კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (99)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

როგორ დააშორა ერთმანეთს აფხაზეთის ომმა დედა-შვილი და ვის ეძებენ რუსეთიდან საქართველოში

33 წლის ზიტა გენადის ასული შუსტოვა ეძებს – 59 წლის ბზლანა არსანის ასულ დანელიას.

ისტორია: ვეძებ დედას – 59 წლის ბზლანა არსანის ასულ დანელიას. უკვე 22 წელია გასული, რაც არაფერი ვიცი დედის შესახებ. აფხაზეთის ომის დროს დავშორდით ერთმანეთს. ამჟამად მე რუსეთში ვცხოვრობ, დედა კი ან აფხაზეთში, ან საქართველოს სხვა რეგიონში მგონია. ძალიან განვიცდი და მინდა, მისი პოვნა, ან მის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოძიება. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ. გიგზავნით დედის ბოლო ფოტოს და დიდი იმედი მაქვს, იქნებ ვინმემ იცნოს და რაიმეს მაინც გავიგებ მის შესახებ.

– მოგვიყევით თქვენი ისტორია, როგორ დაკარგეთ დედა-შვილმა ერთმანეთი?

– დედაჩემი, ბზლანა არსანის ასული დანელია, დაბადებულია 1955 წლის 20 თებერვალს. მე და ჩემი ოჯახი ვცხოვრობდით აფხაზეთში. დაახლოებით 12 წლის ვიყავი, როცა აფხაზეთში ომი დაიწყო და იძულებული გავხდით, საცხოვრებლად სხვაგან გადავსულიყავით. მოხდა ისე, რომ იმ არეულობაში (მოგეხსენებათ, თუ რა ხდებოდა ომის დროს) დავკარგეთ დედა და ჩემი ერთი და. საბედნიეროდ, ომის დამთავრების შემდეგ, მამამ მოახერხა და ისინი იპოვა. ჩვენი ოჯახიც ისევ გაერთიანდა. მაგრამ, დედასთან პერიოდულად ვიღაც ხალხი მოდიოდა და ჩვენთვის უცხო ენაზე ესაუბრებოდნენ. დედაც იმ უცხო ადამიანებთან ერთად სადღაც მიდიოდა ხოლმე. ერთ დილასაც დედა წავიდა და აღარ დაბრუნებულა. დღემდე არ ვიცით, რა მოხდა, სად არის ან როგორ არის. მთელი ეს წლები, მას უშედეგოდ ვეძებთ და აღარც ვიცით, რა ვიფიქროთ. თქვენი დიდი იმედი გვაქვს, იქნებ დედის შესახებ ინფორმაციის მოძებნაში დაგვეხმაროთ.

– და მაინც, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც დედათქვენს აკითხავდნენ ან სავარაუდოდ, რას ფიქრობთ, სად შეიძლება, წასულიყო? რა საქმე შეიძლება, ჰქონოდა თქვენთვის უცნობ ადამიანებთან?

– არც მე და ჩემი ოჯახის არც ერთ წევრს, არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია, თუ ვინ იყვნენ ის ადამიანები, დედას რომ აკითხავდნენ. შესაბამისად, ვერც იმას გეტყვით, რა საქმე შეიძლება ჰქონოდა დედას მათთან. მისი გაუჩინარება ძალიან გვაღელვებს. რა ხერხს აღარ მივმართეთ და სად აღარ ვეძებეთ დედა, მაგრამ მის შესახებ ვერაფერი გავიგეთ. წლებია, უკვე, რაც ასეთ გაურკვევლობაში ვცხოვრობთ. მერწმუნეთ, ეს, დიდი კოშმარია. ძალიან მინდა, ყველაფერი გავარკვიო და დედა ვიპოვო. მინდა, იცოდეს, რომ მისი ოჯახი მას დღემდე ელოდება და ჩვენ, ყველას გვახსოვს და გვიყვარს.

– ტერიტორიულად სად გგონიათ დედა?

– თავად მე რუსეთში ვცხოვრობ. დედა კი აფხაზეთშია დაბადებული და გაზრდილი. სავარაუდოდ, ის აფხაზეთში ან საქართველოს სხვა რეგიონში მგონია. დაზუსტებით ვერ გეტყვით, სად შეიძლება  იყოს, ან ის ხალხი სადაურები იყვნენ. დახმარებისთვის მე და ჩემმა ოჯახმა არაერთ სამძებრო საიტს მივმართეთ. ბუნებრივია, ინტერნეტითაც ვეძებდით და აფხაზეთში წასულ ადამიანებსაც ვაბარებდით დედაზე რაიმე ინფორმაცია მოეძიებინათ, მაგრამ ყველაფერი დღემდე უშედეგო აღმოჩნდა. შემდეგ გავიგეთ თქვენი რუბრიკის შესახებ და თქვენთან დაკავშირება ვცადეთ. დიდი მადლობა, რომ გამოეხმაურეთ ჩემს ისტორიას და დედის მოძებნაში გვერდში დამიდექით.

 ფოტო რომელიც გამოგიგზავნეთ, დედამ ბოლოს გადაიღო, სანამ გაუჩინარდებოდა. რა თქმა უნდა, წლებია გასული და ის ცოტათი შეიცვლებოდა, ხანში შევიდოდა. მაგრამ, იმედს ვიტოვებ, ვინმე მაინც იცნობს მას ამ ფოტოსურათით.

– თქვენი აზრით, მაინც, რამ აიძულა დედათქვენი ოჯახი მიეტოვებინა და ამდენი წლით გადაკარგულიყო?

– ნამდვილად არ ვიცი. ის ყოველთვის კარგი დედა იყო. რა მოხდა ომის დროს, რამ შეცვალა, ან ვინ იყვნენ ის ადამიანები, რა უნდოდათ დედაჩვენისგან, ვერ გეტყვით, ეს ჩვენთვისაც დიდი საიდუმლოა, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ დედა ცოცხალია და ის, რამაც აიძულა, ჩვენ მივეტოვებინეთ, მართლაც ღირდა ამად.

– ის ხალხი დედასთან საიდან ჩამოდიოდა?

– ბოლოს დედა ჩვენთან ერთად ცხოვრობდა რუსეთში. როგორც უკვე გითხარით, მას შემდეგ, რაც მამამ ის და ჩემი და იპოვა, ჩვენ ისევ ერთად ვცხოვრობდით. ის ხალხი კი, თუ არ ვცდები, დედასთან აფხაზეთიდან ჩამოდიოდა. მაგრამ ისინი ჩვენი ნათესავები არ იყვნენ. ყოველ შემთხვევაში, მათ მამაჩემიც არ იცნობდა. ეს ამბავი მას თავიდანვე უკვირდა, მაგრამ დედა ყველაფერს გვიმალავდა და ამიტომ, მათ შესახებაც არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3