კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ცდილობს სუროგატი ბავშვის მეშვეობით ია ფარულავასა და ტარიელ სუარის უფრო მეტად გაბედნიერებას

ცოტა ხნის წინ ია ფარულავასა და ტარიელ სუარის ოჯახურმა ამბებმა ლამის უკრაინაში განვითარებული მოვლენები გადაფარა – ქართველებს ხომ ყველაზე მეტად სხვისი პირადი ამბები გვაინტერესებს. ალბათ, ამიტომაც, საიტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ წყვილის მიერ დაპოსტილი სტატუსების გამოქვეყნებაში. თუმცა, საბოლოოდ, საზოგადოებამ მაინც ვერ გაიგო, დღეს ია და ტარიელი ისევ ერთად არიან თუ დაშორდნენ. ამ კითხვებზე პასუხს თავად ტარიელი გაგვცემს.

 

ტარიელ სუარი: ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ მცირედით შემიძლია შემოვიფარგლო... ვინც მე პატიება მთხოვა, მას უკვე მივუტევე და ვაპატიე, ისე, როგორც ეს ჩვეულებრივ, რიგით ქრისტიანს შეეფერება. შედეგი კი სახეზეა: ჩემი მეუღლეც უბედნიერესია და მეც ბედნიერი ვარ. ჩვენი ოჯახის უერთგულესი მეგობარი, მარიამ კუკუნაშვილი, ცდილობს, სუროგატი ბავშვის მეშვეობით, მე და ჩემი მეუღლე კიდევ უფრო გაგვაბედნიეროს, რისთვისაც მას  ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ჩვენი უწმიდესის სიტყვები მიტევების შესახებ გულში მალამოსავით ჩამეღვენთა, მისმა სიტყვებმა მიტევების ძალა დამანახვა. რაც უნდა გამწარებული ვიყო კონკრეტულ ადამიანზე, მივხვდი, რომ მიტევებას ალტერნატივა არ აქვს. „მიუტევეთ და თქვენც მოგეტევებათ,” – წერია ჩვენს წმიდათაწმიდა მოძღვრებაში. ვფიქრობ, დღესდღეობით საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა საზოგადოების ერთგვარი გაბოროტებაა. მესმის, ბევრს, შესაძლოა, ამის ძალიან დიდი საფუძველი  აქვს, მაგრამ, აგრესიაზე აგრესიითვე პასუხი კიდევ უფრო მეტ აგრესიას შობს. სხვისი არ ვიცი, მაგრამ, პირადად მე, როდესაც საშინელი სამსჯავროს წინაშე წარვდგები, არანაირი სურვილი არ მაქვს, ჩემი ღმერთის უმოწყალო თვალებს ვეწირებოდე. ამქვეყნად ადამიანებს ერთმანეთზე მოსაფრთხილებელი არავინ გვყავს. ამიტომაც, ვისურვებდი, რომ ქართველებს, უპირველეს ყოვლისა, მიტევება გვესწავლოს. დამიჯერეთ, ამაზე შესანიშნავი გრძნობა არ არსებობს. 

– როდესაც ამბობთ, ვინც პატიება მთხოვა, მე მას უკვე მივუტევე და ვაპატიეო, რას გულისხმობთ?

– არ მინდა ამაზე ყურადღების გამახვილება. 

– ვფიქრობ, სოციალურ ქსელში გაჩენილმა თქვენმა სტატუსებმა გამოიწვია უფრო მეტი აჟიოტაჟი და ბევრი კითხვაც გააჩინა. 

– ტარიელ სუარის სახელით დაახლოებით ათი „ფეისბუქ-პროფილია” გახსნილი. ყველამ რაღაც რომ დაწეროს და გადმოიღონ, ხომ არ შეიძლება? ხომ შეიძლება, მკითხონ, რა არის ჩემი დაწერილი და რა არა? გაოგნებული ვარ იმითაც, რომ ტელევიზიებმაც გადაუმოწმებელი ინფორმაციები გააშუქეს... აქვე მინდა აღვნიშნო ერთი რამ: იამ, ჩემმა მეუღლემ, მთხოვა, რომ ჩემი სამომავლო კონცერტების ორგანიზაციული საკითხები და პიარი პირადად მას გადავცე. მოგეხსენებათ, რომ გერმანიაში მოლაპარაკებების წარმოება ინგლისურ ენაზე მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს და ამის გამო დავთანხმდი. 

