კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ლიპარტიანი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლიპარიტი. საქართველოს ისტორიიდან ნაცნობია ლიპარიტ ბაღვაშის სახელი, რომელიც ლიხთ-იმერეთიდან წასულა მეცხრე საუკუნის მეორე ნახევარში და კლდეკარში დამკვიდრებულა. სწორედ აქედან დამკვიდრდა ლიპარიტეთი. ლიპარტიანი ერთგვარი წოდებაა.

1448-1508 წლებში ლიპარტიანმა ხონის საყდარს ხუნწში მცხოვრები ყმა – მამფორია შესწირა.

1711 წელს გააზნაურებულია ორბელიანის გვარის, ლიპარიტის შვილი, რომელსაც ეწოდა ლიპარიტ ორბელი; ისინი იმერეთიდან მოსულებად ითვლებიან.

ვახუშტი ბატონიშვილი ლიპარტიანს პირველად 1858 წლის ამბებთან დაკავშირებით იხსენიებს. პირველი ლიპარტიანი იყო გიორგი, რომელიც სამეგრელოს სამთავროს ფაქტობრივი გამგებელი იყო ლევან მეორის (დადიანის) მცირეწლოვნობის დროს.

სამეგრელოს მთავარს, დადიანს, ჯანმრთელი შვილი არ ჰყავდა, ამიტომ, სამთავროს დინასტიის გამგრძელებლად ვამეყ ლიპარტიანი დადგა.

საქართველოში 1 143 ლიპარტიანი ცხოვრობს: ზუგდიდში – 317, თბილისში – 161, ხობში – 141. არიან სხვაგანაც.

ჩხეტია 

ჩხეტია, ჩხეტიანი, ჩხეიძე და ჩხეტისძე მონათესავე საგვარეულოებია. მათ წარმოებასა და გვართა წარმოქმნაში ფუძე ჩხა, ჩხე მონაწილეობს. ეს ფუძე კიდევ რამდენიმე გვარსა და ტოპონიმს აწარმოებს, მაგალითად: ჩხაბერიძე, ჩხაიძე და ასე შემდეგ. 

ჩხა ლაზურ-ჭანური ენის პირმშოა. მოქანდაკე კობა გურული აღნიშნავს: „ჩხა ქართველურში  ვაზის ტოტია, ციური შემოწირულობით ის სხივებგამოტყორცნილი მზეა, მზის გამოკრთომაა, ქრისტეს სასიცოცხლო ენერგიაა“...

ჩხეტია და ჩიჩუა ორი დაწინაურებული ტომი, საგვარეულო ყოფილა, რომლებსაც თავიანთი ბრწყინვალება 1917 წლამდე, რევოლუციამდე არ დაუკარგავთ და ისინი თავად-აზნაურებად მოიხსენიებიან. 

ჩხეტიები, როგორც ერისთავები, გონიოს პატრონებად არიან მოხსენიებულნი. ამ გვართან ერთადაა ნახსენები: ჩხორი, ჩხორის თემი. ზურაბ ჭუმბურიძე, წიგნში „დედა-ენა ქართული”, წერს: „ჩხორია სოფელია ზუგდიდის რაიონში. „ჩხორი” მეგრულად ნიშნავს „სხივს”, ქართველურად – მზეს (მზის სხივს), მას დართვია სუფიქსი ია (ია უფალიცაა) და ასე წარმოქმნილა ჩხორია, ანუ, „სხივიანი,” „სხივეთი” – ისევე, როგორცაა ნაწარმოები: ზღვაია – ზღვეთი, ტყაია – ტყეთი და სხვა.” 

ნაჩხეტუ ბორცვია ზანის მარჯვენა მხარეს, ნაჩხეტუ – ჩხეტიაშკა სერია ქუაღესსა და დუდღეეს შუა; საჩხეტიო – უბნებია თეკლეთსა და ზედა ეწერაში, სადაც ადრე ჩხეტიები ცხოვრობდნენ და შემდეგ ჩხეტიანებიც შემოემატნენ. 

საქართველოში 1 065 ჩხეტია ცხოვრობს: ზუგდიდში – 342, თბილისში – 212, სენაკში –  74. არიან სხვაგანაც.

სულთანიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სულთანი, რომელიც წარმოიშვა არაბულ ქვეყნებში და მეფის ტიტულის აღმნიშვნელია.

1569 წლის ყმების შეწირულობის წიგნში, რომელიც კახთა მეფეს, ლეონ მეორეს მცხეთის სვეტიცხოვლის ეკლესიისთვის მიუცია, მოიხსენიება ღანუკელი სულთანა.

