კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„შენ აფრენ“

ასოთი შეწუხებული

 

დალაგებული აზრების სიუხვეს არც ადრე უჩიოდა და ახლა ხომ – მით უმეტეს. ჰოდა, რაკი არ უჩივის, „ელ დე პე ერის“ ლიდერმა ინიციატივა ინიციატივაზე დაახვავა – მეორე მხრივ, თავისი ქვეყნის ზომა შეუშლიდა ხელს თუ ეთიკის ნორმები?!

არც შეუშლია, ამიტომაც, ვლ. ჟირინოვსკიმ, სახელდობრ, გასულ კვირას, აქედან – რუსული ანბანიდან მაგარი „ი-ს“ ამოღება გადაწყვიტა (რამეთუ ამ ასომ შეაწუხა), იქიდან – ყარაბაღის რფ-სთვის შეერთება, თუმცა განსხვავებული მოტივებით.

მისი აზრით, მაგარი „ი“, იმას გარდა, რომ მონღოლური გადმონათშია (როგორც თავად ამბობს, მსგავს ბგერებს მხოლოდ მხეცები გამოთქვამენ – ), სწორედ ამ „აზიური საზიზღრობის“ გამო არ უყვართ რუსები ევროპაში (იდეალური გამოსავალია!).

სავსებით ბუნებრივია, რაკი ევროპელების გულის მონადირების გზა გამონახა, უყურადღებოდ არც პოსტსაბჭოელები დაუტოვებია. კერძოდ, როგორც თავად ამბობს, რაკი სომხეთი და აზერბაიჯანი ვერასდროს მოილაპარაკებენ ყარაბაღის შესახებ, საუკეთესო გამოსავალი ყარაბაღის რფ-სთან მიერთებაა.

მომყავს ციტატა: „არც სომხები იქნებიან ნაწყენები და აზერბაიჯანელებსაც მოუწევთ შეგუება, იმიტომ რომ ყარაბაღი სომხეთის კი არა, რუსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდება.“

უფრო მეტიც, რფ-ს უპირველესი „ელდეპეერელი“ დარწმუნებულია, რომ კონფლიქტების მოგვარების საუკეთესო საშუალება სადავო ტერიტორიების რუსეთის ფედერაციაში მიღებაა, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ დნესტრისპირეთი ახსენა (ვეჭვობ, რიგში მოლდოვას შემდეგი ავტონომია გაგაუზიაა).

საერთოდაც, ყველას მოგვიწოდა, დაგვიბრუნდითო: „ყველას გპირდებით დემოკრატიას, უზრუნველყოფას, უსაფრთხოებას და ვიცხოვრებთ კარგად, უფრო და უფრო კარგად.“   

ჩვენ არ ვიცით, რამდენად ემთხვევა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვლ. ჟირინოვსკის აზრები მისი სეხნია პუტინისას, როგორც არც ის, თუ რატომ აითვალწუნა ახლა უკვე საკუთარი (ანბანის) ასოები?!

скачать dle 11.3