კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო ამთავრებდა საპირისპირო სქესთან სასიყვარულო ურთიერთობას ნოდიკო ტატიშვილი და როდის ხდება ის ქალთან ურთიერთობისას ეგოისტი და ეჭვიანი

„იმედის“ ეთერში ახალი შოუ – „ორი ვარსკვლავი“ დაიწყო, რომელშიც  პროფესიონალ მომღერალს პარტნიორობას არაპროფესიონალი უწევს. მისი ერთ-ერთი მონაწილე ნოდიკო ტატიშვილია, რომლის მეწყვილე მსახიობი გოგოლა კალანდაძეა. ნოდიკო ამჟამად, ამ პროექტის გარდა, თავის ახალ დისკზე მუშაობს, რომელიც წინასგან რადიკალურად განსხვავებული და საინტერესო იქნება. 

 

ნოდიკო ტატიშვილი: ნოესგან სულ მქონდა შემოთავაზება: იცეკვე, იცეკვეო – „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ ვგულისხმობ. მაგრამ უარზე ვიყავი: არა, სირცხვილია, როგორ ვიცეკვო-მეთქი. ძალიან კარგი პროექტია, რეიტინგული, ბევრი ხალხი უყურებს და ზუსტად ამის გამო მერიდებოდა ცეკვა. თუმცა, ვივარჯიშებდი, რაღაცას ვიზამდი, მაგრამ მე „რაღაცეები“ არ მაკმაყოფილებს, ამიტომ ვუთხარი უარი. თუმცა, მეორე უკიდურესობა მაქვს, როცა რაღაცას გადავწყვეტ, მერე ყველაფერს ვიზამ, რომ ის ძალიან კარგად გავაკეთო. იმ დროს ცეკვის ნერვები არ მქონდა. ჩემი ნერვული სისტემა ვერ გაუძლებდა ამ ამბავს. ახალი პროექტი კი ჩემი პროექტია. რაც მთავარია, ეს არ არის ჩემი კონკურსი, აქ პროფესიონალი მომღერალი უნდა მიეხმაროს არაპროფესიონალს, ცნობილ სახეს. ანუ, ეს გოგოლას კონკურსია. მეუბნებიან, ახლა მანქანას მოიგებ და ასე შემდეგ. მე არ ვიგებ მანქანას, იგებს მეწყვილე, ანუ ის, ვინც არ არის პროფესიონალი მომღერალი. 

– კმაყოფილი ხარ პირველი კონცერტით? 

– პირველ კონცერტზე ყველა ნერვიულობდა. ცალსახად შემიძლია აღვნიშნო, რომ რეპეტიციებზე ყველას ნამღერი ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე „ლაივზე“. ეს იყო მათი პირველი გამოსვლა და თან, რომ იცი, კამერებს მიღმა 3 მილიონი ადამიანი გიყურებს, დარბაზში კი დაახლოებით 600-700 კაცი ზის, ეს მათთვის დიდი სტრესია. ჩემთვისაც სტრესი იყო მაშინაც, როცა ვიწყებდი. მაგრამ, ახლა, სცენაზე რომ გამოვდივარ, ყველაზე ბედნიერი ვარ, რადგან ვხედავ მაყურებელს, კამერებს. მაგრამ ამ ყველაფერს ვერ მოსთხოვ მათ, ვისთვისაც ეს უცხოა. 

– თუმცა, შოუს შემდეგ მათი მიმართულებით ძალიან დიდი კრიტიკა წამოვიდა, უფრო სწორად, ლანძღვაც.

