კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გადადის თუ არა წინაპრის მიერ ჩადენილი ცოდვა მის შთამომავალზე და როდემდე შენარჩუნდება ცოცხლებსა და გარდაცვლილებს შორის არსებული მჭიდრო კავშირი

ჩვენ, ადამიანებს, შეგვიძლია, უკეთესები გავხდეთ და ჩვენი კეთილი ცხოვრებით ჩვენი წინაპრების ცუდი ცხოვრება ზედაპირულად განვწმინდოთ. ზუსტად ეს არის ის უწყვეტი კავშირი, რომელიც გვაქვს ჩვენს გარდაცვლილებთან – ცუდებთანაც და კარგებთანაც. თუ ისინი იყვნენ ცოდვაში და ისე გავიდნენ ამქვეყნიდან, მათ სახელზე უნდა ვაკეთოთ ბევრი სიკეთე, ვილოცოთ და ეს არა მხოლოდ ჩვენ წაგვადგება, არამედ მათაც. ცოცხალი ქრისტიანის გარდაცვლილ ახლობლებთან ურთიერთობის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი): 

 

– ვინც კარგად იცის მართლმადიდებლური რელიგია, მან ისიც იცის, რომ ყველაზე თავისუფალი რელიგია სწორედ მართლმადიდებლობაა, სადაც ადამიანის უფლება არასდროს იზღუდება. ღმერთი ადამიანის თავისუფალი ნების წინაშე უძლურია, ოღონდ, არა პირდაპირი გაგებით, რადგან მას ყველაფერი შეუძლია. უბრალოდ‚ ღმერთმა ადამიანი თავისუფალი ნებით შექმნა და, რადგან ის თავის გადაწყვეტილებაში მუდმივია, ამიტომ მან ადამიანს დაუტოვა საქმიანობის, მოღვაწეობის ასპარეზი. ადამიანი ყველაზე მაღალ საფეხურზე დგება, ყველაზე დიდია, თავად ანგელოზებზეც კი. ის წყვეტს როგორ იცხოვროს, სამოთხეში შევიდეს თუ ჯოჯოხეთში. ასე რომ‚ მართლმადიდებლობა იმიტომ არის ჭეშმარიტი სარწმუნოება, რომ ის გვასწავლის საკუთარ ქცევებზე, ცხოვრებაზე, დანიშნულებაზე ანალიზის გაკეთებას, რომ შემდეგ აირჩიოს ის‚ რაც უნდა.

– ჩვენ ხშირად გავცემთ მოწყალებას და მერე ამის აფიშირებაც გვიყვარს, რაც არც ისე კარგი მდგომარეობაა ქრისტიანისთვის.

– შეიძლება, ადამიანმა ვინმეს გაუკეთოს სიკეთე, შეეწიოს ფინანსურად, ილოცოს მისთვის, მაგრამ, ეს იყოს არა მისი შინაგანი მდგომარეობა, არამედ, ამ დროს მას სურდეს, ვინმეს ან მთელი საზოგადოების წინაშე გამოიჩინოს თავი. ასეთი ფაქტები დღევანდელ ცხოვრებაში ძალიან ბევრია: ადამიანები მიდიან  ბავშვთა სახლებში ან მოხუცებულთა თავშესაფარში, მიაქვთ მათთვის საკვები და ხშირად ამას უფრო მეტად პიარის, საკუთარი თავის შექების გამო აკეთებენ. ამ ყველაფერს რამდენიმე ტელევიზია იღებს და აცხადებენ, ჩვენ ასეთი კარგი საქმე გავაკეთეთო. რა თქმა უნდა, ეს ის სიკეთე აღარ არის – მარილი აკლია, რომელიც მას  ნამდვილ სიკეთედ აქცევს. უფალი გვასწავლის: როცა ერთი ხელი აკეთებს სიკეთეს, მეორე ხელმა ეს არ უნდა იცოდესო. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ სიკეთე მაინც სიკეთეა, მაგრამ, უანგარო, ადამიანის გულიდან წამოსული სიკეთე განსხვავდება დემონური სიკეთისგან. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მიცვალებულთა მოხსენიების მიმართ არასწორი მიდგომა გვაქვს. არ ვიცით, მათ როგორ შევეწიოთ, როგორ ვილოცოთ მათთვის. როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, ჭირისუფლები მისთვის ძალიან ბევრ რამეს აკეთებენ, რაც, ძირითადად, მატერიალური შეწევნით გამოიხატება: უკეთებენ დიდ სუფრას, ძვირფას საფლავს და ეს ყველაფერი პომპეზურია. რაც შეეხება მის სულზე ზრუნვას, ეს, სამწუხაროდ, მეორეხარისხოვანი ხდება. გარდაცვლილებს არ გააჩნიათ მატერიალური მოთხოვნილებები, არ სჭირდებათ საკვები, უბრალოდ, ამ ყველაფერს მოწყალების სახე აქვს და ეს აღესრულება ჩვენი მიცვალებულების სულების საოხად, მოსახსენიებლად. ის ტრაპეზი, რომელიც ეკლესიაში მსახურებაზე მიგვაქვს, მოხმარდება მღვდელს, ასევე, შეჭირვებულ, უსახსრო ადამიანებს. ეკლესიის წიაღში ეს ყველაფერი იმიტომ არსებობს, რომ, ჯერ ერთი, ადამიანი ზრუნავს მიცვალებულზე და შემდეგ, საკუთარი მიცვალებულების პატივისცემით, ეხმარება სხვებსაც. ამით, გარკვეულწილად, თვითონაც იმსუბუქებს ცხოვრებას. 

