კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ვლინდება კვებითი ალერგიები

ოხრახუშს სამკურნალო თვისებები აქვს

დაახლოებით, 100 გრამი ახალმოკრეფილი ოხრახუში შეიცავს C ვიტამინისა და კაროტინის ორი დღის ნორმას. ეს მწვანილი, აგრეთვე, მდიდარია სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მინერალური ნივთიერებებითაც, კერძოდ, რკინით, კალიუმითა და კალციუმით.

ოხრახუშისგან მომზადებული პრეპარატები ამაღლებს შინაგანი ორგანოების, კერძოდ კი, საშვილოსნოს, შარდის ბუშტის, ნაწლავებისა და კუჭის ტონუსს, შლის ქვებს და გამოდევნის ქვიშას სადინარების საშუალებით. ასევე, აქვს ნაღველმდენი და სპაზმოლიზური ეფექტი. გულის დაავადებების, პროსტატიტის, დისპეფსიის, კოლიტების დროს ოხრახუში ხელს უწყობს ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას.

რაც შეეხება ოხრახუშის ნაყენს, მისი დამზადების რამდენიმე ხერხი არსებობს: 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში თავდახურულ ჭურჭელში. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში ორჯერ, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე.

* აიღეთ 1 სადილის კოვზი ოხრახუშის გამომშრალი ფესვები, დააქუცმაცეთ, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში დაახლოებით 3 საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა, დღეში სამჯერ.

* ახალგამოწურული ოხრახუშის წვენი შეგიძლიათ, მიიღოთ, როგორც ნაღველმდენი საშუალება, თითო სადილის კოვზი, დღეში ორჯერ.

* ოხრახუშის დაღეჭვა პირში ცუდ სუნს აქრობს, ასევე, მინიმუმამდე ამცირებს ბაქტერიებს.

ხალხურ მედიცინაში, ოხრახუში უძველესი დროიდან გამოიყენება ჭრილობების შესახორცებლად და თირკმელების დაავადებების სამკურნალოდ. ის, ასევე, აღადგენს ძალებს, ხელს უწყობს მხედველობის შენარჩუნებას და ამაგრებს ღრძილებს.

როგორ ვლინდება კვებითი ალერგიები

ხანდახან ძალიან რთულია, გამოვიცნოთ, რომელია ჩვენთვის ალერგიული პროდუქტი. ამის გასარკვევად საჭიროა, ისეთი დიეტა შევადგინოთ, რომელშიც გამოვრიცხავთ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც მაღალი ალერგიული ქმედებით გამოირჩევა, მათი ჩამონათვალი კი საკმაოდ გრძელია და მხოლოდ ზოგიერთს მიგანიშნებთ: ციტრუსები, თხილი, ნიგოზი, თევზეული, ზღვის პროდუქტები, ხორცი, შოკოლადი, ყავა, შებოლილი და დაკონსერვებული პროდუქტი, ასევე, სანელებლები და საკაზმები, მდოგვი, ძმარი, მაიონეზი, თალგამი, ჭარხალი, პომიდორი, ბადრიჯანი, სოკო, რძე, მარწყვი, ნესვი, ანანასი, თაფლი და სხვა. სამაგიეროდ, შეგიძლიათ, თამამად მიირთვათ და აუცილებლად ჩართოთ საკვებ რაციონში საქონლის უცხიმო ძროხის ხორცი, ბოსტნეულისა და ბურღულეულის სუპები, კარტოფილი, წიწიბურა, შვრია, ბრინჯი, მწვანილი, კიტრი, ვაშლი, საზამთრო, ჩაი, შაქარი; რძის პროდუქტებიდან კი ყველი, იოგურტი, კეფირი და ხაჭო.

კვებითი ალერგიის ყველაზე სერიოზული და საშიში გამოვლინებაა ანაფილაქსიური შოკი. შოკი ალერგენული პროდუქტის მიღებიდან რამდენიმე წუთში ვლინდება. ადამიანი ამ დროს კარგავს გონებას, ეწყება კრუნჩხვები, აყრის ტანზე, აღენიშნება პირღებინება და უნებლიე შარდვა.

