კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მამინაცვლის“ ეშხით

მამადავიწყებული მეზობლებიც

 

მას შემდეგ, რაც რფ-მ ყირიმი დედის რძესავით შეირგო, ხოლო დასავლეთი აღშფოთდა და ისიც კი გაგვიმხილა, რუსეთი ამაზე არ გაჩერდებაო, რფ-ს ერთგულმა მოკავშირეებმა ყირიმის რეფერენდუმი ისეთივე სისწრაფით აღიარეს, როგორითაც რუსეთმა მიიერთა (ოკუპანტების ენაზე თუ ვიტყვით: „ნე ოტხოდია ოტ კასსი“).

სახელდობრ, ჩვენი დიდი ხნის მეზობელი სომხეთის პრეზიდენტმა სიტყვასიტყვით გაიმეორა თავისი რუსი კოლეგის სიტყვები და უკრაინისთვის ყირიმის აწაპვნას, არც მეტი, არც ნაკლები, „ხალხთა თვითგამორკვევის მორიგი ნათელი მაგალითი“ უწოდა.

როგორც სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გვამცნო, პრ-ებს (პუტინსა და სარგისიანს) ტელეფონით უსაუბრიათ (ოღონდ დიალოგი ამ უკანასკნელის ინიციატივით გამართულა). თუმცა მათი ამოდ მოსასმენი საუბარი მხოლოდ ამით არ ამოწურულა: ის ნაბიჯებიც განუხილავთ, რაც წარმატებით დაასრულებს სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანებას. თუმცა, მაგალითად, თვით რუსი ექსპერტების აზრითაც კი, სომხეთმა, ფაქტობრივად, დაკარგა სახელმწიფოებრიობა, ხოლო საბაჟო კავშირში გაწევრიანება მოსახლეობას მატერიალურადაც დააზარალებს.

როგორც უნდა იყოს, ბუნებრივია, ეს მათი საქმეა, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ, სახელდობრ, სომხეთს ჯერაც არ უღიარებია ყარაბაღის დამოუკიდებლობა (თუმცა ყირიმის პრეცედენტს ლამის ვლ. პუტინის მიერ შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერამდე მიესალმა), როგორც ჩანს, ჩვენს სამეზობლოში არც „მამადავიწყებულების“ ნაკლებობას უჩივიან და არც მამინაცვლის მზის დამფიცებლებს?! – 

скачать dle 11.3