კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ევა გრინი – თანამედროვე კინოს აღიარებული სექს-სიმბოლო

სულ მალე მსოფლიოს კინოთეატრების დიდ ეკრანებზე გახმაურებული ფილმის – „300 სპარტელის” მეორე ნაწილის პრემიერა შედგება. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს  მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მსახიობად აღიარებული ევა გრინი ასრულებს, რომელმაც, სპეციალურად ფილმისთვის, ფარიკაობის გაკვეთილები გაიარა. 

ბერნარდო ბერტოლუჩის „მეოცნებეებით” დაწყებული კარიერა და სხვა საინტერესო ცნობები ევა გრინის შესახებ:

* სრული სახელი: ევა გაელ გრინი. სახელი „ევა” მას პირველი ქალის პატივსაცემად დაარქვეს. ევა თავის ტყუპისცალ ჯოიზე ოთხი წუთით ადრე დაიბადა.

* დაიბადა 1980 წლის 5 ივლისს, პარიზში. იზრდებოდა პარიზის მეჩვიდმეტე რაიონში, ბურჟუაზიულ ოჯახში. 

* ევა გრინის მშობლები: მამა – ვალტერ გრინი, შვედური წარმოშობის სტომატოლოგი; დედა – მარლენ ჟობერი, ალჟირული წარმოშობის ფრანგი მსახიობი

* ჰოროსკოპი: კირჩხიბი. თმის ფერი – მუქი ყავისფერი, თუმცა, სინამდვილეში ევა ქერაა და თმას მუქად იღებავს. სიმაღლე – 168 სანტიმეტრი. 

* ევა გრინის საყვარელი მსახიობები: იზაბელ აჯანი, ქეით ბლანშეტი, ჟანა მორო, ედვარდ ნორტონი, ხოაკინ ფენიქსი, ჟიულიეტ ბინოში და მარიონ კოტიარი.

* ევა გრინის საყვარელი რეჟისორები: ლარს ფონ ტრიერი, დევიდ ლინჩი და დევინ ფინჩერი.

* ევა გრინს არ უყვარს შოპინგი, საუბარი პირად ცხოვრებაზე, უწმაწური სიტყვების გამოყენება, ვულგარული ტანსაცმელი.

* საყვარელი დიზაინერები: ჟან-პოლ გოტიე და ჯონ გალიანო.

* ყოველდღიურ ცხოვრებაში ევა გრინი არ იყენებს მაკიაჟს, მხოლოდ ტუშის ხმარებით შემოიფარგლება.

* ევა გრინი კლასიკური მუსიკისა და გუსტავ კლიმტის მოყვარულია.

* მოდელის ამპლუაში ევა გრინი თანამშრომლობს „ლანკომეს”, „კრისტიან დიორისა” და „ემპორიო არმანის” სამოდელო სახლებთან.

* 2005-2009 წლებში ევა გრინი ახალზელანდიელ მსახიობ მარტონ ჩოკაშს ხვდებოდა, რომელიც რიდლი სკორის ფილმის – „ზეციური სამეფოს” გადაღებების დროს გაიცნო.

* ევა გრინის ოცნებაა სერიული მკვლელის ან სულიერად ავადმყოფი ადამიანის როლის შესრულება.

* ევა გრინი ახლომხედველია. მას აკროფობია აქვს (სიმაღლის შიში).

* ამერიკელებს ევა გრინი ზედმეტად დაკომპლექსებულ ადამიანებად მიიჩნევს.

 

скачать dle 11.3