კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: გამიგია, რომ სახის კანის გასაახალგაზრდავებლად ძალიან კარგია ალოეს წვენი. მაინტერესებს, თუ მზადდება ის სახლის პირობებში და როგორ უნდა გამოვიყენო?

პასუხი: ალოეს ნატურალური წვენის დამზადება არ დაგჭირდებათ, თუ ეს მცენარე სახლში გაქვთ (4,5 წლის მაინც უნდა იყოს). მოატეხეთ ერთი ფოთოლი, გარეცხეთ და მოაშორეთ ეკლები. ფოთოლს წაატეხეთ დაახლოებით 2-3 სანტიმეტრი, გაჭერით შუაზე და შიდა მხრიდან კარგად გაიწმინდეთ მთელი სახე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით და გადაისვით მკვებავი.

კითხვა: შეიძლება თუ არა ლიმონის ეთერზეთის კომპრესის გაკეთება?

პასუხი: ლიმონის ეთერზეთის კომპრესი კეთდება პრობლემურ ვენებზე და ვარიკოზის დროს: ეთერზეთში დასველებული დოლბანდი დაიფინეთ პრობლემურ ადგილებზე და შეიხვიეთ, რომ არ ჩამოვარდეს. გაიჩერეთ 1-2 საათი.

კითხვა: არსებობს თუ არა რაიმე ხალხური საშუალება ჯიბლიბოს სამკურნალოდ?

პასუხი: ჯიბლიბოს მკურნალობის უამრავი ხალხური საშუალება არსებობს. გთავაზობთ ერთ-ერთს: მოამზადეთ გვირილის, ალოეს ან კალენდულას ნაყენი და გაიკეთეთ თბილი კომპრესები.

კითხვა: ძალიან ხშირად მინახავს ტელევიზორში და წამიკითხავს ჟურნალ-გაზეთებში გასახდომი საშუალებების რეკლამები. იმდენია, რომ დავიბენი და აღარ ვიცი, რომელზე შევაჩერო არჩევანი. თქვენი აზრით, რომელია ყველაზე ეფექტური და უვნებელი?

პასუხი: ჩვენი ღრმა რწმენით, გასახდომად ყველაზე ეფექტური და უვნებელია კვების რეჟიმის დაცვა, სათანადო საკვების შერჩევა, ვარჯიში და წყლის პროცედურები, ანუ, არავითარი ქიმიური პრეპარატები.

კითხვა: როგორ უნდა შევარჩიო დერმატოლოგიური საპონი?

პასუხი: დერმატოლოგიური საპონი უნდა შეარჩიოთ მხოლოდ ერთი ნიშნით – თქვენი კანის ტიპის მიხედვით. შედეგად, მშრალი და მგრძნობიარე კანი დატენიანდება, ცხიმიანი და კომბინირებული კი – გაიწმინდება და გაჯანსაღდება. მაგრამ, სასურველია, დერმატოლოგიური საპონი არ გამოიყენონ 40 წელს გადაცილებულმა ქალბატონებმა.

კითხვა: ვისთვის არ შეიძლება სკრაბის გაკეთება?

პასუხი: სკრაბი ღრმად წმენდს კანს. მისი გაკეთება შეიძლება კვირაში ერთხელ ან ორჯერ, მიუხედავად კანის ტიპისა. მაგრამ, სკრაბი აკრძალულია მათთვის, ვისაც აქვს გაღიზიანებული კანი, ჩირქოვანი გამონაყარი ან ანთებითი პროცესი. გარდა ამისა, რაც უფრო ასაკოვანი და მშრალია კანი, მით უფრო ნაზი და რბილი სკრაბის გაკეთებაა მიზანშეწონილი.

 

скачать dle 11.3