კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ვხედავთ საკუთარი ქვეცნობიერის დახმარებით, თვალზე უფრო ადრე, სხვა ადამიანს და სხეულის რა ნაწილიდან შემოდის ადამიანში სულიერება

თითქმის ყველას უყვარს სხვადასხვა მინერალების სამკაულად ტარება, თუმცა, მათ ხშირად მხოლოდ სილამაზის, ესთეტიკურობის კუთხით ვირჩევთ. სინამდვილეში კი მინერალებს ძალიან ბევრი უცნაური და საინტერესო თვისება გააჩნიათ, რომელთა ცოდნა, ვფიქრობ, აუცილებელი და საჭიროა. ამიტომ, ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი:

 

– პეტრე პირველს ჰქონდა უზარმაზარი მთის ბროლი და ის ისე გამოჭრეს, რომ მისგან გააკეთეს სამოვარი. მასში, როგორც ნამდვილ სამოვარში, ისხმებოდა წყალი, ნახშირით დუღდებოდა და იქიდან ჩაის მიირთმევდნენ. პეტრე პირველმა აღმოაჩინა, რომ, ის, ვინც იმ ბროლის სამოვარიდან სვამდა ჩაის, ადვილად ეთანხმებოდა მას, ანუ, ეს სამოვარი თავისებური „დიპლომატი“ იყო და, ნებისმიერ უცხო სტუმარს, რომელთანაც იმპერატორს რაღაც ხელშეკრულების ან სავაჭრო გარიგების დადება უნდოდა, დიდი ამბით მიიპატიჟებდა, ამ სამოვრით უმასპინძლდებოდა და ხშირად სასურველ შედეგსაც აღწევდა. ეგვიპტეში ფარაონები ატარებდნენ სამკლავეებს, როგორც მათი ღირსების ერთ-ერთ ნიშანს. ამ სამკალვეებზე მაგრდებოდა ისეთი მინერალები, რომ მათი ამერიკულ „ცეერუს“ შეშურდებოდა. თუ ფარაონი ქურუმების წინააღმდეგ რამეს მოიფიქრებდა, მინერალები ფერს შეიცვლიდნენ და ქურუმები ხვდებოდნენ, რომ მათ წინააღმდეგ არც თუ ისე კარგი ჩანაფიქრი მზადდებოდა. გარდა ამისა, იყო მინერალები, რომლებსაც ჰქონდათ თავიანთი ისტორია; ზოგიერთი მინერალი კი ზოგჯერ თაობიდან თაობაში გადადიოდა და თან დიდი მსხვერპლი მიჰქონდა. 

– როგორც ცნობილია, მინერალებით ადამიანის თვისებების გაგებაც შეგვიძლია, რადგან ისინი ერთმანეთთან ურთიერთობაში შედიან.

– დიახ, მინერალი ფერს იცვლის 44 შემთხვევაში. მაგალითად, მინერალი ფერს იცვლის ზარმაც ადამიანზე, ანუ, საკმარისია, ის ვინმეს გაუკეთო და მიხვდები – უი, შენ ისევ გიზარმაციაო. ესენია ამაზონიტი და ლაჟვარდი, „ლაზურიტს” რომ ეძახიან. არის, ასევე, მინერალები, რომლებიც მშიშარა ადამიანებზე იცვლიან ფერს. ადამიანი უნდა შევიდეს მინერალთან კონტაქტში. თუ ადამიანს უყვარს ეს მინერალი და შედის კონტაქტში, მაშინ მას მინერალი ძალიან ბევრ რამეს „მოუყვება,” რადგან, ის საოცრად კეთილია. ერთ-ერთ მოსწავლეს ვაჩვენე მინერალი და ვერ გამოიცნო. მე სპეციალური აპარატურა მაქვს, რომელმაც გაბრაზებული რხევა შექმნა, ანუ, დაფიქსირდა, რომ, ის მინერალი, რომელიც ვერ გამოიცნო, გაუბრაზდა. მას ვკითხე, კი მაგრამ, რით გააბრაზე ეს მინერალი, ნაწყენი გიყურებს-მეთქი. რა მინერალიაო. ესა და ეს-მეთქი და მპასუხობს: უი, მაგან ჩამჭრა გამოცდაზეო. რა თქმა უნდა, მინერალმა კი არ იცნო, უბრალოდ, მისმა ქვეცნობიერმა დაიმახსოვრა ეს და მათ შორის საოცარი კონტაქტი დამყარდა. მინერალი არასდროს გაპატიებთ, თუ მას შეურაცხყოფა მიაყენეთ. თუ ადამიანს მინერალთან აქვს  შეუსაბამო ურთიერთობა, ის გარკვეულად აფერხებს იმ ადამიანის ურთიერთობას სხვა ადამიანებთან, მინერალებთან, ანუ, რაღაც თვალსაზრისით დამაბრკოლებლებიც ხდებიან. 

