კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: როგორი მოვლის პირობები სჭირდება სედუმს?

პასუხი: ამ მცენარეს ზამთარში კარგი განათება სჭირდება. მზის გულზე კომპაქტურობას შეინარჩუნებს. მოსწონს ოთახის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში. იტანს ზამთარს, ოღონდ არანაკლებ 10 გრადუსისა. ზაფხულში რეგულარულად მორწყეთ, მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. ზამთარში კი იშვიათად მორწყეთ, მხოლოდ მაშინ, როცა მიწა თითქმის სულ გამოშრება. ზრდის პერიოდში თვეში ერთხელ ბალანსირებული თხევადი სასუქით მორწყეთ. ხორციანი ფოთლები დაფესვიანდება და ახალ მცენარედ განვითარდება, თუ ძირით ტენიანი მიწის ზედაპირს შეეხება. მზეზე ნუ დადგამთ. ფხვიერ, კარგი დრენაჟის მქონე ნეიტრალურ ნიადაგში ჩარგეთ.

კითხვა: როგორ უნდა გავარჩიო, მცენარე შეძენისას ჯანსაღია თუ არა?

პასუხი: შეძენისას კარგად უნდა შეამოწმოთ, რომ დარწმუნდეთ, მცენარე ჯანსაღია და კარგად გაიზრდება. თუ გამოცდილი მებაღე არ ხართ, გირჩევთ, ჩამოფასებულ განყოფილებაში გამოფენილი დაზიანებული, ან ავადმყოფური შესახედაობის მცენარეები არ შეიძინოთ, თუნდაც ძალიან იაფი იყოს. ასეთი მცენარე ძნელად თუ გადარჩება. აყვავებული მცენარის შეძენისას ისეთი შეარჩიეთ, ბევრი გასაშლელად გამზადებული კოკორი რომ აქვს და დიდხანს დატკბებით მისი ყვავილობით. ფოთლები ქვედა მხრიდან შეამოწმეთ, რადგან პარაზიტები შეიძლება, ფოთლების ზურგზე, ღეროზე ან უბეებში იყოს ჩაბუდებული. ქოთნის ძირიდან გამოშვერილი ფესვები იმის ნიშანია, რომ მცენარეს დიდი ქოთანი სჭირდება. თუ ასეთ მცენარეს იყიდით, მაშინვე უნდა გადარგოთ. გაითვალისწინეთ კიდევ ერთი რამ, ყვავილების მაღაზიაში შეძენილი მცენარე შინ შეფუთული მიიტანეთ. ცივ ჰაერზე შეიძლება, ფოთლები ან კვირტები ჩამოსცვივდეს.

კითხვა: როგორი სინათლე და ტემპერატურა მოსწონს ჭორიკანას?

პასუხი: ეცადეთ, ეს მცენარე კაშკაშა სინათლეზე დადგათ. ასეთ სინათლეზე ფოთლებიც კარგი ფერისაა და მცენარეც უხვად ყვავილობს. მისთვის იდეალურია, თუ ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი იქნება, ზამთარში კი – მინიმალური, 12 გრადუსი. ჭორიკანა საკიდ კალათში უნდა მოათავსოთ.

კითხვა: რამდენ ხანში ერთხელ მოვრწყა სტრომანტე?

პასუხი: ზრდის პერიოდში მიწა ტენიანი უნდა იყოს, ხოლო ზამთარში მორწყვა შეამცირეთ და მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. ზრდის პერიოდში ორ კვირაში ერთხელ მორწყეთ გაზავებული, ბალანსირებული და თხევადი სასუქით. სიგრილე და ჩრდილიანი ადგილი მცენარეს დაბალ ტენიანობასთან ბრძოლაში ეხმარება. სითბოში ზრდა დაჩქარდება, მაგრამ ტენიც მეტი დასჭირდება.

კითხვა: ბინაში მაქვს სელაგინელა. იქნებ მირჩიოთ როგორ მოვუარო?

პასუხი: სელაგინელას ვნებს სიმშრალე, ამიტომ რეგულარულად დანამეთ ოთახის ტემპერატურის წყლით. დაფესვიანებული ყლორტები თითქმის მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ დაყოთ და ახალ ქოთანში გადარგოთ. მას ჩრდილიანი და უმზეო ადგილი უყვარს. მოსწონს ოთახის ტემპერატურა. სიცხესა და სიმშრალეში ფოთლები გაუხმება. სჭირდება ტენიანი გარემო. ამიტომ, მისთვის სასურველი ადგილი სააბაზანო ან სამზარეულოა.

 

 

скачать dle 11.3