კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საქართველო ირბენს მსოფლიოსთან ერთად

2014 წლის 4 მაისს გაიმართება სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და  უნიკალური ღონისძიება – Wings for Life World Run, რომელშიც ქველმოქმედებისთვის მთელი მსოფლიო გაერთიანდება, საქართველო კი მისი ნაწილი გახდება.

4 მაისს, საქართველოს დროით 14:00 საათზე, 5 კონტინენტის 40 სხვადასხვა ქვეყანაში ასიათასობით მორბენალი ერთდროულად დაიწყებს სირბილს. ამ დროს კალიფორნიაში დილის 3 საათი, ტაივანში საღამოს 6 საათი, ავსტრალიასა და ტოკიოში კი დილის 4 საათი იქნება.

Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ფინიშის ხაზი. სპორტის ისტორიაში მსგავსი ღონისძიება ჯერ არ ჩატარებულა. ტრადიციული ფინიშის ხაზის ნაცვლად იქნება სპეციალური „ფინიშ-მანქანა“, რომელიც სტარტიდან 30 წუთის შემდეგ დაიწყებს სვლას და იმოძრავებს წინასწარ დადგენილი სიჩქარით (15 კმ/სთ - 20 კმ/სთ - 25 კმ/სთ). როგორც კი ფინიშ-მანქანა გადაუსწრებს რომელიმე მორბენალს, ის ავტომატურად ეთიშება შეჯიბრებას.

„მსოფლიო რბენაში“ მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია – როგორც მოხალისე მორბენლებს, ასევე, პროფესიონალ სპორტსმენებს. საქართველოში მონაწილეების სავარაუდო რაოდენობაა 2 000-3 000, მსოფლიოში კი – 200 000-ზე მეტი მორბენალი. 

4 მაისი, 14:00, საქართველო, კახეთი: მონაწილეები ირბენენ ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით, ფინიშ-მანქანის დაწევამდე. 

მსოფლიო რბენის შედეგად 2 გამარჯვებული (ერთი ქალი და ერთი მამაკაცი) გამოვლინდება. ისინი აღიარებულნი იქნებიან Wings for Life World Run-ის გლობალურ ჩემპიონებად და საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო. საქართველოს ეტაპის 2 გამარჯვებულს კი შესაძლებლობა მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს 2015 წლის რბენაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომელსაც თვითონ აირჩევს.

მონაწილეებს შორის იქნებიან: „ფორმულა 1-ის” ლეგენდარული მძღოლები სებასტიან ვეტელი და დევიდ კულჰარდტი, მოთხილამურე ლინდსი ვონი, ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი სირბილში კოლინ ჯექსონი და სხვა ცნობილი სპორტსმენები – Wings for Life World Run-ის კეთილი ნების ელჩები მთელი მსოფლიოდან.

საქართველოში კეთილი ნების ელჩები არიან: საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი, სეულის ოლიმპიადის პრიზიორი სირბილში მაია აზარაშვილი, ინტელექტუალი გიორგი ბაქრაძე, სერგი გვარჯალაძე, სამორი ბალდე, დავით ქაცარავა, ნიკა გრიგოლია. პროექტში აქტიურად ჩაერთნენ კალათბურთელები: ზაზა ფაჩულია, თორნიკე შენგელია, ვიქტორ სანიკიძე, ანატოლი ბოისა, კოტე ტუღუში; ფეხბურთელები: აჩი და შოთა არველაძეები, ლევან კობიაშვილი, ზურა ხიზანიშვილი, გიორგი ლორია; მორაგბეები – მამუკა გორგოძე და დავით ზირაქაშვილი; ძიუდოისტები – ვარლამ ლიპარტელიანი და ადამ ოქრუაშვილი,  წყალბურთელი რევაზ ჩომახიძე და სხვა ცნობილი ქართველი სპორტსმენები. 

ღონისძიებიდან შემოსული სრული თანხა გადაეცემა Wings for Life-ის ფონდს, რომელიც აწარმოებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. Wings for Life-სა და Red Bull-ის საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ღონისძიების შედეგად შეგროვებული ფულის Wings for Life-ის ფონდში გადარიცხვას EMS (European Merchant Services) საგადასახადო სისტემის გავლით.

მონაწილეობის საფასურია  20 (ოცი) ლარი. რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებ-გვერდზე: www.wingsforlifeworldrun.com, 2014 წლის 20 აპრილის ჩათვლით.

скачать dle 11.3