– რაში ეხმარება ადამიანს სწორად შერჩეული მინერალი?

– თუ ადამიანი სწორად აარჩევს მინერალს, ის ხელს შეუწყობს ამა თუ იმ დაავადების მორჩენას. ხშირად ხდება, რომ ადამიანი მიდის ძალიან ცნობილ პროფესორთან და ავადმყოფის  ორგანიზმს ქვეცნობიერად არ მოსწონს ეს ექიმი, ანუ ორგანიზმი ადამიანის ნების გარეშე ატყუებს ექიმს, სულ სხვა რამეს ეუბნება, სულ სხვა პულსაციას აჩვენებს და, უცბად აღმოჩნდება, რომ ეს პროფესორი შეცდა. კი, არ შეცდა, არამედ, ის ადამიანის ორგანიზმმა შეაცდინა. ახლა იგივე ადამიანი მიდის გამოუცდელ ექიმთან, რომელსაც მისი ორგანიზმი ეხვეწება: გამოიცანი, ეს მტკივა სინამდვილეშიო და ისიც გამოიცნობს. ასევეა მინერალების შემთხვევაშიც. მინერალს სურს, რომ მოარჩინოს ადამიანი, რადგან, სწორედაა შერჩეული. მაგრამ, თუ არასწორად არის შერჩეული, მაშინ შედეგიც არ არის კარგი. ადამიანებს აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობის თავისებური „ანტენები“. თუ დაკვრივებიხართ, ზოგჯერ, გახსენდებათ ის ადამიანი, რომელზეც არ გიფიქრიათ და, უცებ, ის გზაში შეგხვდებათ. სწორედ იმ „ანტენებმა” გაგახსენათ ის ადამიანი, ანუ, თქვენს თვალებზე ადრე ნახა თქვენმა ქვეცნობიერმა. მინერალის შემთხვევაშიც ასეა. მას განსაკუთრებული შერჩევა სჭირდება. მინერალებს კიდევ ერთი თვისება აქვთ: სასურველია, გაიგოს, საიდან არის მოსული ეს მინერალი; თუ ნახმარია, ვინ იყო მისი პატრონი – ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან, თუ ეს მინერალი ნახმარია, უნდა გაითვალისწინოს, როგორ შეეგუება ის ახალ პატრონს, იმიტომ რომ, მინერალი „დარდობს,” რომ ძველ პატრონთან, არ არის და ცდილობს, ახალ პატრონს მოაჩვენოს, რომ ის სულაც არ არის კარგი, რათა ის პატრონთან დააბრუნოს. ასეთ დროს ის ფერსაც კი იცვლის. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ტვინის სფეროებში ჰორმონების განაწილების ჰარმონია. ეს ისეთი მნიშვნელოვანია, რომ მათი დარღვევა ხშირად იწვევს არა მხოლოდ დაავადებების გაჩენას, არამედ, ადამიანურ დრამებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ქარვა ასეთ შემთხვევაში მართლაც შესანიშნავი მინერალია, ოღონდ, მნიშვნელოვანია, სადაურია ეს ქარვა, როგორ არის შერჩეული და, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უნდა ვიცოდეთ, როგორ გავწმინდოთ ქარვა პერიოდულად, რადგან, ქარვა თვითონ იღებს, შეიწოვს ავადმყოფობას, ისევე, როგორც ღრუბელი სითხეს, მას მეტი აღარ შეუძლია და კარგავს თავის მნიშვნელობას. მაგრამ, ქარვის გამოწურვა