კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოებარეში

უგუნური ავაზაკის გონიერი აქლემი

 

ერთხელ ამბა მაკარი ეგვიპტელმა თავის სენაკში ავაზაკს შეუსწრო, რომელიც მის ნივთებს იპარავდა. ავაზაკი დანას სწვდა, მაგრამ, როცა იხილა, რომ ამბა მშვიდად დგას და წინაააღმდეგობის გაწევა არც უფიქრია, საჩქაროდ აჰკიდა აქლემს ნაძარცვი.

– რა კარგი აქლემი გყავს! – უთხრა ავაზაკს ამბა მაკარიმ, – მას ზურგით მთელი სახლის ტვირთვაც კი შეუძლია.

ვიდრე ავაზაკი აქლემზე ტვირთს ამაგრებდა, ამბა სენაკში შევიდა და ისიც გამოიტანა, რაც ავაზაკს სიჩქარეში დავიწყნოდა და მანაც იწყო ამ ტვირთის დამაგრება. ავაზაკი გააოცა ამბას საქციელმა და ცდილობდა, რაც შეიძლება, სწრაფად გასცლოდა იქაურობას. მაგრამ მისი აქლემი გაჯიუტდა და მიწიდან არაფრით დგებოდა.

– ხომ არ უნდა, ამ საქციელით მიგანიშნოს, რომ ჩემს სენაკში კიდევ რამე დაგრჩა? – ჰკითხა ვაზაკს ამბა მაკარიმ და დასძინა: – მე მაშინვე შევატყვე, რომ შენ ძალიან გონიერი აქლემი გყავს. ამ სიტყვებით ამბა სენაკში შებრუნდა და კუთხეები დაათვალიერა. თვალი მოჰკრა კედელზე მიბჯენილ თოხს, ხელი დაავლო და გარეთ გამოიტანა.

– ეტყობა, სწორედ ამის გარეშე არ უნდა წასვლა შენს აქლემს, – თქვა ამბამ და ტომრებს შორის თოხი დაამაგრა.

ავაზაკი მთელი ძალით ექაჩებოდა აქლემს, ბოლოს ცემაც დაუწყო, მაგრამ ყველა მისი მცდელობა ამაო იყო. აქლემი მიწაზე გართხმულიყო და უდარდელად იცოხნიდა.

– შენ დამცინი და ამ უტყვინო ცხოველსაც განგებ აქებ! – განრისხდა ავაზაკი.

– სულაც არა, – მიუგო ამბა მაკარიმ, შემდეგ კი აქლემს ზურგზე მსუბუქად წამოარტყა და უთხრა: „ადექი და წადი!“

აქლემი წმიდა მამის სიტყვას იმწამსვე დაემორჩილა, – წამოდგა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და კვლავ მიწას განერთხა.

– რატომ გემორჩილება მხოლოდ შენ? რა ჩასჩურჩულე ყურში? – აღშფოთდა ავაზაკი.

– შენი აქლემი უფრო გონიერი გამოდგა, ვიდრე მეგონა, – გაეღიმა ამბა მაკარის, – მას არ სურს, მონაწილეობა მიიღოს ამ ბოროტ საქმეში, რაც შენ განიზრახე და ამის გამო, სასჯელსაც კი არ უშინდება. ზოგიერთი ცხოველი ადამიანზე გონიერია და ჩვენ მათი მიბაძვა გვმართებს.

განრისხებულმა ავაზაკმა აქლემს ნაძარცვი ჩამოხსნა და ძირს დაყარა. როგორც კი ბოროტმოქმედმა აქლემს ბოლო ტომარა ჩამოხსნა, ის ფეხზე წამოდგა და წავიდა.

– ეტყობა, შენ მართლა წმიდა კაცი ხარ, როგორც უდაბნოში შენზე ამბობენ, – წარმოთქვა ჩაფიქრებულმა ავაზაკმა.

– ნუ მიწოდებ წმიდანს, – თავი გაიქნია ამბა მაკარიმ, – ამიერიდან მეც შენს აქლემს მივბაძავ, რომ საკუთარი სიკეთით არ ვიამაყო და კეთილი საქმეები მდუმარედ ვაკეთო.

ავაზაკი თავის აქლემს დაედევნა. ამბა მაკარიმ კი მას თვალი გააყოლა. მან იცოდა, რომ ეს ადამიანი უთუოდ მალე სინანულით უკანვე მოუბრუნდებოდა.

 

скачать dle 11.3