თუ მოიწამლეთ, დალიეთ რაც შეიძლება ბევრი წყალი და, ეცადეთ, გული ძალით აირიოთ. როცა დარწმუნდებით, რომ კუჭი სუფთაა, მიიღეთ წყალში გახსნილი სამი აბი აქტივირებული ნახშირი. თუ საკვების მიღების შემდეგ, ნაწლავების სპაზმმა შეგაწუხათ, ეს, შესაძლოა, კვებითი ალერგიის გამოვლინება იყოს და სასწრაფოდ მიიღეთ „ნო-შპა“, რადგან ის მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ.

კვებითი ალერგიის დროს, ასევე, ხშირია ფაღარათი. ეცადეთ, მოხარშული კარტოფილი ჭამოთ და ამით უმკურნალოთ კუჭის აშლილობას.

აგრეთვე, ყველანაირი გამონაყარი, სიმშრალე, კანის აქერცლა ალერგენებისთვის არის დამახასიათებელი. თუ ჭამის შემდეგაც სახის ან ტუჩის ირგვლივ ქავილი დაგეწყოთ, შემდეგ კი ტანზეც გამოგაყარათ, ეს საკვებით მოწამვლაზე მეტყველებს. ამ შემთხვევაში, გამოიძახეთ ექიმი, მის მოსვლამდე კი კანზე დამარბილებელი კრემი წაისვით. ბანაობისგან კი თავი შეიკავეთ.

 

გაზაფხულზე წვენების მიღება ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია

ხილის წვენი წმენდს ორგანიზმს, გამოაქვს წიდები და შხამები, ავსებს აუცილებელი ნივთიერებებით, კერძოდ, ამინომჟავებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, რომლებიც გაზაფხულის დადგომასთან ერთად, აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ოღონდ, ხილისა და ბოსტნეულის მხოლოდ ახალგამოწურული წვენია სასარგებლო. წვენი აუცილებლად უზმოზე დალიეთ, რადგან ამ დროს ის უფრო სწრაფად და აქტიურად მოქმედებს.

სტაფილოს წვენი აუმჯობესებს მხედველობას, კბილების სტრუქტურას, შეიცავს დიდი რაოდენობით A, B, C, D  და E ვიტამინებს, კარგია, მისი დალევა სისხლნაკლებობის დროს.

ვაშლის წვენი მდიდარია რკინით, რომელიც აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას და ააქტიურებს ორგანიზმის სასიცოცხლო ძალებს.

ჭარხლის წვენი ყველაზე სასარგებლოა სისხლის წითელი ბურთულების წარმოსაქმნელად და აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, წმენდს ღვიძლს, თირკმელებს, ნაღვლის ბუშტს. ჭარხლის წვენი უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში მხოლოდ ნახევარი ჭიქა.

კიტრის წვენი კარგი შარდმდენი საშუალებაა. ის შეიცავს კალიუმის დიდ რაოდენობას, რის გამოც სასარგებლოა ჰიპერტონიის დროს. ასევე, აჩერებს თმის ცვენას და აუმჯობესებს მეხსიერებას.

კარტოფილის წვენი შველის კუჭის დაავადებებს. თუ ჭამის შემდეგ კუჭის არეში სიმძიმესა და ტკივილს გრძნობთ, დალიეთ უმი კარტოფილის წვენი და პრობლემა მოგეხსნებათ.

 

ფაფები მარგებელი და აუცილებელი პროდუქტია 

ბრინჯსა და ფეტვს ორგანიზმიდან მარილები გამოაქვს. მანანის ბურღული წმენდს ნაწლავებს. მას სწორი ნაწლავის კიბოთი დაავადებულთა დიეტაში რთავენ. ფეტვის ფაფა კი, კარგია სიმსუქნის საწინააღმდეგოდ, რადგან ცხიმების გამანეიტრალებელი ბუნებრივი პროდუქტია.

სიმინდის ტაროს ნახარში ნაღველმდენია, წმენდს ღვიძლს, თირკმელებს, დიდი ხნით მისი მიღება კი შლის კენჭებს.

ხორბლის ფაფა შეუცვლელია. ის იწვევს ენერგიის მომატებას, აუმჯობესებს გუნება-განწყობას და ხსნის სეზონურ დეპრესიას.