– როდესაც ადამიანს ლანძღავ, მით უმეტეს, არაპროფესიონალი, მაშინ თავხედი ხარ. ჯანსაღი კრიტიკა ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია. მე მიყვარს კარგი კრიტიკა, ოღონდ იმისგან, ვისაც აზრი მოეკითხება და არა იმისგან, ვინც ცუდ ხასიათზეა, ვისაც ლანძღვა უნდა, თავად შეუმდგარია, ან ამ პროექტში ვერ მოხვდა. არ შეიძლება, გააკრიტიკო ამ შემთხვევაში გოგოლა, ან მამუკა ლომაშვილი, ან დალი ჩიტალაძე, ნებისმიერი... ეს აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის. ეს ხომ მათი საქმე არ არის და უბრალოდ, ცდილობენ, გააკეთონ. რომ ნახოს მაყურებელმა, ამას როგორ ცდილობენ, შეიძლება, გადაირიოს. გოგოლა არაჩვეულებრივი პარტნიორი და, უპირველეს ყოვლისა, არაჩვეულებრივი ადამიანია. ჩვენ ურთიერთობის რამდენიმე წელი გვაკავშირებს, დუეტიც გვაქვს ჩაწერილი. იმდენად მოწესრიგებულია, გამორიცხულია, დააგვიანოს რეპეტიციაზე, არ იცოდეს ტექსტი, ან სიმღერა, ანდა სახლში არ იყოს ნამეცადინები. რეპეტიციაზე ძალიან კარგი იყო, მაგრამ საშინლად ღელავდა. თან, შემდეგ ჩათვალა, რომ ძალიან ცუდად იმღერა და ამაზე უფრო მეტად ინერვიულა. მე ავუხსენი, რომ ეს ასე არ იყო, უბრალოდ, ემჩნეოდა, რომ ძალიან ღელავდა, მაგრამ მაინც ვერ დავაჯერე. ღელვა ადამიანს ყოველთვის უკან სწევს. მეორე სიმღერაზე ძალიან მშვიდად ვართ, რადგან, არ მახსოვს ამ სიმღერის დროს რეპეტიციაზე გოგოლას რამე არ გაეკეთებინა სწორად. ძალიან კარგად მღერის და იმედია, ისე აღარ ინერვიულებს. ჩემთვის პრიორიტეტულია, გოგოლამ კარგად იგრძნოს თავი. როცა სიმღერებს ვირჩევთ, თუ გოგოლა მეტყვის: ეს არ მინდაო, მეც ვითვალისწინებ. ჩემთვის პარტნიორობა არ არის უცხო. ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა იმ მხრივ, რომ, ვინც კი მყოლია პარტნიორი, ყველა არაჩვეულებრივი ადამიანი და ასევე პროფესიონალი მომღერალი იყო. არ იცი, მე და სოფო გელოვანს რა გვჭირს...

– რა გჭირთ? 

– ჩვენ ხომ დუეტი არ ვართ, მაგრამ იმდენად მიყვარს სოფოსთან სიმღერა, ვერაფრით ვეგუები, სხვასთან რომ მღერის. ვერც ის ეგუება, მე რომ სხვასთან ვმღერი. ფოტოებს რომ დებს, ვუკომენტარებ: ნუ დებ მასთან გადაღებულ ფოტოებს. ძალიან კარგი ბიჭია, კარგად მღერის, სოფო კმაყოფილია, მაგრამ ვერ ვეგუებით, რომ სხვებთან გვიწევს სიმღერა. 

– ეგოისტი ხარ აშკარად. 

– ეგოისტი ვარ, თუმცა არა ავადმყოფურად. მესაკუთრეც არ ვარ. მაგალითად, დედაჩემი და მამაჩემი ჩემს დას რომ ჩაეხუტებიან, აკოცებენ, კი არ მწყინს, პირიქით, ძალიან მიხარია, მაგრამ, მინდა, მეც ჩამეხუტონ და მომეფერონ. როდესაც სახლში მივდივარ, დედას თუ ღვიძავს, იცის, რომ თუ არ მოვა, არ მაკოცებს და არ მომეფერება, ისე ვერ დაიძინებს, რადგან ძალიან გავბრაზდები. ამის გამო გამიღვიძებია კიდეც: შევსულვარ მის საძინებელში, მიკოცნია და გამოვსულვარ. 

– სიყვარულიც ეგოისტური იცი? 

– სიყვარულში ვარ ეგოისტიც და ზომიერად ეჭვიანიც. თუმცა არ ვსვამ ისეთ კითხვებს, როგორიცაა: სად მიდიხარ, იქ ვინ იქნება. როცა ლამაზი ქალის მიმართ სიმპათიები გაქვს, სიმპათიების იქითაც ხარ, სამომავლოდ რაღაცეებზე ფიქრობ, ამ შემთხვევაში, ეჭვიანიც ხარ და ეგოისტიც. არა მხოლოდ მე, არამედ ყველა მამაკაცი ასეა. მეც მიყვარს სითბო, ყურადღება. მაგრამ ვისთანაც ურთიერთობა მქონია ამ წლების განმავლობაში, ყველასთან სწორედ ეჭვიანობის გამო მიფუჭდებოდა.