ბასილა, გიორგი და კაცია სულთანიშვილები მოიხსენიებიან 1743 წლის ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში, რომელსაც იასე საგინაშვილი აძლევს თავის ძმისწულს, როსტომ ბეჟანიშვილს.

საქართველოში 633 სულთანიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 363, ონში – 98, რუსთავში – 62. არიან სხვაგანაც.

ბერძენაშვილი

გვარის ფუძეა ეთნონიმად ქცეული სახელი ბერძენი. ასევე, გვხვდება მეტსახელი ბერძენა.

1721 წელს ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება ვინმე ბერძენა ჯვარშეიშვილი.

1638 წელს მოსე მაღალაძის მიერ თავის განაყოფ სახლთუხუცეს გიორგი მაღალაძისთვის მიცემულ ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება ვინმე ბერძენა.

1721 წელს ალგეთში ცხოვრობდა აზნაური ოთარ ბერძენაშვილი, რომელიც სახლთუხუცესი და თავად ამილღაბარ გოსტაბაშვილის მემამულე იყო.

იორდანე ბერძენაშვილი 1843 წელს ცხოვრობდა ყვარელში.

ამავე ძირისაა გვარები: ბერძენიშვილი, ბერძენიძე, ბერძენაძე, ბერძული.

საქართველოში 2 662 ბერძენაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 1 050, ჩოხატაურში – 319, რუსთავში – 146. არიან სხვაგანაც.

მორთულაძე – მორთულაძეშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მორთულა.

არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვით, დასავლეთ საქართველოდან გადმოსული მორთულაძეები გვარად მორთულაძეშვილები გახდნენ.

1823 წელს ვაშლოვანში მოიხსენიება აზნაური მორთულაძეშვილი ოჯახითურთ.

საქართველოში 395 მორთულაძე ცხოვრობს. ბათუმში – 71, ქედაში – 52, ქობულეთში – 13. არიან სხვაგანაც.

თათრიშვილი 

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თათრა, თათარა.

თათარა მომდინარეობს სხვა ტომის, თათრის სახელწოდებიდან.

ამგვარად ნაწარმოები გვარებია: არაბიძე, ოსაძე, ჩერქეზია.

გადმოცემის მიხედვით, თათრიშვილების ადრინდელი გვარი ქავთარაძე იყო. ერთ-ერთი ქავთარაძე თათრებს მთიულეთიდან გაუტაცებიათ. დიდი ხნის შემდეგ მას ტყვეობიდან დაუღწევია თავი და მცხეთაში დასახლებულა. ამის გამო მის შთამომავლებს გვარად თათრიშვილი, მოგვიანებით კი თათარაშვილი მიუღიათ. ისინი სოფელ დიდ დაღეთში ცხოვრობდნენ.

კუმისიდან დიდ ენაგეთში საცხოვრებლად გადასულა მიხეილ ჯაშიაშვილის სიძე, პაშა თათარაშვილი.

ამავე ძირისაა გვარები: თათარაძე, თათარაიძე.

საქართველოში 858 თათრიშვილი ცხოვრობს.

ვახვახიშვილი

სავარაუდოდ, გვარის ფუძეა საკუთარი სახელის – ვახტანგის შემოკლებული ფორმა – ვახ. საკუთარი სახელი ვახტანგი სპარსულია და სიტყვასიტყვით მგლისტანიანს ნიშნავს.

გვარი ორი ფორმით გვხვდება, კერძოდ: ვახვახიშვილი და ვახახიშვილი. ასევე, გვხვდება ვახვახოვი, რომელიც რუსული გავლენითაა მიღებული.

ვახვახიშვილები კახეთში თავად-აზნაურები იყვნენ.

1544 წლის ისტორიულ საბუთში მოიხსენიება ვახუშტი ვახვახიშვილი, რომელსაც ჰყავდა ორი ვაჟი: ბერუა და ზურაბი. მას თეიმურაზ მეფემ ენისელში თვრამეტი საკომლო უწყალობა და ძმასა პიროქროას შვილის ნაქონ მამულს დაჰპირდა, რომელსაც ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ მიიღებდა.

1496 წელს, კათოლიკოს აბალაკის მიერ მცხეთის კუთვნილი კახური მამულების საზღვრების დადგენის შესახებ შედგენილი საბუთის მოწმეა ზუბელა ვახვახიშვილი.

1690 წელს ზურაბ ვახვახიშვილმა განუახლა თარხნობა სიონის ღვთისმშობლის ყმებს.

ვახვახიშვილების შტო-გვარებია: დიდორქელი და ბაზიერთხუციშვილი.

საქართველოში 69 ვახვახიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 33, თელავში – 26, თეთრი წყაროში – 10.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით 

 

скачать dle 11.3