– როგორ უნდა დავეხმაროთ ჩვენს მიცვალებულებს, არსებობს თუ არა ცოცხლებსა და გარდაცვლილებს შორის ცოცხალი კავშირი? 

– ყოველი შაბათი ეკლესიაში მიცვალებულთა მოსახსენიებელ დღედ არის დაწესებული. ჩვენ ვიცით, რომ კავშირი მიცვალებულებსა და ცოცხლებს შორის უწყვეტია. ამიტომაც, ადამიანი მარხვას იწყებს იმის გააზრებითა და გაცნობიერებით, რომ ის არა მხოლოდ საკუთარ თავსა და სულზე იზრუნებს, არამედ, თავის მიცვალებულებზეც. მარხვა სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ცოდვების შეგნება, გაცნობიერება, გამოსწორება, ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. ამავდროულად, ჩვენს მიცვალებულებთან გაძლიერებული სულიერი კავშირით ვიწყებთ მარხვას, რადგან ამქვეყნად დარჩენილ და იმქვეყნად გადასულ ადამიანებს შორის კავშირი უწყვეტია და ყოველთვის არსებობდა. ყველა ქრისტიანი კარგად აცნობიერებს, რომ, როგორც არ უნდა ცხოვრობდეს და რამდენ ხანსაც არ უნდა იყოს ამქვეყნად, ის, ადრე თუ გვიან, მაინც იმ სამყაროში გადავა, სადაც გარდაცვლილები ცხოვრობენ: ეს იქნება ან ღვთის წიაღი, სრული ნეტარება, ან – სატანჯველი, გამომდინარე იქიდან, ამქვეყნად როგორ ცხოვრობდა. ამიტომ, მიცვალებულებთან ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ აქტი კი არ არის, არამედ, ჩვენი კეთილი ნებაა, ზრუნვაა, რომელსაც მათი სულების საოხად აღვასრულებთ. ეს ადამიანს კიდევ ერთხელ დააფიქრებს თავის ცხოვრებაზე, აწმყოზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფლისთვის მკვდარი არავინაა, უფლის წინაშე  ყველა ცოცხალია. უბრალოდ, ერთნი აქ ვართ, მეორენი კი წუთისოფლიდან არიან გასულები და სულიერად განაგრძობენ ცხოვრებას. ასე რომ, ის კავშირი, რომელიც ცოცხალ და გარდაცვლილ ადამიანებს შორის არსებობს, მეორედ მოსვლამდე, საყოველთაო განსჯამდე შენარჩუნდება. ამიტომ, სანამ ამქვეყნად ვცხოვრობთ, გარდაცვლილებზე მუდმივად უნდა ვიზრუნოთ: მათ სახელზე უნდა ვილოცოთ, აღვასრულოთ ქველი საქმეები, მოვიხსენიოთ, მათ სახელზე აღვასრულოთ წირვები, პანაშვიდები და ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ, არა მხოლოდ საკუთარ თავზე ვიფიქროთ, არამედ, მათზეც. დედაეკლესია არ შედგება მხოლოდ ცოცხალი ადამიანებისგან, ის შედგება გარდაცვლილებისგანაც და ჩვენ ყველანი ერთმანეთზე ვზრუნავთ: ცოცხლები – მიცვალებულებზე, ხოლო მიცვალებულები – ცოცხლებზე. რა თქმა უნდა, ამ კატეგორიაში გადიან წმიდანები, რომლებიც უფალს სთხოვენ ჩვენს დახმარებას, შეწევნას, გვაძლიერებენ, ლოცულობენ ჩვენთვის. ამიტომაც არის ეს კავშირი უწყვეტი, რომელიც განსაკუთრებით დიდმარხვის პერიოდში ძლიერდება, როცა ზედიზედ სამი შაბათი ჩვენ მიცვალებულებისთვის განსაკუთრებულად ვლოცულობთ.