– ისინი ეჭვიანობდნენ? 

– ისინი. ყველა ურთიერთობა, სერიოზული იყო თუ არასერიოზული, ძალიან მალე მთავრდებოდა და მესმის, ესეც ლოგიკურია. როდესაც ვიღაცასთან ერთად გხედავენ სადღაც, თან ჩვენს სფეროში ძალიან ბევრი ლამაზი ქალია, ისიც იციან, როგორი ვარ, როგორ მიყვარს ჯენლტმენობა, მერე ამაზე სულ გიჟდებოდნენ. რამდენჯერმე თვითონ დავამთავრე ურთიერთობა, რადგან გავგიჟდი. ყველაზე შეურაცხმყოფელი იყო კითხვა: აბა, სად ხარ? 

– შენ არ სვამ ამ კითხვას? 

– როგორ არა, მაგრამ კითხვის ინტონაცია არ უნდა იყოს გამაღიზიანებელი: ჰა, ახლა გამოგიჭირეო. ასევე, არ მიყვარს, როცა რეკავენ და მეკითხებიან: სად ხარ? მეც მაქვს ცუდი თვისება, მიყვარს ასეთი კითხვების დასმა, ოღონდ არა იმ ინტონაციით, რომ ვიღაც რაღაცაში გამოვიჭირო, არამედ მინდა, ვიცოდე: სად არის, რას აკეთებს. ეს არ ნიშნავს, რომ ვეტყვი – იქ არ წახვიდე, აქ არ წამოხვიდე-მეთქი.

– შენი შეყვარებულობის თემა ძალიან პოპულარული გახდა. თუმცა, ამაზე აღარაფერს გეკითხები, უბრალოდ, მაინტერესებს, როგორ რეაგირებს, ახალ პროექტს შენი დროის დიდი ნაწილი რომ მიაქვს და მისთვის  აღარ გრჩება. 

– რაც შეეხება სიყვარულის თემას, გადავწყვიტე, ამაზე აღარ ვისაუბრო. დროის დეფიციტი კი ყოველთვის მქონდა და ესეც გამხდარა ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი. თუმცა, ამ შემთხვევაში, არაფერი გაფუჭებულა. გოგოლასთან დაკავშირებითაც არ აქვს პრობლემები. სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს. ამ ურთიერთობაში ვერ დავინახე: ვერც ეჭვიანობა, ვერც ეგოისტობა – კარგი, თავისუფალი ურთიერთობა გვაქვს. სამომავლო პერსპექტივებზეც არ ვსაუბრობთ. ვალდებულებები, პასუხისმგებლობები არის, მაგრამ მძიმე და აუტანელი – არა. ორივე კარგად ვგრძნობთ თავს. არ არის ძალიან აქტიური გოგონა, მატრაკვეცები, რომ არიან. განათლებული, გაწონასწორებული, სერიოზული გოგონაა, რაც ძალიან მომწონს. დროის დეფიციტიც არ არის ჩვენთვის პრობლემა, რადგან ვფიქრობ: თუ გინდა, დროის გამონახვა არასდროს გაგიჭირდება. 

– კონკურსს დავუბრუნდეთ. ამ პროექტს ვიღაც აუცილებლად მოიგებს. ეს ადამიანი რომ არ იყოს შენი მეწყვილე, როგორი რეაქცია გექნება? შენ გამარჯვებებს ხარ მიჩვეული და არ გიყვარს, როდესაც აგებ... 

– ცოტა მამშვიდებს ის ფაქტი, რომ ეს არ არის ჩემი კონკურსი. ჩემი კონკურსი რომ იყოს, წაგებას ვერაფრით გადავიტანდი. ახლა გოგოლაზე ვარ გადართული და ვერ გადავიტან, რომ გამოვარდეს. ამიტომ, ყველაფერს ვიზამ. სამომავლოდ ისეთ რაღაცეებს ვგეგმავ, გოგოლას გულისთვის ისეთი ნოდიკო ვიქნები, როგორიც მაყურებელს არასდროს უნახავს. ასე რომ, ვისაც მოსწონს ჩვენი დუეტი, დაგვირეკეთ ნომერზე: 95 211.

 

скачать dle 11.3