კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იდეალური „მაიკ-აპი” 20, 30 და 40 წლის ასაკში

ზოგადი წესები

მომზადება: თვალის „ჩრდილი” რომ არ ჩამოიყაროს და „მკვიდრად” დაჯდეს, თავდაპირველად თხელ ფენად გადაისვით ქუთუთოებისთვის განკუთვნილი ბაზა, რომელსაც, როგორც წესი, კანის ფერი აქვს. ის შთანთქავს კანის ცხიმს, რის შედეგადაც კანი სწორი და გლუვი ხდება.

ტექნიკა: ღია ფერის „ჩრდილი” უნდა წაისვათ უშუალოდ წარბის ქვეშ (საფეთქლებისკენ) და თვალების შიდა კუთხეებთან, მუქი „ჩრდილი” კი – ქუთუთოს ნაკეცის გასწვრივ.

20-დან 30 წლამდე

ამ ასაკში შეგიძლიათ, თავისუფლად ჩაიტაროთ ექსპერიმენტები ფერებთან, სტილსა და ფორმასთან დაკავშირებით: მკვეთრი, პერლამუტრის ელფერის მქონე „ჩრდილები,” გაფანტული, მბზინავი პიგმენტები და ფერადი ტუში დაგეხმარებათ თქვენი ინდივიდუალურობის გამოხატვაში, ოღონდ, ცხადია, „ჩრდილის” ტონალობა უნდა შეესაბამებოდეს თქვენი თვალების, კანისა და თმის ფერს.

30-დან 40 წლამდე

იყავით თამამი. ექსპერიმენტები ამ ასაკშიც მისაღებია. გემოვნებით შეახამეთ მქრქალი (დაბინდული) და პერლამუტრის ტექსტურები. ქუთუთოებზე „მიხატული” ფერადი ცისარტყელა უგემოვნობის მანიშნებელია, სამაგიეროდ, შეგიძლიათ, თქვენი ხასიათი ერთი მკვეთრი შტრიხით გამოკვეთოთ.

40 წლიდან ზემოთ

უმჯობესია, გამოიყენოთ ნატურალური ბეჟი, ნაცრისფერი და ღია ყავისფერი „ჩრდილები”. ფანქრით ან ლაინერით გაკეთებული კლასიკური „ისრები” ვიზუალურად ასწევს ასაკის გამო ოდნავ ჩამოშვებულ თვალის კუთხეებს. უარი თქვით მბზინავ და პერლამუტრის „ჩრდილებზე” – ერთიც და მეორეც ხაზს უსვამს და, შესაბამისად, უფრო მკვეთრად გამოხატავს ნაოჭებს თვალების გარშემო.

скачать dle 11.3