კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კუნთებათამაშებულები – დანიშნულებისამებრ

საპარლამენტო მოთელვა

 

თუმცა უკრაინელი სამხედროები ყირიმის ნახევარკუნძულის წართმევისას ცივილიზებულად მოიქცნენ და, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო“, ამჯობინეს (რითაც, სახელდობრ, ჩვენ არცთუ ურიგო სამსახური გაგვიწიეს, რადგან ამ ფონზე 2008-ში თვით ღმერთთან მებრძოლ იაკობად წარმოვჩინდით, თუმცა ამით ჩვენს დე-ფაქტო რუკას – არანაირი შეღავათი), საქართველოს პარლამენტის ბიუროს წევრებმა სხვაგვარად განსაჯეს.

კერძოდ, გასულ კვირას გამართულ ბიუროს სხდომაზე, რომელზეც „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ (სხვათა შორის, იმიტომ რომ, როგორც აღმოჩნდა, საქართველოს პარლამენტის წევრი ისეთი რკინისებური იმუნიტეტით სარგებლობს, სულაც რომ ტერორისტული აქტები მოაწყოს, თმის ბეწვსაც ვერ შეურხევენ სამართალდამცველები), ერთმანეთს უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე და უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე წაეკიდნენ.

დაპირისპირება კი შემდეგნაირად წარმოიშვა: მაშინ, როდესაც უმცირესოელი ბ-ნი ბეჟაშვილი დეპუტატის იმუნიტეტის შესუსტებაზე აზრს გამოთქვამდა, უმრავლესოელი ბ-ნი ნიშნიანიძე რეპლიკებს ისროდა, რამაც უმცირესოელი ბ-ნი თევდორაძე გააღიზიანა („აზრზე მოდიო“). უმრავლესოელ ბ-ნ ნიშნიანიძეს კოლეგა ბ-ნი ხაბარელი გამოესარჩლა. საბოლოოდ, ვითარება პარლამენტის თავმჯდომარემ განმუხტა („მსგავსი სიტყვები ქუჩაში ილაპარაკეთ“ და არა კანონმდებელთა სავანეშიო).

საქმე თავ-პირის ლეწვამდე არ მისულა, თუმცა არც ეს არის (არც ყოფილა) უცხო ჩვენებური კანონმდებლების კანონშემოქმედებითი ცხოვრებისთვის, ხოლო, თუ ყირიმის ამბებს გავიხსენებთ, ზედაც, ჩრდილოურ მადას დავამატებთ, შესაძლოა, კუნთების თამაში პირდაპირი მნიშვნელობითაც დაგვჭირდეს, ასე რომ, ერთგვარად მისასალმებელია, თუ ოკუპანტთან შებმამდე, ჩვენი კანონმდებლები ერთმანეთზე მოითელებიან.

скачать dle 11.3