კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაზე სექსუალური მოკრივე ქალი

ყველაზე სექსუალური

მოკრივე ქალი

ავსტრალიისა და მსოფლიოს ჩემპიონი კრივში, ავსტრალიელი ლამაზმანი ლორენ იგლი მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ ქალ მოკრივედ არის მიჩნეული. WBF-ის ვერსიით, ლორენი 59 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონის ქამარს ფლობს, ხოლო ავსტრალიაში  61 კილოგრამ წონით კატეგორიაშია აბსოლუტური ჩემპიონი. სპორტის გარდა, ლორენი მოდელობით არის დაკავებული და 2004 წელს იგი „მის თინეიჯერ ავსტრალიის” ტიტულის მფლობელი გახდა. ცნობისთვის, ლორენის მეგობარი ბიჭი ავსტრალიური რაგბის ვარსკვლავი ტოდ კარნია.

 

კანტონას მორიგი სკანდალი

„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული ფეხბურთელი ერიკ კანტონა მორიგი სკანდალის გმირი გახდა: ლონდონის პოლიციამ ქარიზმატული ვარსკვლავი ხულიგნობის ფაქტზე დააკავა. საქმე ისაა, რომ კანტონას მავან ქალბატონთან სასიყვარული პაემანი ჰქონდა, რა დროსაც მას უცხო მამაკაცთან კონფლიქტი მოუვიდა. სავარაუდოდ, კანტონას ის პაპარაცი ეგონა და ჩხუბით გადაწყვიტა მისი მოშორება, თუმცა, ადგილზე გამოცხადებულმა პოლიციამ ფეხბურთელი ცნო დამნაშავედ. კანტონა ცნობილია ფეთქებადი ხასიათით, მაგალითად, 1995 წელს იგი სტადიონზე თავს დაესხა „კრისტალ პალასის” ქომაგს, რომელიც მას შეურაცხყოფას აყენებდა ტრიბუნიდან. ამის გამო კანტონას 8 თვით აეკრძალა ფეხბურთის თამაში, ხოლო ფეხბურთის ასოციაციამ და კლუბმა ის მნიშვნელოვანი ფულადი ჯარიმით დასაჯა.

 

ელენა ვესნინას  ფოტოები „ფლეიბოიში”

რუსი ელენა ვესნინა მორიგი ჩოგბურთელია, რომელმაც „ფლეიბოისთვის” გაიხადა. მსოფლიოს 35-ე ჩოგანმა პიკანტურ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და, პოლონელი მართა დომოჰოვსკის მსგავსად,  ყველასთვის ცნობილი ჟურნალის გარეკანზე წელს მოხვდა. ცნობისთვის, ვესნინას შემოსავალმა გასულ წელს 1,2 მილიონი დოლარი შეადგინა და, ძნელად სავარაუდოა, რომ ლამაზმანმა ფულის გამო გადაწყვიტა ფოტოსესიაში მონაწილეობის მიღება. მას, უბრალოდ, თავისი თაყვანისმცემელი მამაკაცებისთვის საჩუქრის გაკეთება მოუნდა,  ირწმუნებიან სპორტული ჟურნალისტები.

скачать dle 11.3