– თქვენს კარიერაში სიახლეებია? 

– დღეში 12 საათს ვმუშაობ, რომ ქართველი კომპოზიტორების საორკესტრო შედევრები კლასიკურ გიტარაზე გადავიტანო. არ არის სწორი, როდესაც ქართველები მსოფლიოში საგიტარო კლასიკურ რეპერტუარს მხოლოდ იაფფასიანი არანჟირებით ავსებენ. ქართველი გიტარისტები უნდა ვეცადოთ, რომ ღირსეული წვლილი შევიტანოთ მსოფლიო საგიტარო რეპერტუარში. პირადად მე ამას ჩვენი გენიალური კომპოზიტორების საორკესტრო ნაწარმოებების არანჟირებით ვაკეთებ. ამჯერად, ქართველებისთვის და ჩემთვის ყველაზე საამაყო მუსიკოსის, მსოფლიოში აღიარებული გენიალური კომპოზიტორის, გია ყანჩელის ნაწარმოებებზე ვმუშაობ. გია ყანჩელის სერიოზული, უფრო სწორად, ინტელექტუალური მუსიკის კომპოზიციები ერთგვარი სიახლეა საგიტარო ხელოვნებაში. რამდენიმე საუკუნის წინ ბეთჰოვენმა, კლასიკური გიტარის მოსმენის შემდეგ, ეს ინსტრუმენტი მინიატურულ ორკესტრად მოიხსენია. დღესდღეობით კი ეს სიტყვები სრულყოფილ გამართლებას გაი ყანჩელის კომპოზიციებში პოულობს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გია ყანჩელის მუსიკას ერთგვარი მისტიკური ძალა აქვს – ის თითქოს დროს აჩერებს, აახალგაზრდავებს და აკეთილშობილებს სულს. მართალია, მისი მუსიკის სრულფასოვანი აღქმა მხოლოდ გარკვეული ინტელექტის მქონე საზოგადოების ხვედრია, მაგრამ, მას იმდენად კეთილშობილური ძალა აქვს, რომ საკუთარი თავის უკეთესად შეცნობის შესაძლებლობას მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანს აძლევს. უფრო მეტსაც გეტყვით, ყანჩელის ნაწარმოებების კლასიკურ გიტარაზე გადატანა ერთგვარ საგიტარო მიმდინარეობას აყალიბებს. გიტარა ამ დროს იაფფასიანი, გასართობი ინსტრუმენტის საზღვრებს იმდენად სცილდება, რომ, საბოლოოდ, ფილოსოფიურ ელფერს იძენს, რის შედეგადაც, ერთი შეხედვით არცთუ „სერიოზული” ინსტრუმენტი ფილოსოფიურ გიტარად გარდაიქმნება. ვფიქრობ, ქართველმა გიტარისტებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საქართველოში კლასიკური გიტარის გადასარჩენად. პირადად მე, მიუხედავად ჩემი დროში შეზღუდულობისა, საკონცერტო მოღვაწეობის პარალელურად, კლასიკური გიტარის პოპულარიზაციის მიზნით, პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ვეწევი. ფრანკფურტიდან დაბრუნებისთანავე კი, ვაპირებ, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩავატარო უფასო მასტერკლასები.  აპრილის ბოლოს ყანჩელის პროგრამით ჩავატარებ კონცერტს, ხოლო ოქტომბრიდან დავიწყებ ტურნეს ევროპის მასშტაბით. იას უნდა ჩემთან ერთად წამოსვლა და მოგზაურობა. ვნახოთ, რა იქნება. იმდენად დაკავებულები ვიყავით მე ჩემი საქმით და ამ პროგრამის მომზადებით, ია კი – ტელევიზიაში, რომ, ჯერ ვერ მოვახერხეთ ერთად მოგზაურობა. 

– ერთმანეთისთვის გრჩებათ დრო? 

