კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ცხოვრობს ყველაზე მეტი მილიარდერი

„ფორბსის” მიერ შედგენილი რეიტინგის თანახმად, მილიარდერები მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოში ცხოვრობენ, ოღონდ, ზოგან მათი რაოდენობა ბევრია ზოგან კი – ნაკლები. საინტერესო იქნება, გავეცნოთ იმ ქვეყნების ტოპ-ათეულს, სადაც პლანეტის უმდიდრესი ადამიანები ბინადრობენ.

აშშ – 515 მილიარდერი

ამერიკის შეერთებულ შტატებში 515 ოფიციალურად რეგისტრირებული მილიარდერი ცხოვრობს, ანუ, სამნახევარჯერ მეტი, ვიდრე ჩინეთში. ამერიკის ქალაქებს შორის კი ლიდერის პოიზცია ნიუ-იორკს უკავია – ის არის ფინანსური ცენტრი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მილიარდერების რაოდენობის ზრდით ამერიკა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპას.

ჩინეთი – 157 მილიარდერი

ჩინეთში 157 მილიარდერია, რომელთა საერთო კაპიტალი 384 მილიარდ დოლარს შეადგენს. გასულ წელთან შედარებით, ჩინელი მილიარდერების რაოდენობა 7 პროცენტით გაიზარდა და მათი კაპიტალიც, ასევე, ზრდის პროცესშია. ჩინელ მილიარდერთა 89 პროცენტმა თავად გამოიმუშავა საკუთარი კაპიტალი და მსოფლიოში მათ „სელფმეიდ” მილიარდერებს უწოდებენ, ანუ, მათ საკუთარი ხელით შექმნეს თავისი თავი.

გერმანია – 148 მილიარდერი

148 გერმანელი მილიარდერის საერთო კაპიტალი 432 მილიარდ დოლარს უტოლდება. გერმანიაში ყველაზე მეტი ევროპელი მილიარდერი ცხოვრობს, რომელთა 33 პროცენტია „სელფმეიდი”.  ევროზონის ქვეყნებს შორის სწორედ გერმანია ითვლება რეგიონის ფინანსურ ცენტრად.

დიდი ბრიტანეთი – 135 მილიარდერი

 420 მილიარდი დოლარი – ასეთი საერთო კაპიტალით იწონებენ თავს ბრიტანელი მილიარდერები. გასულ წელთან შედარებით, ბრიტანელ მილიარდერებში მატება იყო – მათი რიცხვი რამდენიმეთი გაიზარდა.

რუსეთი – 108 მილიარდერი

რუსი მილიარდერების ან ოლიგარქების საერთო კაპიტალი 342 მილიარდი დოლარია. რუსი მილიარდერების თითქმის ნახევარი მოსკოვში ცხოვრობს და რუსეთის დედაქალაქი ითვლება ქვეყნის ფინანსურ ცენტრად. ოდიოზური ფიგურები: რომან აბრამოვიჩი, ალიშერ უსმანოვი და მიხაილ პროხოროვი უცხოეთში ცხოვრობენ, თუმცა, რეალურად, რუსეთის მოქალაქეები არიან.

ინდოეთი – 103 მილიარდერი

ინდოეთში 103 მილიარდერი ცხოვრობს და მათი საერთო კაპიტალი 180 მილიარდი დოლარია. ინდოელი მილიარდერების 72 პროცენტს განათლება ამერიკისა და ინგლისის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში აქვთ მიღებული. საინტერესოა, რომ ინდოელი მილიარდერების მხოლოდ 3 პროცენტია ქალი. 

ჰონკონგი – 75 მილიარდერი

ქვეყანაში 75 მილიარდერი ცხოვრობს, რომელთა საერთო კაპიტალი 224 მილიარდი დოლარია. ჰონკონგელი მილიარდერების მხოლოდ 25 პროცენტია „სელფმეიდი”.

საუდის არაბეთი – 64 მილიარდერი

204 მილიარდ ამერიკულ დოლარს 64 არაბი მილიარდერი ინაწილებს. ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მეტი მილიარდერი სწორედ საუდის არაბეთს ჰყავს. 

საფრანგეთი – 64 მილიარდერი

ფრანგი მილიარდერების რაოდენობა მსოფლიოში 64-ს შეადგენს და მათი საერთო კაპიტალი 202 მილიარდ ამერიკულ დოლარს უტოლდება. 

შვეიცარია – 61 მილიარდერი

შვეიცარიაში, მსოფლიო საბანკო დედაქალაქში, 61 მილიარდერი ცხოვრობს და მათი კაპიტალი 128 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, მილიარდერების დიდი ნაწილი საკუთარ ფულს სწორედ შვეიცარიულ ბანკებში ინახავს.

скачать dle 11.3