კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კომბოსტოს დიეტა

კომბოსტოს „ბოსტნეულის დედოფალს” უწოდებენ. ის უაღრესად სასარგებლო პროდუქტია – შეიცავს ბუნებაში არსებულ პრაქტიკულად ყველა ვიტამინსა და მიკროელემენტს და გაზაფხულის სეზონისთვის დამახასიათებელი ავიტამინოზის თავიდან ასაცილებლად საუკეთესოა. გარდა ამისა, კომბოსტო უნიკალური ბუნებრივი წამალია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს, ჩიყვის, დიაბეტის სამკურნალოდ, ორგანიზმის წიდებისა და ტოქსინებისგან გასაწმენდად და სიბერის „შესაჩერებლად.” არეგულირებს მჟავატუტოვან ბალანსს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. 

კომბოსტო ის პროდუქტია, რომლიდანაც კერძების მთელი „სპექტრის” მომზადება შეიძლება, დაწყებული წვნიანით, დამთავრებული დესერტით. მისი ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება ისიცაა, რომ ძალიან დიდხანს ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.

კომბოსტოს უამრავი სახეობა არსებობს: ჩვეულებრივი თეთრი, მუქი შინდისფერი, ყვავილოვანი, ბროკოლი, ბრიუსელური, სავოიური, ლიტვური მწვანე, პეკინური (მოგრძო თავები), რომანესკა, პაკ-ჩოი და ზღვის კომბოსტო. მათ შორის განსხვავება არის, მაგრამ, საერთო თვისებები მეტია. რაც მთავარია, თითოეული მათგანი რამდენიმე დაავადების სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის გამოიყენება და აქტიურად წვავს ცხიმებს.

მართალია, კომბოსტოსგან ბევრნაირი კერძო მზადდება და ყველა სასარგებლოა, მაგრამ, უმჯობესია, თუ მას მიირთმევთ, უმი, დამწნილებული ან ოდნავ მოთუთქული სახით.

კომბოსტოს დიეტას დაუთმეთ კვირაში ორი-სამი დღე (შუალედებით ან მიყოლებით), ოღონდ, წინასწარ მოიმარაგეთ მისი 3-4 სახეობა და ოთხჯერადი კვების რეჟიმის დაცვით, შეეცადეთ, თითოეულ ჯერზე თითო სახეობის კომბოსტო მიირთვათ.

მოამზადეთ უმი კომბოსტოს სალათა: წვრილად დაჭერით რამდენიმე ძირი მწვანე ხახვი, ცოტა კამა და ქინძი; 1 პატარა კონა მწვანე სალათის ფოთლები დაფლითეთ, თქვენთვის სასურველი ზომის კუბიკებად დაჭერით ის კომბოსტო, რომელსაც სალათისთვის იყენებთ (თუ ჩვეულებრივი კომბოსტო გაქვთ, ცალკე დაჭერით ძალიან წვრილად და ხელით ჩასრისეთ, რომ დარბილდეს). ეს ყველაფერი ერთ ჯამში მოათავსეთ, შეაზავეთ თითო სადილის კოვზი ზეითუნის ზეთით, ძმრით, ძალიან ცოტა მარილითა და ნახევარი კოვზი შაქრით, კარგად ამოურიეთ და მიირთვით. ერთი ულუფა არ უნდა აღემატებოდეს 300 გრამს. 15-20 წუთის შემდეგ დააყოლეთ 1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი, უცხიმო მაწონი ან უშაქრო მწვანე ჩაი.

კომბოსტოს წვნიანი

2-3 ძირი მწვანე ხახვი, 1 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი და 1 პატარა სტაფილო (გახეხილი) მოშუშეთ 1 სადილის კოვზ ზეითუნის ზეთში. შემდეგ დაასხით წყალი და, რომ წამოდუღდება, ჩაყარეთ კვირტებად დანაწევრებული ყვავილოვანი (ან სხვა) კომბოსტო და ყველანაირი მწვანილი. ადუღეთ 2 წუთი და გამორთეთ. შეაზავეთ ძალიან ცოტა მარილით.

კომბოსტოს ფხალი

დაკეპილი (ან წითელი) კომბოსტოს მწნილი 15-20 წუთი შეუდგით გამდინარე ცივ წყალს, რომ მარილი გააცალოთ. შემდეგ გაწურეთ, დაჭერით ძალიან წვრილად და შეაზავეთ ფხალივით.

კომბოსტო ბაჟეში

მოამზადეთ ჩვეულებრივი ბაჭე (მაიონეზის გარეშე) და ჩააწყვეთ მასში კვირტებად დანაწევრებული ოდნავ შებრაწული კომბოსტო (ამ კერძისთვის უმჯობესია, გამოიყენოთ ბროკოლი, რომანესკა, ლიტვური ან ბრიუსელური კომბოსტო).

შემწვარი კომბოსტო

ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. ჩაყარეთ კვირტებად დანაწევრებული კომბოსტო, მოაყარეთ ცოტა მარილი და პილპილი და მაღალ ცეცხლზე შებრაწეთ (თან სულ ურიეთ, რომ არ მიიწვას). რომ შეწითლდება, მოაყარეთ 3-4 სადილის კოვზი ორცხობილას საფანელი ან მჭადის ფქვილი და შუშეთ 5-7 წუთის განმავლობაში (მორევა საჭიროა კერძის სრულ მომზადებამდე).

თუ კერძის მომზადება გეზარებათ ან დრო არ გაქვთ საამისოდ, შეგიძლიათ, დილიდან საღამომდე ახრამუნოთ სხვადასხვა სახეობის უმი კომბოსტოს ფოთლები ან კვირტები – ეს კიდევ უფრო სასარგებლოა და უფრო ადვილადაც დაიკლებთ წონაში.

წყალი, ჩვეულებისამებრ, დღეში 2 ლიტრი.

скачать dle 11.3