არც ისე ადვილია, იმიტომ რომ, ის ისეთი მინერალია, რომელსაც წყალი არ უყვარს. უძველესი დროიდან მისი გაწმენდის არაჩვეულებრივი ხერხები გამოიყენებოდა, განსაკუთრებით – ინდოეთში. ზეითუნის ზეთის მსგავს სითხეში, გარკვეულ ტემპერატურაზე მოათავსებდნენ და, იმის მიხედვით, თუ როგორი ქარვა იყო, ხუთ, შვიდ ან ცხრა დღეს გააჩერებდნენ ასე, შემდეგ ამოიღებდნენ, კარგად გაწმენდნენ და მზეზე გააშრობდნენ. ქარვა თავისუფლდებოდა ყველაფრისგან. იწყებდა ბზინვას და თავისი თვისებებიც უბრუნდებოდა. ქარვას უფრო ძლიერი ზემოქმედება აქვს, როცა იქ ძაფზე კრიალოსანივით აიკინძება, ანუ, როგორც მძივი. ქარვა ქარვას რომ „დაინახავს,” უფრო ძლიერი ხდება. როდესაც ყელზე ქარვას ვიკიდებთ, აღმოჩნდება, რომ მან გაიარა კეფა, ხერხემლის ის ნაწილი, სადაც თავის ტვინი უერთდება ხერხემლის ტვინს, ანუ ესაა შეერთების ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი. ადამიანს სწორედ ეს საზღვარი უჭირს, ყველა გაჭირვების დიდი პროცენტი ამ ნაწილში ხდება და სწორედ იქ „დაჯდება” ქარვა – ერთი მშველელი. შემდეგ ეს მძივი „გაივლის” იმ სისხლძარღვებს, რომლებიც, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მხარეს უერთდება თავის ტვინს. მაგრამ, კიდევ უფრო საინტერესო მომენტი ის არის, რომ გულის მარცხენა პარკუჭი, ძველი ინდური წარმოდგენით, იყო სულიერების პარკუჭი, იქიდან შემოდიოდა სულიერება. ამიტომ, მარცხენა ხელიც იყო ადამიანის სხეულში კოსმოსიდან სულიერების შემომსვლელი. ეს სულიერება რომ შემოვიდეს, მან უნდა გაიაროს მარცხენა არტერია, რომლითაც სისხლი უერთდება ტვინს. ანუ, ტვინში უკვე შემოდის სულიერების ინფორმაცია და სწორედ იმ ადგილას „ზის” ქარვა. აღმოსავლური წარმოდგენით, ადამიანის აურას წრედი აქვს, სადაც არის პატარა „გადასახტომი” ადგილი და ეს სწორედ მარცხენა არტერიასთან არის. ეს იმისთვისაა, რომ ადამიანის ინერცია მუდამ ფხიზლად იყოს, რადგან, უნდა „გადახტეს,” სხვა გზა არ აქვს. ამ ნახტომს „სიცოცხლის ნახტომი” ეწოდება და ამ სიცოცხლის ნახტომშიც „ზის” ქარვა. ასეთი გამოთქმა არსებობს: ყელში ბოღმა მახრჩობსო. ბოღმა ყელში კი არა, ცოტა ქვემოთ არის, მკერდის ოდნავ მაღლა და იქაც ქარვა „ზის”. როდესაც ქარვის მძივი ჰკიდია ადამიანს, ყველა საჭირო წერტილში, სადაც უჭირს, სადაც ექმნება პრობლემები, ქარვის „სიცოცხლის კრიალოსანი“ ეხმარება. გარდა იმისა, რომ ქარვის მძივს აქვს სამკურნალო თვისება, როგორც კარგი პროფილაქტიკის საშუალება, ისეც შეგიძლიათ ჩამოიკიდოთ. როცა გვიკეთია ქარვა ყელზე და