კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ექიმს

კითხვებს პასუხობს „ჰეალაინის“ პლასტიკური ქირურგი, მედიცინის დოქტორი დეა პაპასკირი.

კითხვა: ვარ 23 წლის. გამცვივდა თმა. შეიძლება თუ არა, ამ ასაკში თმის გადანერგვა?

პასუხი: ანდროგენული ტიპის თმის ცვენის შემთხვევაში, პრობლემის მოგვარების ერთადერთ ეფექტურ მეთოდად დღეისთვის მთელ მსოფლიოში რჩება თმის გადანერგვა. რაც შეეხება ასაკს, თმის ცვენის საწყის სტადიაზე, როდესაც ჯერ კიდევ არ გვაქვს გამელოტებული უბანი, თუმცა, სახეზეა თმის ინტენსიური ცვენა, მისი სტრუქტურის გაუარესება (გათხელება, გაღიავება) და ვეღარ ვიკეთებთ სასურველ ვარცხნილობას, უნდა გამოვიყენოთ მკურნალობის თერაპიული მეთოდები, რომელთა შერჩევა ხდება მხოლოდ ექიმის კონსულტაციით. ხოლო, თუ უკვე სახეზეა გამელოტებული უბანი, გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ თმის გადანერგვაშია და ასაკს, ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს. ეს შეიძლება მოხდეს, როგორც 20, ასევე 30, 50 და 60 წლის ასაკშიც.

კითხვა: როდის ხდება აუცილებელი თმის გადანერგვა ქალებისთვის?

პასუხი: როგორც მამაკაცის, ასევე, ქალბატონების შემთხვევაში, თმის გადანერგვას მკვეთრად განსაზღვრული ჩვენებები აქვს, ესენია: ანდროგენული, ანუ, მამაკაცური ტიპის თმის ცვენა; ასევე, ნაწიბუროვანი ალოპეციაც, რომელიც ვითარდება თავის თმიან საფარველზე გადატანილი სხვადასხვა ტრავმის ან ოპერაციების შედეგად გაჩენილი სიმელოტეების შემთხვევაში (მაგალითად, როგორიც არის სახის გადაჭიმვა). ასევე, ქალები ხშირად მიმართავენ თმის გადანერგვას თმის წინა ხაზის ბუნებრივად მაღალი მდებარეობის დროსაც (ეგრეთ წოდებული „დიდი შუბლის” შემთხვევაში), შუბლის ხაზის კორექციისთვის.

P.S. თქვენთვის საინტერესო შეკითხვით შეგიძლიათ მიმართოთ კლინიკას ტელეფონის ნომერზე: 230-00-30.

скачать dle 11.3