კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მადაჩამცხრალები

„შინ მამაცი, გარეთ მხდალი“

 

მაშინ, როდესაც დანარჩენი სამყარო უკრაინის ბედით იყო (და არის) შეშფოთებული (ზოგი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას დარდობდა, იყვნენ ისეთებიც, დაშლას რომ მიესალმებოდნენ, ყირიმი კი გამოყოფისა და ჩრდილოეთთან შეერთებას ლამობდა), საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქუთაისის სტადიონზე მომხდარ ინციდენტს განიხილავდა (ინციდენტი ეძახე და, ქუთაისელი გულშემატკივარი, თავდაპირველად, მოედანზე შეიჭრა, მოგვიანებით კი თბილისელ გულშემატკივრებს ქვებიც დაუშინა).

რაკი საქმეში პოლიცია ჩაერია, ინციდენტიც ამოიწურა: სპორტული სანქციებიც დაწესდა (ქუთაისის „ტორპედოსა“ და ქუთაისის სტადიონისთვის) და სამართლებრივიც (კუნთებათამაშებული და ტვინგახურებული, გულშემატკივრებად წოდებული ხულიგნებისთვის).

ჩვენ არ ვიცით, გაანელებს თუ არა ვნებებს ზემოხსენებული სანქციები, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს თბილისელი და ქუთაისელი გულშემატკივრების პირველი „შერკინება“ არ არის და, თუ ქუთაისელ გულშემატკივრებს ვერწმუნებით, ამით შური უძიებიათ თბილისელ კოლეგებზე.

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ აფხაზეთში სტატიკური ოკუპაცია იფურჩქნება, შიდა ქართლში კი – მცოცავი და ამ ყოველივეს ზემონახსენები „შურისძიების“ კონტექსტში განვიხილავთ, ლოგიკური იქნებოდა, შურის საძიებლად ოკუპანტებისთვის მიეკითხათ (თუ, მაინცდამაინც, გული ერჩით), თუმცა ისიცაა, ჯავრის ამოყრა შინაურებზე უფრო უსაფრთხოა, რადგან, რუსის ჯართან (როგორც ოკუპანტების ენაზე იტყოდნენ), როგორც ჩანს, „კიშკა ტონკა“?! 

скачать dle 11.3