კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალების შეჯიბრåება სარვამარტოდ რუსთავის ავტოდრომზე

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომმა და კომპანია „ვისოლ ჯორჯიამ” 8 მარტს ქალებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყო. ცნობილი და არაცნობილი ქალები შეიკრიბნენ იმისთვის, რომ მონაწილეობა მიეღოთ საავტომობილო შეჯიბრებაში, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მამაკაცურ სპორტის სახეობად ითვლება და კიდევ ერთხელ დაემტკიცებინათ მათთვის, რომ ავტომობილის მართვა და კიდევ ბევრი სხვა „მამაკაცური” საქმე არანაკლებ კარგად და ზოგჯერ უკეთესადაც გამოსდით. ავტოდრომზე თავი მოიყარეს ულამაზესმა ქალბატონებმა: მანიკა ასათიანმა, ირინა ონაშვილმა, ლალი ტოტიკაშვილმა, ეკო ფანგანმა, ნინო ხაჟომიამ, ლიზა ვადაჭკორიამ, ეკა სამხარაძემ და სხვებმა. როგორც შეჯიბრების ორგანიზატორებმა გვითხრეს, ქალები ხშირად არიან „შემჩნეულები” ავტომობილის მართვისას მაკიაჟის კეთებაში. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი ფიგურის გავლისას, მონაწილეებს მოუწიათ ავტომობილის ექსტრემალურ სიტუაციაში მართვა და თან პომადის წასმა. ამან დიდი აჟიოტაჟი და მხიარულება გამოიწვია. 

მევლუდ მელაძე: საჭესთან მაკიაჟის გაკეთება კანონით არ ისჯება, მაგრამ, გვინდოდა, ქალებისთვის გვეჩვენებინა თუ რამდენად ზღუდავს და უშლის ეს ხელს ავტომობილის მართვას; მით უფრო, თუ სრულიად მოულოდნელად საავარიო სიტუაცია შეიქმნა, ავტომობილზე მობილიზება ძალიან ძვირფას და საჭირო დროს წაგართმევთ. თუმცა, აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ქალები არაჩვეულებრივი მძღოლები არიან.

მონაწილეებს „ვისოლ ჯორჯიასა” და ავტოდრომის ხელმძღვანელობისგან უამრავი პრიზი გადაეცათ.

скачать dle 11.3