კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

– ჩვენთან გადასარევი ახალი მეზობელი გადმოვიდა – ინტერნეტი გაიყვანა, და ვაიფაიზე პაროლი არ უდევს.

***

ზარი ტელეფონზე.

– მამი, ჩვენმა მორაგბეებმა კიდევ მოიგეს?

– კი, შვილო, რა თქმა უნდა...

– დედას მიეცი ყურმილი!

– დე, ხომ მოისმინე, მამა თანახმაა, ღამის ბარში წავიდე...

***

მიხო სოფლის ორღობეში გარბის, ხელებს იქნევს და ბურდღუნებს:

– ამაი როგორ აუხსნი და იმართლებ თავსა, კაცო, დააჯერებ, რო?! მაგი დედა ვატირე, რაღა შამაირიგებს ახლა...

– სად გარბიხარ, მიხო... რა გჭირს, ჯო? – შეეხმიანა ღობესიქიდან მიტუა.

– რაღა რა მჭირს, კაცო… ამ დილასა მარომ მითხრა, სხვა საქმე მაქვს და ძროხა შენ მოწველეო... მეც მივუჯექი, ვწველავ, ჰკრა წიხლი ლამაზომ ვედრასა, წააქცია... მოვიხსენი ფეხსაცმელზე შნუროკი, მივაბი ბაგაზე... განვაგრძე წველა... ახლა მარცხენა ფეხი ჰკრა... მეორე შნუროკითაც მივაბი... თრახ და, სახეში კუდი მამხვდა... მოვიხსენი ქამარი და კუდიც მივუბი, მაგრამა შარვალი ჩამძვრა და…ამ დროს მაროც არ შემოვიდა?!

***

ტიპი სადარბაზოდან გამოვიდა და კედელზე ფურცელი გააკრა: „აქ მანქანას ნუ დააყენებთ, თორემ საბურავებს დაგიხვრეტთ!“ მერე მშვიდად ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. საღამოს, სამსახურიდან დაბრუნებული ხედავს – სწორედ თავის მანქანის დასაყენებელ ადგილზე ასფალტის სატკეპნი დგას! კედელზე გაკრულ ფურცელზე კი მიწერილია: „წარმატებებს გისურვებ, ძმაო!“

***

– თუ შენ ფიქრობ, რომ დაგნებდი და ხელები ჩამოვუშვი, ცდები – „მანტიროვკის“ ასაღებად დავიხარე!

***

საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა. მეხანძრეებმა ჩააქრეს და წასვლისას მთავარ ექიმს მოახსენეს:

– ყველა კერა ჩავაქრეთ. მსხვერპლი არის – 8 ადამიანი დაშავდა, მათგან 5 გარდაიცვალა, 3 მდგომარეობიდან გამოვიდა.

მთავარ ექიმს გული წაუვიდა. მოსულიერების შემდეგ კი ძლივს თქვა:

– მდგომარეობიდან როგორ გამოიყვანეთ, ხანძარი ხომ მორგში იყო.

***

ახალი დიეტა – პირველი სამი დღე – მხოლოდ ბოსტნეული, შემდეგი 7 დღე – მხოლოდ ხილი, შემდეგი 10 დღე – მხოლოდ მინერალური წყალი, შემდეგ – 40, მერე – წლისთავი...

***

…ჩემმა შეყვარებულმა თქვა, რომ დაბადების დღეზე მაგარ სიურპრიზს მიმზადებს – ო, რა ეშმაკია... იძულებული ვარ, ხუთი თვე კიდევ შევხვდე…

***

მიხო მიტუას ვალს არ უსტუმრებს... გადაწყვიტა, სახლში მიაკითხოს... იმ დროს მივიდა, მიხოს ცეცხლზე დიდი ქვაბი შემოუდგამს ახალდაკლულ ბურვაკს ხარშავს…

– ვალის გადახდას აღარ აპირებ, ჯო? – ვერ მოითმინა და პირდაპირ აჯახა მიტუამ.

– აბა, როგორა, მიტო… ფეხებით რო დამკიდო კაპიკი არ გადმამვარდება...

– რა ვი, ბურვაკ კი კარგად ხარშამ?!

– ჰოდა, მაგიტომაცა. შიმშილით მაინცა კვდებოდა – ვერაფერ ვაჭმევდი…

***

– მე შენთვის მხოლოდ კონკია ვარ – ვრეცხო, ვალაგო, ვასუფთაო, საჭმელი გიკეთო...

– ხომ გეუბნებოდი, გამომყევი და ისე გაცხოვრებ, როგორც ზღაპარში-მეთქი…

***

მიდის ხელმწიფე სოფელში ამალით. ხედავს, ყანაში ახალგაზრდა გლეხი მუშაობს – თავისი ასლია...

დაუძახა, და ეკითხება:

– შემთხვევით, დედაშენს მეფის კარზე ხომ არ უმუშავიაო…

– არა, თქვენო უდიდებულესობავ, დედა არა, მამაჩემი მუშაობდა...

***

ბიჭი უკან მიჰყვება გოგოს, როგორც იქნა გაბედა და ეუბნება:

– გოგონი, შეიძლება, გაგიცნოთ?

– არა! – შემობრუნდა გოგო.

– ვახ ჩემი! კიდევ კარგი…

скачать dle 11.3