კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ჰემოგლობინის ასამაღლებლად მირჩიეს თაფლში შერეული ბროწეულისა და ლიმონის წვენის დალევა. მექნება თუ არა სასურველი შედეგი? 

პასუხი: ჰემოგლობინის მოსამატებლად, გირჩევთ, დალიოთ ბროწეულისა და ჭარხლის წვენების ნარევი, თანაფარდობით 1:1-თან. რაც შეეხება ლიმონისა და ბროწეულის წვენებს, ნახევარ ჭიქა ბროწეულის წვენში უნდა ჩაწუროთ 1 ცალი საშუალო ზომის ლიმონი და დაამატოთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. აღნიშნული საშუალება შეგიძლიათ მიიღოთ დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე. უზმოზე მისი დალევა არ არის რეკომენდებული.

კითხვა: მყავს თვე-ნახევრის ბავშვი, ლოყებზე აქვს წვრილი და მოწითალო გამონაყარი, ჩირქოვანი თავები არ აქვს. რა უნდა იყოს და რას მირჩევთ?

პასუხი:  სავარაუდოდ, ეს არის ნეონატალური ცეფალური პუსტულოზი, ან, იგივე ახალშობილთა აკნე, რომელიც აღენიშნება ახალშობილთა 20-30 პროცენტს, დაბადების პირველ კვირებსა და თვეებში. საშიში არ არის და მედიკამენტურ ან სპეციფიკურ მკურნალობას არ მოითხოვს. ეს ახალშობილის ორგანიზმში ჰორმონული ფონის ჩამოყალიბებას უკავშირდება. ზოგჯერ ასეთი გამონაყარი კანზე საფუარის ტიპის სოკოს მომრავლების შედეგია, რაც, ჩვეულებრივ, კანის მიკროფლორის წევრად ითვლება. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია მცენარეული ნაყენების, მაგალითად, ორკბილას ან გულყვითელას ადგილობრივად გამოყენება. აკნე 3 თვემდე თავისით გაივლის, მაგრამ, თუ ამ პერიოდის შემდგომაც გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს, რადგან, გამონაყარის ასალაგებლად სპეციალური მალამოების მიხმარებაა საჭირო, რათა ის არ გართულდეს.

კითხვა:   შეიძლება თუ არა, სტაფილომ გამოიწვიოს ბოტკინი? 

პასუხი: არა. სტაფილოს ჭარბად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაყვითლება, რაც ამ ბოსტნეულში ყვითელი პიგმენტის ჭარბ შემცველობას უკავშირდება. ამ სიყვითლეს ბოტკინთან არავითარი კავშირი არ აქვს და, თუ  რამდენიმე დღეში სტაფილოს თავს დაანებებთ, სიყვითლე თავისით გაივლის.

კითხვა: ვარ 26 წლის. ხშირად მაწუხებს თავის ტკივილები, ზოგჯერ ისეთი ძლიერი, რომ გამაყუჩებელიც არ მშველის. ასევე, მაწუხებს ყურებში ხმაური, განსაკუთრებით – მარჯვენა ყურში. იქნებ მირჩიოთ, ვის უნდა მივმართო? 

პასუხი: ყურებში ხმაურის მიზეზი შეიძლება იყოს: ყურის ანთება; გოგირდოვანი საცობი; უცხო სხეული სასმენ მილში; სასმენი ნერვის დაზიანება; ასაკობრივი ცვლილებები. გარდა ამისა, ყურებში ხმაური შეიძლება გამოიწვიოს თავის ტრავმამ, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზმა, კისრის მალების ოსტეოქონდროზმა; თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევამ და სხვა. ამიტომ, კონკრეტული მიზეზის დასადგენად თქვენ გესაჭიროებათ როგორც ოტოლარინგოლოგის, ისე ნევროპათოლოგის კონსულტაცია. 

კითხვა: მაინტერესებს, თუ 6 თვის ბავშვს ფეხებზე არათანაბრად აქვს ნაკეცები, ეს აუცილებლად დისპლაზიის მიზეზია? 

პასუხი: არათანაბარი ნაკეცები სხვა სიმპტომებს შორის დისპლაზიისთვის ყველაზე ნაკლებადა დამახასიათებელი. არცთუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც, ნაოჭების ასიმეტრიის მიუხედავად, სახსრები ნორმალურია. თუმცა, სასურველია, ბავშვის ძვალ-სახსართა სისტემა შეფასებული იყოს ორთოპედის მიერ, თუნდაც პროფილაქტიკის მიზნით.

 

скачать dle 11.3