კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ცვლილებებს იწვევს ადამიანში მდუმარე გენების გაღვიძება და როგორ ვმართოთ საკუთარი გენეტიკა

ამბობენ, როცა ადამიანი იბადება, მას შვიდი წინაპრის გენები დაჰყვება და ამის შეცვლა შეუძლებელიაო. ანუ, რაც „გვიწერია,” იმას ვერ ავცდებით და ეს ჩვენი გენეტიკის ბრალია. თუმცა, როგორც ასტროლოგი, ბატონი დავით ბუტიკაშვილი ამბობს, ადამიანში, გარდა მემკვიდრეობით მიღებული გენეტიკისა, არსებობს ეგრეთ წოდებული მიძინებული, ჩვენეული, მდუმარე გენებიც, რომლებიც ექსტრემალურ სიტუაციებში იღვიძებენ და, არ არის გამორიცხული, ამ მოვლენამ მთელი ჩვენი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალოს.

 

დავით ბუტიკაშვილი: რაც უფრო მეტ სიახლეს აღმოაჩენენ მეცნიერები ადამიანის გენეტიკის სფეროში, მით მეტი კითხვა ჩნდება. ადამიანის გენომი ბოლომდე შესწავლილი არ არის. ერთ-ერთი კვლევისას აღმოჩნდა, რომ ადამიანში არის ეგრეთ წოდებული მდუმარე გენებიც. თუმცა, ამერიკელი მეცნიერები ამას „გენეტიკურ ნაგავს” უწოდებენ, რადგან, შთამომავლობით არ გადადის და, უბრალოდ, ადამიანში ბუდობს. თუმცა, განსხვავებული აზრი აქვთ ამასთან დაკავშირებით ასტროლოგებსა და ეზოთერიკოსებს. ანუ, არ შეიძლება, ამ მდუმარე გენებს ნაგავი ვუწოდოთ, რადგან მათ გააჩნიათ კონკრეტული დანიშნულება. წინაპრების მხრიდან, რასაკვირველია, ჩვენ ვიღებთ როგორც ხასიათის, ნიჭისა და გარეგნობის გენეტიკას, ისე მათ კარმასაც. 

– ეზოთერიკოსები ამბობენ, თუ გოგონა წინაპრებიდან, მამრობითი სქესის რომელიმე წარმომადგენელს ჰგავს გარეგნობით, მის ბედისწერას შთამომავალი გენეტიკურად იღებსო. ეს თუ შეესაბამება სიმართლეს?

– გეტყვით, რომ ბედისწერა არ მეორდება, გარეგნული მსგავსება წინაპართან კი, რასაკვირველია, გენეტიკის ბრალია. თუმცა, აბსოლუტური მსგავსება გამორიცხულია, რადგან, შთამომავალი წინაპრის გენეტიკას ვერ გაიმეორებს. ყოველი ახალი თაობა ქმნის თავის გენეტიკას. კი ბატონო, ასტროლოგიურად არსებობს ფაქტი, როცა მსგავსება წინაპართან პრობლემას უქმნის შთამომავალს და ეს მის პირად ჰოროსკოპში ჩანს. 

– ეს როგორ გავარკვიოთ?

– როგორც გითხარით, პირადი ჰოროსკოპის შედგენით. ეს, ასევე, იძლევა საშუალებას, ის თვისებები, რაც თანდაყოლილი აქვს ადამიანს და რასაც ვერ შეცვლის, ისე მოარგოს თავის ამჟამინდელ ცხოვრებას, რომ ამ თვისებებმა დისკომფორტი არ შეუქმნას. 

– ბატონო დავით, შესაძლებელია თუ არა ადამიანის გენეტიკური კოდის შეცვლა?

– თანამედროვე მეცნიერები მივიდნენ იმ აზრამდე, რომ გენეტიკური კოდის შეცვლა შესაძლებელია მასში გარკვეული ცვლილებების შეტანით. მაგალითად, მდუმარე გენები მემკვიდრეობით არ გადადის, მაგრამ, ერთ დღესაც,  მათ შეუძლიათ გაღვიძება. წარსულში ცნობილმა ფიზიოლოგმა, გვარად ანუხინმა, გამოთქვა მოსაზრება, რომ, ეგრეთ წოდებული მდუმარე გენები, რომლებიც ყველა ადამიანს გვაქვს გენეტიკურ კოდში, არ მონაწილეობენ ინფორმაციის გადაცემაში, თუმცა, ტყუილად არ არსებობენ ჩვენში. მისი აზრით, ამ გენებით ხდება მცირე ინფორმაციის კოდირება, რომელიც ადამიანს ხვდება თავისი ცხოვრების გზაზე. როცა ადამიანი გარკვეულ სიტუაციაში ხვდება, მაგალითად, ექსტრემალურ სიტუაციაში, დიდი შანსია, მდუმარე გენებმა გაიღვიძოს. მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კი დაადგინეს, რომ, შესაძლოა, ფიზიკურმა ვარჯიშმაც შეუწყოს ხელი ამ მდუმარე გენების გაღვიძებას ორგანიზმში. ასევე, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, დიდი რაოდენობით ყავის სმაც აღვიძებს მდუმარე გენებს და ისინი აქტიურად იწყებენ მუშაობას. 

– ამ, ეგრეთ წოდებული მდუმარე გენების გაღვიძებას ადამიანის ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები მოაქვს თუ ნეგატიური?

