კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: ამერიკულ მანქანებს საქართველოში არ წყალობენ. რისი ბრალია ეს? რომელია ნამდვილი, მაგარი ამერიკული მანქანა?

პასუხი: თუ ხარისხის თვალსაზრისით დაწუნებაზე ვისაუბრებთ, მაშინ გააჩნია მარკას. ანუ, ვერ ვიტყვით, რომ ზოგადად, ამერიკული მანქანები უხარისხოა, უბრალოდ, ის ჩვენთვისაც და ევროპელებისთვისაც, მაინც უცხო სისტემად მიიჩნევა. ჯერ ერთი, რომ სიჩქარესაც კი მილებში ითვლიან. ელექტროსისტემებიც თავისებურად არის მოწყობილი, სხვანაირი ექპლუატაციის პირობებია, სხვაგვარი სერვისი აქვთ. ანუ, თუ ამერიკულ მანქანას შეიძენ, ავტომატურად ბევრი თავსატეხი გიჩნდება. იგივე ეხება ამერიკაში გამოშვებულ ევროპულ მოდელებს, მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში, როცა ამა თუ იმ მოდელის ამერიკული ნაირსახეობა მთლიანად ამერიკულ სისტემაზეა მორგებული. მაგრამ, ის აზრი, რომ ამერიკულ მანქანებში ცუდი, უხარისხო დეტალებია, მცდარია. ძალიან ცნობილი იაპონური გრანდ-მწარმოებლები ამერიკისთვის ცალკე უშვებენ ავტომობილებს, რომელიც მათზე, ანუ მათ სისტემაზეა მორგებული. ესენია: „ტოიოტა ლექსუსი”, „ნისანი” „ინფინიტი” და „ჰონდა აკურა”, რომელებიც ნელ-ნელა ჩვენთანაც ხდება პოპულარული. თუმცა, მაინც უნდა ითქვას, რომ ისინი ამერიკულ სტილზეა მორგებული და საქართველოსთვის არც იმდენად საიმედოა. რაც შეეხება იაპონურ მანქანებს, მათ ქარხნიდანვე აქვთ ისეთი ტუნინგური დეტალები, რომელთა გაკეთებისთვისაც უკვე მზა, ევროპულ მანქანებს ძალიან ბევრ ფულს ახარჯებენ. მაგალითად, ძარაზე სპოილერი, შასის ანუ ტრანსმისიის დამუშავება. თან, ეს ხდება ნებისმიერ რიგით, ჩვეულებრივ მანქანაზე. ანუ, სტანდარტული მანქანაც კი, თავიდანვე „ნავაროჩენია.”  შემდეგ კი უკვე ტიუნინგური ფირმების სიმრავლე და იაპონელების სიყვარული ტიუნინგის მიმართ, იწვევს იმას, რომ, როცა ესა თუ ის მანქანა საქართველომდე ჩამოდის, გადასარევ ფორმაშია. რაც შეეხება მაგარ ამერიკულ მანქანას, ჩემი აზრით, ყველაზე კარგი „კადილაკია”, რომელიც ამერიკის სიამაყეა.

კითხვა: მინდა აკუმულატორის გამოცვლა. როგორც ამიხსნეს, არსებობს აკუმულატორები წყლით და ჟელეთი და მირჩიეს, რომ ზამთარში უმჯობესია, ჟელეიანი აკუმულატორი ჩავაყენო, რადგან არ იყინება, ზაფხულის სიცხეში კი ჟელე ხმება და წყლიანი ჯობიაო. რომელზე გავაკეთო არჩევანი?

პასუხი: მინდა გითხრათ, რომ არც ერთი ტიპის აკუმულატორი არ იყინება და ამ პარამეტრზე დაყრდნობით ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება იმას, თუ რომელი ჯობია, ბევრი რამეა გასათვალისწინებელი. მაგალითისთვის, თუ ჩვენს ავტომობილს ბოლომდე არ ვენდობით და არის იმის შანსი, რომ ზედმეტად გადამუხტოს ჩვენი აკუმულატორი, რაც მის შრობას და, საბოლოოდ, დაზიანებას გამოიწვევს, მაშინ, სითხის ჯობია, რადგან, პერიოდულად მასში გამოხდილი წყლის დამატებით თავს იოლად გავიტანთ და დიდხანს გავაძლებინებთ; ხოლო, თუ ელექტრული სისტემა იდეალურად მუშაობს, ჯობია, ეგრეთ წოდებული მშრალი აკუმულატორი შევიძინოთ, ვინაიდან, ასეთი ტიპის აკუმულატორიდან მჟავა არ ჩამოღვენთავს და არ დაგვიჟანგავს მის ირგვლივ ადგილებს.

 

 

скачать dle 11.3