კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შინ - მამაცი...

„მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლიაო“

 

იმ მარტივი მიზეზით, რომ ცივილიზებული სამყაროს მარაქაში გვსურს გარევა, ვერ ვიტყოდი დიდს, მაგრამ ყურადღებას მაინც ვუთმობთ გენდერულ საკითხებსაც და ქალებზე ძალადობის თემასაც, ბუნებრივია, ჩვენი დასავლელი მეგობარ-კოლეგების მზრუნველი მეთვალყურეობის ქვეშ.

სწორედ მათ მიერ დაფინანსებული კვლევებით ვიგებთ, სად და რამდენად გვიჭირს. ერთი სიტყვით, ამ გაჩახჩახებულ ოცდამეერთე საუკუნეში ისეთებიც გვყოლიან, ქმრის მიერ ცოლის ცემას რომ ამართლებენ, თან, სულ – მიზეზ-მიზეზ.

რეგიონების მიხედვით სურათი შემდეგნაირია: სავსებით მისაღებად ცოლის ცემა, თუ ის ბავშვებს არ აქცევს ყურადღებას, კახეთში 12 პროცენტამდე ჰგონიათ, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 24-მდე, თბილისში კი – 6 პროცენტის ფარგლებში.

იმ შემთხვევაში, თუ ცოლი ქმარს ეჩხუბება, კახეთის 8 პროცენტისთვის მისი ცემა სავსებით ბუნებრივია. სამეგრელო – ზემო სვანეთში – 8-სთვის, ხოლო თბილისში – 3,40 პროცენტისთვის.

თუ საჭმელი დაწვა, კახელების მხოლოდ 5 პროცენტის აზრით იმსახურებს ცოლი შეხურებას, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 10 პროცენტამდე აღშფოთდება ამის გამო, თბილისში, სულ რაღაც – 1,45 პროცენტი.

თუ ცოლი სექსზე ამბობს უარს, მის ცემას კახეთში 5,80 პროცენტი გაამართლებს, სამეგრელო–ზემო სვანეთში – 6,30, თბილისში კი – 1,6 პროცენტი. ქმრის მუშტის გარეშე ვერც უნებართვოდ სახლიდან გასვლა ჩაივლის: კახეთში ამის გამო ცოლის ცემას გამართლებულად 7,3 პროცენტი მიიჩნევს, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 4,2, თბილისში კი – 1,40 პროცენტი.

სამწუხაროდ, კვლევა არაფერს ამბობს, რა შემთხვევაში გაიმეტებდნენ ცოლები თავიანთ ქმრებს საცემად.  ასეა თუ ისე, ეს არ არის მხოლოდ ციფრები, რეალურად, ცოლებზე ქმრების მიერ ძალადობის სტატისტიკა გაცილებით მძიმეა, რაც ბუნებრივად ბადებს რიტორიკულ კითხვა-შეგონებას: ნეტავ, ოკუპანტების ცემის სურვილი რად არ უჩნდებათ, ვითომ იმიტომ, რომ მათ ხელის უშნოდ შემობრუნება იციან?! 

скачать dle 11.3