კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას საქმიანობენ 1990-იანი წლების ფეხბურთის ვარსკვლავები

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ისინი ორ გზას ირჩევენ: ან დარჩნენ ფეხბურთში, ან განაგრძონ საქმიანობა სხვა სფეროში. საუბარია 90-იანი წლების ფეხბურთის ვარსკვლავებზე, რომლებიც ფეხბურთის ქომაგებს კერპების რაგნში ჰყავდათ აყვანილი, როცა ისინი საფეხბურთო სპექტაკლებს დგამდნენ მოედნებზე. საინტერესო იქნება, გავეცნოთ ვარსკვლავების ამჟამინდელ საქმიანობას.

ჯანლუკა პალუკა

იტალიის ნაკრების ლეგენდარული გოლკიპერი სერია ა-ს რეკორდსმენია ჩატარებული მატჩების რაოდენობით. მის ანგარიშზე 592 მატჩია იტალიის უმაღლეს ლიგაში. „სამპდორიას”, „ინტერის”, „ბოლონიისა” და „ასკოლის” ლეგენდამ კარიერა 2007 წელს, 41 წლის ასაკში დაასრულა. ხელთათმანების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ პალიუკა ტელეარხ „სკაიზე” მიიწვიეს კომენტატორად; აგრეთვე, ის არის ბოლონიის რადიოსადგურის ტელეწამყვანი, ხოლო კიდევ ერთ იტალიურ ტელეარხზე პალიუკას საკუთარი საფეხბურთო შოუ აქვს.

გაისკა მენდიეტა

ესპანელი გაისკა მენდიეტა 1990-2000-იანი წლების დასაწყისის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად ითვლებოდა. მისი კაპიტნობით „ვალენსია” ზედიზედ ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, თუმცა, მენდიეტა ორივეჯერ ტიტულის გარეშე დარჩა. იგი ევროპული ფეხბურთის საუკეთესო პენალტისტად ითვლებოდა და მის მიერ აცილებული თერთმეტმეტრიანის გახსენება პრაქტიკულად შეუძლებელია. აქტიური კარიერა მენდიეტამ 33 წლის ასაკში დაასრულა და შემდგომ რამდენჯერმე სცადა დაბრუნება ფეხბურთში, თუმცა, ამაოდ. ამჟამად მენდიეტა „ვალენსიის” ვეტერანთა გუნდში თამაშობს, ხოლო თავისუფალ დროს დიჯეის პროფესიას ეუფლება – ის რამდენჯერმე ლონდონის კლუბებშიც კი უკრავდა.

ოლივერ ბირჰოფი

ის „ოქროს გოლის” ავტორია, რომელმაც გერმანიის ნაკრებს 1996 წელს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა. ბირჰოფის ვარსკვლავი საფეხბურთო ოლიმპზე სწორედ მაშინ აკაშკაშდა და ის დღემდე ითვლება 1990-იანი წლების ბოლო პერიოდის საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად მსოფლიოში, რომელიც „მილანთან” ერთად ბრწყინავდა. 2003 წელს ბირჰოფმა დაასრულა კარიერა და ამჟამად გერმანიის ნაკრებში ტექნიკური დირექტორის თანამდებობა უჭირავს, თავისუფალ დროს კი ფეხბურთის მატჩების კომენტატორობას ითავსებს.

მარსელ დესაი

მარსელ დესაი 1990-იანი წლების ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლებოდა. „მარსელი”, „ჩელსი”, „მილანი” – ის ამ ლეგენდარული კლუბების ღირსებას იცავდა და, ასევე, იყო შეუცვლელი ფიგურა საფრანგეთის ნაკრებში, რომელთან ერთადაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. კარიერის დასრულების შემდეგ მარსელ დესაი განაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც საზოგადოებრივი საქმიანობით არის დაკავებული. 2011 წელს მან განაში ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უზარმაზარი სპორტული კომპლექსი გახსნა, თავისუფალ დროს კი იგი, როგორც ფეხბურთის სხვა ვარსკვლავები, კომენტატორობით არის დაკავებული. მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე დესაი მატჩებს „ბიბისი სპორტისთვის” და „კანალ პლიუსისთვის” წაიყვანს.

დენის ბერხკამპი

ჰოლანდიელ დენის ბერხკამპს „არამფრინავ ჰოლანდიელს” უწოდებდნენ, რადგან მას პანიკურად ეშინია თვითმფრინავით მგზავრობის და ამის გამო იგი ხშირად აცდენდა საგარეო მატჩებს, თუმცა, ამას არ შეუშლია მისთვის ხელი, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი ყოფილიყო ჰოლანდიის ნაკრებისა და ლონდონის „არსენალისთვის“. ჯერ კიდევ სპორტული კარიერის დროს, ბერხკამპმა ბაკალავრის დიპლომი მიიღო მანქანათმშენებლობაში, თუმცა, ის ფეხბურთის გარეშე ცხოვრებას არ აპირებს. ბერხკამპმა 2006 წელს დაასრულა კარიერა და გარკვეული პერიოდი ისვენებდა, მაგრამ, გულმა ვერ მოუთმინა და ჯერ „აიაქსის” აკადემიაში დაიწყო ბავშვების წვრთნა, ხოლო 2010 წლიდან ფრანკ დე ბურის ასისტენტი  გახდა „აიაქსის” მთავარ გუნდში. როგორც ჩანს, ახლოვდება ის დრო, როცა მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ტექნიკურ მოთამაშეს ახალ ამპლუაში – მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვიხილავთ.

скачать dle 11.3