა ტაძარს, რომელიც კავკასიის დაპყრობის აღსანიშნავად აშენდა. რუსეთის იმპერიის წინაშე დამსახურებისთვის 1865 წლის 30 აგვისტოს მიიღო ჯილდო – ალმასის ჯვარი. იყო არჩეული იმპერიის გეოგრაფიული საზოგადოების, საეკლესიო-არქეოლოგიური საზოგადოებისა და კიევის სასულიერო აკადემიის საპატიო წევრად.

არქიეპისკოპოს ევსევის ეგზარქოსობის დროს, მეტი ინტენსივობით გაგრძელდა ქართული საეკლესიო ქონების ძარცვა. მისი ხელშეწყობით, ქართული საეკლესიო საგანძური რუსი კოლექციონერების კერძო კოლექციებში ხვდებოდა. 

ევსევის დახმარებითა და მფარველობით, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორმა ვლადიმირ ვასილის ძე ლევაშოვმა გელათის მონასტერში დაცული ხახულის ღვთისმშობლის ხატი გაძარცვა, ღვთისმშობლის ტიხრულ მინანქარში შესრულებული ხატი და მინანქრის სხვა უნიკალური ნამუშევრები მოიპარა და ცნობილ რუს კოლექციონერს, მიხეილ ბოტკინს მიჰყიდა. ასევე, ძვირფასი თვლებიც ააცალა ხატს. 

ნიკოლოზ დურნოვოს დახასიათებით, ევსევი იყო: „უკიდურესად გარყვნილი, ცხოვრებაში თავშეუკავებელი, ავხორცი. ფული რომ დასჭირდა, თავისი დამქაშების მეშვეობით, კათალიკოსების ყოფილი საპატრიარქოს საეკლესიო სალაროს მთელი განძეულობა გაყიდა. შესამოსლებს, მიტრებს და ხატებს ძვირფასეულობა მოხსნა და ხელი შეუწყო გელათის მდიდარი საეკლესიო სალაროს გაფლანგვას. გელათის სალაროდან გაქრა ოქროს ხატის მოჭედილობა, მთელი მსოფლიოს მეცნიერთათვის ცნობილი თავისი ძვირფასი ტიხრული მინანქრით. ამის შემდგომ ევსევიმ ასეულობითათასები ჩაიჯიბა. მის საეგზარქოსოში დატაცებულია ორ მილიონზე მეტი ღირებულების საეკლესიო განძეულობა...

ხახულის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატიდან, რომელიც გადმოცემით ლუკა მახარებლის მიერ იყო დაწერილი, მოხსნეს ოთხი დიდი და შვიდი მცირე ლალი, ოდესღაც თამარ მეფის გვირგვინს რომ ამშვენებდა. ყოველ ლალს თავისი სახელი ჰქონდა: „ობოლა”, „კედელა”, „მედეგა”... 

ლალი ერთ-ერთი უძვირფასესი ქვაა კაცობრიობისთვის. ის კეთილშობილ ქვად ითვლება. ადამიანები აღფრთოვანებულნი იყვნენ ლალის თვლებით უძველესი დროიდან. ლალის თვალს ცხოვრების ქვას უწოდებენ. სახელწოდება მიიღო ლათინური „რუბბენისგან”, რაც წითელს ნიშნავს. 30 კარატზე დიდი ლალი ითვლება უნიკალურად და ძალიან ძვირფასია. ისედაც, ლალის თვალი ძალიან ძვირფასია მისი სიმყარისა და სილამაზის გამო.

ძველი ინდიელები, ლალის ქვას, ძვირფასი ქვების ბელადს ეძახდნენ. ძველი სამყაროდან მოყოლებული, ყველაზე მატად ფასობდა ზურმუხტი, ალმასი და ლალი. ეს მინერალი კორუნდია. მისი მსგავსია შემადგენლობით საფირონი. განსხვავება მხოლოდ ლითონის შემცველობაა. საფირონი სხვადასხვა ფერისაა. ლალი კი მხოლოდ წითელი, ოდნავ განსხვავებული შეფერილობებით. 

ზოგიერთი ლალის ზედაპირზე, თურმე, შეიძლება დაინახო ექვსქიმიანი ვარსკვლავი, რასაც ასტერიზმი ჰქვია. ასეთი ლალი ყველაზე ძვირფასია (ექვსქიმიანი ვარსკვლავი ბაგრატიონებისთვის მათი ლეგენდარული წინაპრის, დავით წინასწარმეტყველის სიმბოლო იყო). მხოლოდ ალმასია ლალის თვალზე მყარი. ამიტომ, მისი დამუშავება ძალიან ძნელია. დიდ ოსტატობას მოითხოვს. დიდი ლალის თვალი ხშირად თავის ზომა ალმასზე ძვირად ფასობს.

საინტერესოა თქმულება თამარ მეფის ლალებზე, რომელთაგან „ობოლა” ყველაზე დიდი ყოფილა, „კედელა” ანუ ზღუდე, „ობოლას” გამყოფი იყო სხვა მცირე ლალებისგან, „მედეგა” სიდიდით „ობოლას” უახლოვდებოდა. 

ძალიან ამაღელვებელია თამარ მეფის მიერ ამ ძვრფასი თვლების ხატისთვის შეწირვის ლეგენდა. თურმე, თამარ მეფე გელათის მონასტერში სადღესასწაულო წირვაზე წასასვლელად ემზადებოდა და ლალებს იმაგრებდა მეფის თავსამკაულზე. მას მოახსენეს, რომ გარეთ მათხოვარი ქალი დგას და მოწყალებას ითხოვსო. მეფეთმეფემ ბრძანა, დამელოდოსო.  

როცა დიდი ხელმწიფე გამოვიდა და ქალის დასაჩუქრება მოინდომა, მათხოვარი უკვე წასულიყო. შეწუხებულმა თამარ მეფემ საკუთარ თავს უსაყვედურა, რომ იმ უპოვარი ქალის სახით თვით უფალ იესოს უთხრა უარი. მოიხსნა თავსამკაული, რომლის მიზეზითაც შეაგვიანა მათხოვართან გამოსვლა და ღვთისმშობლის გვირგვინზე დაჰკიდა. 

ეს ლალის თვლები მოეწონათ ევსევის და ქუთაისის გენერალ-გუბერნატორ ლევაშოვს – გაძარცვეს ლუკა მახარებლის მიერ შექმნილი ხატი, რომელიც დიდი ხნის წინ, თამარ მეფის ბრძანებით, იმ ლამაზი და დიდებული ლალის თვლებით დაამშვენეს. დღეს ეს ლალის თვლები შეიძლება, რომელიმე მილიონერის კოლექციაში ინახება. თუმცა, მის მფლობელს არაფერი ეცოდინება იმის შესახებ, რომ ეს ლალის თვლები იესო ქრისტეს მოწაფის მიერ დახატული და ქართველი დედოფლის მიერ გამშვენებული ხატიდანაა აგლეჯილი რუსი მთავარეპისკოპოსის ევსევის მიერ თუ მისი თანხმობით.

ევსევი საქართველოს ეგზარქოსად იყო 1858-1877 წლებში. 1878 წელში გადაიყვანეს ტვერის მთავარ-ეპისკოპოსად, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1879 წელს. მასზე ამბობენ, სიკვდილის მერე 200 000 მანეთი დატოვაო. ეს იმ დროისთვის დიდი ფული იყო. 

 

скачать dle 11.3