კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

მშობლებზე ნაწყენი ვარ

ძალიან დიდი ხანია, გულნატკენი ვარ მშობლებისგან. ხშირად წყენისგან ღამეებს ტირილში ვათენებ. დიდხანს ვიფიქრე, მომეწერა თუ არა თქვენთვის ამის შესახებ, ბოლოს კი მაინც გადავწყვიტე და, აი, გწერთ ჩემი სატკივარის შესახებ.

მყავს ტყუპისცალი ძმა. ჩვენ ორის მეტი ჩვენს მშობლებს შვილები არ ჰყავთ. ვართ 16 წლის, გაისად სკოლას ვამთავრებთ. რა თქმა უნდა, ერთ კლასში ვსწავლობთ. მე პირველი კლასიდან ფრიადოსანი ვიყავი, გოგიტა მერვე კლასამდე კარგად სწავლობდა, მერე კი აურია – საერთოდ აღარ მეცადინეობდა. ამიტომ, მშობლებმა გადაწყვიტეს, მისთვის ყველა საგანში რეპეტიტორი აეყვანათ, თუმცა, დიდად არ დასტყობია. დედაჩემმა მიზნად დაისახა, გოგიტა ინგლისში ან ამერიკაში გაუშვას სასწავლებლად, ამიტომ, ინგლისურში მეორე მასწავლებელიც აუყვანა (ერთი მასწავლებელი პირველი კლასიდან ჰყავდა); მე კი არც ერთ საგანში არ მყავს რეპეტიტორი, რადგან, როგორც ჩემი მშობლები ამბობენ, მე ისედაც კარგად ვსწავლობ და ფული ტყუილად რატომ უნდა გადაყარონ; გოგიტა კი ძალიან ნიჭიერია, მაგრამ, თავისებური (ეს სიტყვა ყოველთვის მაღიზიანებდა, რადგან, ამით ჩემი ძმის უსაქმურობასა და უდარდელობას ნიღბავდნენ) და, ამიტომ, აუცილებლად სჭირდება ხელის წაშველება და წახალისებაო. „ხელის წაშველება“ რეპეტიტორების აყვანას ნიშნავდა, „წახალისება“ კი – მისი ყველა სურვილისა და მოთხოვნის უსიტყვოდ შესრულებას, დაწყებული კვირაში ერთხელ ახალი ტანსაცმლის ყიდვით, დამთავრებული ყოველდღე ჯიბის ფულის მიცემით, რაც 20 ლარზე ნაკლები არასდროს იყო. მე კი წლიდან წლამდე ერთი და იგივე ტანსაცმელი მაცვია და სკოლაში ან სადმე სხვაგან რომ მივდივარ, გზის ფულს ხურდებით მაძლევენ, რომ ზედმეტი ათი თეთრი არ გადმოჰყვეთ. ეგ კი არა, ბავშვობიდან ვეხვეწები, მეც მატარონ ინგლისურის მასწავლებელთან, მაგრამ, სულ იმას მეუბნებიან, ამდენის საშუალება არ გვაქვს, შენ თვითონ იმეცადინეო. თვითონ კი ვმეცადინეობ, მაგრამ, მეც ამათი შვილი არ ვარ? ასე რატომ გვასხვავებენ ერთმანეთისგან?! დაფიცების დროსაც, შვილებს კი არ იფიცებენ, „გოგიტას გეფიცებიო“, – ამბობენ. ყველაფერი იმისთვის ემეტებათ, მე კი მარტო იმას მეუბნებიან, შენ ხარ ჩვენი პატრონი, შენ უნდა მოგვიარო სიბერეშიო.

საერთოდ, მშობლების ქონებაზე არასდროს მიფიქრია – არ ვარ ჯერ იმ ასაკში, ეს საკითხი მაღელვებდეს, მაგრამ, ამას წინათ ისეთი რამე გავიგე, რამაც ძალიან მატკინა გული. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მე და გოგიტამ ვიჩხუბეთ: ჩემს ოთახში ვიყავი და ვმეცადინეობდი, ის კი შემოვიდა, თავისი მუსიკები ჩართო და ხმაური ატეხა. მე ნერვები ამეშალა და ვუთხარი, ახლავე გადი ჩემი ოთახიდან, შენს ოთახში რამდენიც გინდა, იმდენი აღრიალე ეგ შენი მაგნიტოფონი-მეთქი. ის კი მომიბრუნდა და მითხრა: შენი ოთახი არ არსებობს, გუშინ მთელი ბინა მე გადმომიფორმეს და, ჭკვიანად იყავი, თორემ, იქით გაგაგდებო. ზუსტად ვიცი, რომ არავინ არსად არ გამაგდებს, მაგრამ, რატომ დამიმალეს ასეთი რამ? ასე რომ ასხვავებენ შვილებს, იმის მაინც არ ეშინიათ, რომ, შეიძლება, ტყუპ და-ძმას შორის ურთიერთობა დაიძაბოს და მტრობაშიც კი გადაიზარდოს?!  სხვა თუ არაფერი, ხომ შეიძლება, უბინაო ბიჭს გავყვე ცოლად, მაშინ რა უნდა ვქნა, მე ქირით ვიცხოვრო, ჩემმა ძმამ კი ხუთოთახიან ბინაში იჭენაოს? სადაური სამართალია? და, ამ ყველაფრის შემდეგ, უფლება აქვთ, თქვან, კარგი მშობლები ვართო? როგორ შეიძლება შვილების განსხვავება? ტყუპები რომ არ ვიყოთ, ვიფიქრებდი, რომ მე ნაპოვნი ან აყვანილი შვილი ვარ, მაგრამ, ასეც რომ იყოს, თუკი აიღეს პასუხისმგებლობა და მიშვილეს, ასე უნდა მომექცნენ?!

ანანო, 16 წლის.

скачать dle 11.3