– დიახ, საღამოობით სულ ერთად ვართ და მუსიკაზე ვსაუბრობთ: როგორ ჯობია, გავაკეთოთ ეს მუსიკა, როგორ შევფუთოთ, როგორ მივაწოდოთ ხალხს, ვის მოვასმენინოთ. ყველას აზრი მნიშვნელოვანია. რეჟისორები არიან კლიპის გადაღებით დაინტერესებულები.  

– იასაც ხომ არ გადაიღებთ კლიპში? 

– მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მიიღოს კლიპში მონაწილეობა, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ შეუშალა ხელი, წინასწარ ვერაფერს იტყვი, რადგან, ყველაფერი ხდება. მე ვცდილობ, მისთვის შესაფერისი ატმოსფერო შევქმნა, რომ ისუნთქოს, ბედნიერი იყოს და, იაც ასევე ცდილობს ჩემთვის ამ ყველაფრის გაკეთებას. 

– მითხარით, ია ჩემი პიარ-მენეჯერი იქნებაო...

– იას ვინც იცნობს, ყველამ იცის, როგორი ენერგიულია და როგორ შეუძლია ამ ყველაფრის კარგად გაკეთება. ის, გარკვეულწილად, ყოველთვის მაძლევს რჩევებს. ეს არის ადამიანი, რომელთანაც კლასიკური მუსიკა ახლოს არის – ამ მუსიკაზეა გაზრდილი.

– კიდევ რაში ემთხვევა თქვენი გემოვნება და აზრები? 

– თითქმის ყველაფერში. ჩვენ თითქოს ერთმანეთისთვის ვართ დაბადებულები – ასეთი შეგრძნება გვაქვს ორივეს – ისიც ამბობს ამას და აღიარებს. 

– თუმცა, როგორც ყველა ოჯახში, თქვენთანაც ხდება არასასიამოვნო მოვლენები.

– მხოლოდ და მხოლოდ სხვა ადამიანების ჩარევით. ჩვენი კონფლიქტი არსაიდან არ წამოსულა, ჩვენ შორის ვერ იქნება კონფლიქტი, რადგან, ერთნაირი ფასეულობები და ხედვა გვაქვს – თითქმის ყოველთვის ემთხვევა ჩვენი ხედვა ერთმანეთს. 

– ვერ ახერხებთ სხვა ადამიანების თქვენს ცხოვრებაში ჩარევის თავიდან აცილებას? 

– კი, შეიძლება ამის თავიდან აცილება. შემდეგში, ურთიერთობაში მხოლოდ ერთ რამეს გავითვალისწინებთ: სხვა კონკრეტული ადამიანები, იქნებიან ესენი მექისეები, საპოჟნიკები,  პარიკმახერები თუ ვიღაც სხვები, არ შეიძლება ჩაერიონ ურთიერთობაში. 

– გაზაფხულმა თქვენზე მართლა ცუდად იმოქმედა? 

– ია ამ დროს დაბნეული იყო და თვითონ არ იცოდა, რას ლაპარაკობდა, საიდან რა ეთქვა, როგორ გაემართლებინა სიტუაცია. არა, გაზაფხულს ჩემზე ნამდვილად არ უმოქმედია ცუდად.

– ფიცხი ხასიათი გაქვთ? 

– არა, პირიქით, რბილი ხასიათი მაქვს, ჩემი გაბრაზება შეუძლებელია. მაგრამ, როდესაც ვხედავ, რომ საქმეს სჭირდება, როდესაც ვიცი, რომ ეს არის კარგის მომტანი ადამიანებისთვის, ჩემი ოჯახის შენარჩუნებისთვის, ძალიან ბევრ რამეზე ვარ წამსვლელი. რაც მოხდა, ეს ყველაფერი ოჯახის გამყარებას, შენარჩუნებას წაადგა. 

– როგორი მამა იქნებით? 

– არაჩვეულებრივი. მე თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა, ყველაფერი ლოგიკურად წინ წავა, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი მამა ვიქნები. ია არაჩვეულებრივი დედა იქნება – მე ამას უკვე ვხედავ, მასში დედური ინსტინქტი უკვე ჩანს. 

 

скачать dle 11.3