კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* დუგლას ფერბექსმა დარტანიანის როლი რომ შეესრულებინა, ულვაში მოუშვა. სწორედ მაშინ განაცხადა ვუდი ალენმა, რომ 1944 წელს გერინგმაც მოუშვა ულვაში, რამაც ხელი შეუწყო ხმების გავრცელებას, თითქოს ის მალე ჰიტლერს შეცვლიდა.

* 2004 წელს გვინეა ბისაუს ნაპირებთან მეზღვაურებმა კოკაინით სავსე უამრავი ტომარა „დაიჭირეს“. რადგან ადგილობრივმა მცხოვრებლებმა არ იცოდნენ შიგთავსი – ეს უცნაური თეთრი ფხვნილი რა იყო, სხვადასხვა მიზნისთვის გამოიყენეს, მათ შორის, საფეხბურთო მინდვრის დასახაზადაც.

* ჩინურ ენაში სიტყვები ღამურა და ბედნიერება ომონიმებია.

* პირველი მსოფლიო ომის დროს ამერიკის შეერთებული შტატების 42-ე დივიზიას, რომელიც სხვადასხვა შტატის სამხედრო დანაყოფებისგან შედგებოდა „ცისარტყელა“ ერქვა, მათი მუნდირების სხვადასხვა ფერის გამო.

* 1670 წელს მეფე ლუდოვიკო მეთოთხმეტის გადაწყვეტილებით პარიზში ააგეს ინვალიდთა სახლი დასახიჩრებული და მოხუცი ჯარისკაცებისთვის.

* ცნობილია, რომ მხატვარი მიხაილ ვრუბელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნის დროს ზეპირად წარმოთქვამდა ციტატებს „ჰამლეტიდან“ – ინგლისურად, „ილიადადან“ – ბერძნულად  და „ფაუსტიდან“ – გერმანულად.

* ირანში, ქალაქ ისპაჰანში დამზადებულ უკრაინულ თვითმფრინავს „ან-140-ს“  ორი ასო დაუმატეს და დაარქვეს „ირან-140“.

* ყაზახი მომთაბარეები ჩრდილოეთის პოლარულ ვარსკვლავს დედამიწის ღერძად მიიჩნევდნენ.

* მხედველობის დეფექტის მქონე ადამიანებისთვის პირველი შრიფტი – რელიეფურ-ხაზური ვალენტინ ჰაიუიმ შექმნა. რელიეფურ-წერტილოვანი შრიფტის შემქმნელი კი ბრალი, მისი მოსწავლე იყო.

* მექსიკელები კაქტუსის ეკლის ამოსაღებად კანზე ისხამენ ცხელ ცვილს. გაცივებულ ცვილთან ერთად ეკალი იოლად ამოაქვთ სხეულიდან.

* ნაირობში, კენიის რკინიგზის ეროვნულ მუზეუმში, ინახება ლომის ბრჭყალები – კენიაში რკინიგზის მშენებლობის დროს უჩვეულოდ ბევრი ადამიანი შეიწირეს ლომებმა, მათ შორის მეფისნაცვალი სერ რაიალი.

скачать dle 11.3