ჭვავი ამაღლებს იმუნიტეტს, ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო ძალას, კარგია ხანგრძლივი ავადმყოფობით დაუძლურებული ადამიანისთვის. ქერის ბურღული კი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

წიწიბურას განსაკუთრებულად სასარგებლო თვისებები გააჩნია. მისი ცილა უფრო სრულყოფილია, ვიდრე სხვა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტი. მისი ლიპოტროპიული თვისებები კარგა ხანია, გამოიყენება ღვიძლის, გულის, სისხლძარღვების დაავადებების დროს დიეტოთერაპიაში. წიწიბურას ამ სასარგებლო თვისებებს სძენს მეთიონინი, სოლინი, ლეციტინი და ფოსფოლიპიდები. წიწიბურას ფაფა ხელს უწყობს სისხლის ნორმალურ შედედებას და ადამიანის ორგანიზმის ნერვული, ენდოკრინული სისტემების სათანადო დონეზე შენარჩუნებას. წიწიბურას ფაფები სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ინსულინს მოიხმარს.

 

სუნთქვის გახშირება და ქოშინი საშიში სიმპტომებია

სუნთქვის გახშირება და ქოშინი მაშინ ვითარდება, როცა ორგანიზმი ცდილობს, სისხლში სასიცოცხლოდ აუცილებელი ჟანგბადის რაოდენობა შეინარჩუნოს.

ქოშინის მიზეზი შესაძლოა, იყოს ჭარბი წონა, სისხლში ჰემოგლობინის დონის დაწევა, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების დაავადებები. ქოშინი იშემიური დაავადებების, კერძოდ, სტენოკარდიის ან ინფარქტის თანმდევია და სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლილობის ან ფილტვების შეშუპების მანიშნებელია. თუ ქოშინი ადამიანს უეცრად დაეწყება, ეს ჯანმრთელობის სერიოზულ დარღვევაზე მეტყველებს და დროულად უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა. უცბად აღმოცენებული ქოშინი, შესაძლოა, ფილტვის არტერიის დახშობის ან მისი ქსოვილის დაზიანების შედეგიც იყოს.

ღამით განვითარებული ქოშინი გულის რიტმის დარღვევის, ჰაერის მწვავე უკმარისობის, კარდიალური ან ქრონიკული ასთმის შეტევას უკავშირდება. ასევე, ქოშინი მძაფრ და უეცარ ემოციასაც სდევს თან. თუმცა, ემოციის ჩაცხრომასთან ერთად, გახშირებული სუნთქვა და ქოშინიც ქრება.

აგრეთვე, შესაძლოა, ქოშინი ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის, ან შაქრიანი დიაბეტის დროსაც განვითარდეს და უკონტროლოდ მიღებულმა მედიკამენტებმაც გამოიწვიოს.

გადაღლით გამოწვეული ქოშინი კი იმდენად საშიში არ არის, როგორც სუნთქვის უეცარი  გახშირება.

 

ესა თუ ის დაავადება, თუ კარგად დააკვირდებით, სახეზეც ამოიკითხება

ტუჩების გალურჯების მიზეზი კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის მოშლისა და სისხლძარღვების მუშაობის შენელების მანიშნებელია. ტუჩის მუდმივად ლურჯი ფერი, მოწმობს ვენური ქსელის დარღვევას, ანუ,  ეს ვარიკოზის ნიშანია.

სახეზე გამონაყარი, თუ ის ინფექციური ხასიათის არ არის, ჩნდება ჩვეულებრივი დისბაქტერიოზის, ენტეროკოლიტისა და ენტერიტის დროს.

დიდი ზომის პიგმენტური ლაქები ღვიძლის ცუდი მუშაობის შედეგია. პატარა ლაქების მიზეზი კი – ნაღვლის ბუშტია. სახეზე მკრთალი ლაქები ჩნდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის შედეგად.

ლოყაზე წითელი ლაქების გამოჩენა ბრონქული სისტემის მოშლის მანიშნებელია.

კაპილარული ქსელი ლოყაზე მეტყველებს სისხლძარღვოვანი სისტემის მოშლის დაწყებასა და ჰიპერტონიაზე. ასევე, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მოუწესრიგებლობაზე. რაც უფრო დიდი ზომისაა ქსელი, მით მეტად არის დაავადებული ღვიძლი.

წითელი შეფერილობის ცხვირი და ნიკაპი სისხლძარღვოვანი სისტემის მოშლაზე მეტყველებს. ამ დროს, დარღვეულია კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქცია. თუ სახე მუდმივად წითელია, ეს ჰიპერტონიის სიმპტომია.

скачать dle 11.3