– ეკლესიური სწავლებით არ მოგვეკითხება წინაპრების ცოდვები. მაგრამ, ალბათ, მათი ცხოვრება მაინც აისახება ჩვენს ცხოვრებაზე და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენს კავშირს გარდაცვლილ ახლობლებთან.

– ყველა უდიდესი საეკლესიო მოძღვარი, რომელიც შეხებია ამ თემას, ამტკიცებს, რომ ჩვენ ჩვენი წინაპრების ცოდვები არ მოგვეკითხება. ეს არა მხოლოდ ახალაღთქმისეული, ქრისტიანული სწავლებაა, არამედ, მანამდეც, ძველ აღთქმაშიც იყო ამ საკითხზე საუბარი. უფალი ამბობს: მე არ განვიკითხავ შვილს მამის ცოდვების გამო, თუნდაც იმიტომ, რომ შვილი ასრულებს ყველა ჩემს მცნებას, იმ რჯულს, რომელიც მე დავუდგინე, იმ კანონებს, რომლებიც მე მივეცი. ასე რომ, შვილი მართალია ჩემ წინაშე და არ დაისჯება, მამის გამო არ დავსჯი მას და შვილის ცოდვების გამო არ დავსჯი მამას, ანუ,  ყველა ადამიანი თავისი ცოდვების გამო ისჯება, მას არც ღმერთი სჯის, არც ეშმაკი და, მით უმეტეს, სხვისი ცოდვების გამო არ ისჯება. დავუშვათ, ადამიანი დაიწყებს საკუთარი სხეულის დაზიანებას – ერთხელ, ორჯერ, სამჯერ მიიყენებს ჭრილობას. ის ცოდვების ჩადენითაც ყოველდღე აყენებს საკუთარ თავს სასიკვდილო ჭრილობებს, ოღონდ, არა ისეთს, რომელიც მას მალე მოკლავს, არამედ, ნელ-ნელა აგდებს უმოქმედობის, უსულობის მდგომარეობაში. ადამიანი, რომელიც შეზრდილია ვნებიან ცხოვრებასთან, არის სულიერად მკვდარი როგორც უფლის, ისე საკუთარი თავის წინაშე, რადგან მას სულიერება არ გააჩნია. იმას კი არ ცდილობს, საკუთარი თავი განავითაროს, უკეთესი გახდეს, პირიქით, დაკავებულია იმით, რომ თავის თავს რაც შეიძლება მეტი დაუშავოს. თუმცა, ამას, შეიძლება, ვერც აცნობიერებდეს; ან, პირიქით, აცნობიერებდეს, მაგრამ, არაფერს ცვლიდეს. უნდა დავიმახსოვროთ, რომ, რაც უნდა მოხდეს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს სასიკეთოდ, რადგან, ღმერთს უნდა, თავად გამოვიტანოთ დასკვნა: როგორი იყო ჩვენი ცხოვრება და როგორი უნდა გახდეს. როგორც აღვნიშნე, შვილებზე არ გადადის წინაპრების ცოდვები, მაგრამ, აისახება მათი ცხოვრება. საზოგადოებაში ხშირად არის გავრცელებული მოსაზრება, რომ, თუ მამა იყო მკვლელი, ცუდი ადამიანი, ესე იგი, მისი შვილიც ცუდი იქნება; ან, თუ დედა ჰყავდა მრუში, ამიტომ, ისიც მრუში უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ეს არასწორი შეხედულებაა, მაგრამ, თუ ადამიანს ჰყავდა მამა მკვლელი, დედა კი მრუში, ეს აისახება მხოლოდ ერთი გზით – გენეტიკურობით, ეს კი ნიშნავს იმას, რომ გენეტიკურად ჩვენში გადმოდის არა ცოდვა, არამედ – თვისებები, მიდრეკილებები, გრძნობები, ვნებები, რადგან ჩვენ ერთი სისხლი და ხორცი გვაქვს. თუმცა, ეს არც იმას ნიშნავს, რომ ჩვენც მათი მსგავსნი უნდა გავხდეთ, ისე გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც ისინი ცხოვრობდნენ. 

 

скачать dle 11.3