ქარვის ბეჭედი – თითზე, ამ დროს არაჩვეულებრივად საინტერესო ჰარმონია მყარდება ამ ბეჭედსა და მძივს შორის. თუ მარცხენა ხელის თითზე ვიკეთებთ ქარვას, კოსმოსიდან სულიერი ძალის შემოსვლა კიდევ უფრო ადვილად ხდება; თუ მარჯვენა ხელზე გავიკეთებთ, აქ კიდევ უფრო საინტერესო მომენტი გვექნება. მარჯვენა ხელს, განურჩევლად იმისა, ადამიანი ცაციაა თუ არა, აქვს ქმედების ძალიან ძლიერი იმპულსი. ჩვენი წინაპრები სულ ცდილობდნენ, რომ ბავშვი არ ყოფილიყო ცაცია. სინამდვილეში ისინი ცაციობას კი არ ებრძოდნენ, არამედ, რადგან მარცხენა ხელი არის სულიერების შემომტანი და ახლოსაა გულთან, არ უნდოდათ, რომ გულის გადაღლა უფრო ადრე მომხდარიყო; რომ ენერგეტიკა, რომელიც მარცხენა ხელს აქვს მთლიანად სულიერებაზე დახარჯულიყო და არა ფიზიკურ სიძლიერეზე. მარცხენა ხელი უფრო მგრძნობიარეა, ხოლო მარჯვენა იმდენივე პროცენტით ძლიერია. მარცხენა ხელით ადამიანი იღებდა საგანს და ის უკვე გრძნობდა, როგორი საგანი იყო, მძიმედ უნდა დაერტყა მისთვის თუ არა. ამიტომ, ხელებს შორის გარკვეული ჰარმონია იყო დამყარებული და, როდესაც ეს ჰარმონია იცვლებოდა, ანუ, ადამიანი ცაცია ხდებოდა, ამის წინააღმდეგ იბრძოდნენ ჩვენი მამა-პაპანი. როდესაც ადამიანი მარჯვენა ხელზე იკეთებდა ქარვის ბეჭედს, მარჯვენა ხელი, როგორც ინდოელები ამბობდნენ, ისეთი დაუნდობელი აღარ იყო და იმ ადამიანმა იცოდა, რომ ეს ძალა ბოროტად არ უნდა გამოეყენებინა. ეს ყველაფერი ახლა ჩვევებშია, მაგრამ ეს თავისებური ჰარმონია იყო ორ ხელსა და სიცოცხლის ამ ორ წრეს – ქარვის მძივსა და ბეჭედს შორის. შეგვიძლია, ქარვით გავიგოთ, ადამიანი ბოროტია თუ არა, რადგან, ქარვას არ უყვარს ბოროტი ადამიანები. ამ დროს ქარვა თითქოს თავის თავში იკეტება და მისი გამოსხივება მცირდება, არადა, ეს გამოსხივება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს სხეულს აქვს სხვადასხვა რეჟიმი და ყველა „უბანს” აქვს სხვადასხვა ტემპერატურა. ყველაზე ცხელი გვაქვს გული და ფილტვები. როცა ქარვა ადამიანში შიგნით შედის თავისი ინფორმაციით და უნდა, რომ დაეხმაროს, ის სწორედ ამ სიმხურვალეში შედის და ამიტომ მისი გამოსხივება დიდია. როდესაც ქარვა ასეთ სიღრმეში არ შედის, რადგან მათ შორის კონტაქტი არ დამყარდა, მაშინ ის ადამიანის ზედაპირზე უფრო გრილ ადგილებს აგნებს. ეს გრილი ადგილებია იდაყვი და ცხვირი და, რადგან, ტემპერატურა აქ უფრო ნაკლებია, ბუნებრივია, გამოსხივებაც ნაკლებია და შედეგიც; ამიტომ, მკურნალობის დროს ესეც გასათვალისწინებელია. 

 

скачать dle 11.3