– მდუმარე გენების გაღვიძება ყოველთვის არ არის დადებითი შედეგების მომტანი. შესაძლოა, ისეთმა გენმა გაიღვიძოს ადამიანში, რომ ის გახდეს აგრესიული. თავადაც ხომ დაკვირვებიხართ,  როგორ იცვლება ადამიანის ხასიათი და ეს როგორი შესამჩნევია? სწორედ ამის მიზეზი და შედეგია მდუმარე გენების გაღვიძება. ჩვენ ყოველ წამს ვიცვლებით, ვართ ყოველწამიერ დინამიკაში და, ჩემი აზრით, ჩვენს გენეტიკაში სულ მიმდინარეობს დიდი მუშაობა, ახალი გენების გაღვიძება, ზოგიერთის დაბლოკვა და ასე შემდეგ. ამის გამო, ხშირად, არა მარტო ადამიანის ხასიათი, არამედ გარეგნობაც იცვლება, ეს პროცესი კი გააზრებულად უნდა მართოთ.

– გენეტიკური კოდის გააქტიურება-მიძინების პროცესი როგორ ვმართოთ გააზრებულად, ეს შესაძლებელია?

– რასაკვირველია, შესაძლებელია. მთავარია, ადამიანმა იცოდეს თავისი ასტროლოგიური ცხოვრებისეული პერსპექტივები. უნდა იცოდეთ, რომელი თვისებები წამოწიოთ წინა პლანზე და როგორ მართოთ ამით საკუთარი გენეტიკური კოდი. ასევე, არსებობს ეგრეთ წოდებული, ტალღისებური გენეტიკა, რომელზეც მეცნიერი გალაევი მუშაობდა და მან დაადგინა, რომ, გარდა ფიზიკური გენებისა, რომლებიც არსებობს ჩვენს ორგანიზმში, ასევე, არსებობს ამ გენების ენერგეტიკული ორეული სამყაროში. გალაევის მტკიცებით, როცა მშობლებს უნდათ, შვილის გენეტიკაში შეიტანონ ცლილებები, თავად უნდა იმუშაონ საკუთარ ფსიქიკაზე. ეს, რეალურად მოქმედებს და, თუ მის მიერ დადებულ ფაქტებს გადავხედავთ, მივხვდებით, რომ გალაევის თეორია ჭეშმარიტი და სწორია. აი, როცა აყვანილი შვილი ემსგავსება ამყვან მშობლებს, ამ დროს ხდება ტალღოვანი გენეტიკის ამუშავება,  ანუ, გენეტიკური ინფორმაციის გაცვლა და, სხვისი შვილი თავის გამზრდელ მშობლებს როგორც ხასიათით, ისე ფიზიკურად ემსგავსება. ასევე, როცა ყიდულობთ სახლს, სადაც ადრე სხვები ცხოვრობდნენ, იქ აუცილებლად იქნება მათი ენერგეტიკა შემორჩენილი, რაც თქვენზეც იმოქმედებს. ამიტომ არის, როცა ბინას იცვლის ადამიანი, მას ხასიათიც ეცვლება. აგრეთვე, გენეტიკა იცვლება და გენეტიკურ კოდზე გავლენას ახდენს, უცხო ქვეყანაში ცხოვრებაც. მეუღლეებს შორისაც კი, როცა ერთად ცხოვრებას იწყებენ, ხდება გენეტიკის გაცვლა-გამოცვლა, რასაც, თავისთავად, გენეტიკური ცვლილება მოჰყვება. 

– გამიგია, რომ ლოცვა მოქმედებს გენეტიკაზე. ამაზე რას გვეტყვით?

– რასაკვირველია, ლოცვა მოქმედებს გენეტიკაზე. როცა ადამიანი ლოცულობს, ის კონტაქტში შედის ღვთიურ ძალებთან, ეს კი გენეტიკაზე დადებითად მოქმედებს. დიდი ალბათობაა იმისა, რომ, თუ ადამიანს გენეტიკურად რომელიმე დაავადების მიმართ აქვს მიდრეკილება, ეს საფრთხე ლოცვით მოიხსნას. ლოცვის დროს ხდება ახალი გენების გაღვიძება, რომელიც ხელს უწობს განკურნებაში. თუ ადამიანს უნდა, თავის გენეტიკაში დადებითი ცვლილებები შეიტანოს, ან, თუნდაც, მდუმარე გენები გააღვიძოს და ამით შცვალოს ცხოვრება უკეთესობისკენ, ამისთვის მთავარია, აირჩიოს თავისი კარმის რეალიზაციის სწორი გზა, რაშიც თავისი პირადი ასტროლოგიური ჰოროსკოპი დაეხმარება. როცა ადამიანის ცხოვრებაში ჩნდება პრობლემები, თუნდაც დაავადების სახით, ეს პირადი გენეტიკური კარმის დარღვევის ბრალია. არ არის გამორიცხული, ვიღაცას ჰბაძავდეთ და ამით არღვევდეთ თქვენს კარმას. ყოველი ადამიანი ინდივიდუალურია და თავისი კარმული გზა აქვს. 

– გენეტიკაში თუ არის ჩადებული სიცოცხლის ხანგრძლივობის კოდი?

– ყველა ადამიანის ორგანიზმი ადაპტირებულია 120 წლამდე სიცოცხლეზე. სიცოცხლის ასეთ ხანგრძლივობას, შესაძლოა, ნებისმიერმა ჩვენგანმა მიაღწიოს, მაგრამ, ამისთვის უნდა მოხდეს ჩვენში ისეთი გენების გააქტიურება, რომლებიც ენერგიით ავსებს ორგანიზმის უჯრედებს, ანუ, თქვენი ცხოვრების წესის არჩევნით იხანგრძლივებთ ცხოვრებას. ასევე, მდუმარე გენებს აღვიძებს ექსტრემალური სიტუაცია, რაც გენეტიკური კოდის შეცვლასა და  სიცოცხლის გახანგრძლივებას იწვევს. 

 

скачать dle 11.3