კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“გვირილა„ და აქცია “ლუქ ლაიქ იუ„, ანუ “დაგემსგავსო შენ!„

 

6 მარტს, შარდენზე, „ტერასა უნიკში“ ჩატარდა საქველმოქმედო ღონისძიება „ლუქ ლაიქ იუ“, ანუ „დაგემსგავსო შენ.“ დიზაინერმა მანანა მანიამ სრულიად უსასყიდლოდ შემოსა ქალბატონ ნინელი ჭანკვეტაძის პატრონაჟის ქვეშ მყოფი ფონდ „ჩემი სახლის“ პატარები.

საჩუქრებმა ბავშვები განსაკუთრებით აღაფრთოვანა. საქველმოქმედო პროექტში მონაწილეობდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები: კრისტი ყიფშიძე, ლიზა ვადაჭკორია, ია ფარულავა, სალომე ჭაჭუა, ივანა მელაი, ქეთი ხატიაშვილი, სოფო ბედია, ნუკი კოშკელიშვილი, გუგა კუზანოვი, გივი სიხარულიძე, დავით ივანიშვილი, ტოლი ბოისა, ზურა ცინცქილაძე, გიორგი თავხელიძე, ზურა მანაგაძე, მარკუს მეტრეველი...

საღამოს უძღვებოდნენ პროექტის ავტორი ნინო ჩიხლაძე, ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე და მსახიობი გიგო გამთენაძე. საღამოზე ფონდ „ჩემი სახლისა“ და „გვირილას“ პატარებს უამრავი სიურპრიზი და საჩუქარი ხვდათ წილად. კომპანია „საფილოსგან“ არაჩვეულებრივი მზის სათვალეები გადაეცათ. უგემრიელესი ლიმონათით ბავშვებს „ჰელოუ კიწი“ გაუმასპინძლდა და თან, საჩუქრებიც დაარიგა. უფროსებზე კომპანია „ორიფლეიმმა“ იზრუნა. საქველმოქმედო საღამოს სპონსორი „კუზანოვ კლინიკი“ გახლდათ. ბატონი ივა კუზანოვი საკმაოდ ხშირად იღებს მონაწილეობას საქველმოქმედო პროექტებში. ის ჭეშმარიტად ქველმოქმედი და მეცენატია. „უნიკში“ ბაშვებისთვის, ქალბატონებისა და ბატონებისთვის უამრავი ტკბილეული „ბარამბომ“ დაარიგა. საგანგებოდ ქალბატონებისთვის კომპანია „ფიორიმ“ ულამაზესი თაიგულები დააწესა. საკონდიტრო ნაწარმით კი საღამო კომპანია „ნარცისმა“ გააგემრიელა. ღონისძიების მხარდამჭერი იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.

პროექტის ავტორი ანსამბლ „გვირილას“ ხელმძღვანელი, ქალბატონი ერნა წიფურია გახლდათ.

ქალბატონი ერნა წიფურია: დიდი მადლობა კლუბ „უნიკას“ ადმინისტრაციას და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ სასიკეთო საქმეში თანადგომა გამოგვიცხადა და ჩვენ გვერდით დადგა.

скачать dle 11.3