კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მარადონას მნიშვნელოვანი კონტრაქტი

ინგლისის ნაკრების მწვრთნელის კეთილი ნება

ინგლისის ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა კეთილი ნება გამოიჩინა და ფეხბურთელებს უფლება მისცა, ბრაზილიაში, მსოფლიო ჩემპიონატის დროს, მეუღლეებიც წამოიყვანონ, მხოლოდ ერთი პირობით – მათ უსაფრთხოებაზე ფეხბურთელებმა თავად უნდა იზრუნონ. ინგლისის ნაკრები რიო-დე-ჟანეიროში იქნება ბაზირებული, სადაც კრიმინოგენური ვითარება საკმაოდ მაღალია და ბრაზილიის ხელისუფლება ჩასულ ტურისტებს მოუწოდებს ქალაქის გარეუბნებში და ეგრეთ წოდებულ „ფაველებში” მისვლას მოერიდონ. შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები ერთ ჯგუფში მოხვდა იტალიასთან, ურუგვაისა და კოსტა-რიკასთან.

 

პორნოვარსკვლავი „ბარსელონას“ განაცხადში

ლათინოამერიკულ ტელეკომპანია „ტელევისას” ჩემპიონთა ლიგის მატჩის ტრანსლირების დროს, შეცდომა მოუვიდა და ესპანური „ბარსელონას” განაცხადში, ალექსის სანჩესის ნაცვლად, ამერიკაში ცნობილი პორნოვარსკვლავი – ალექსის ტექსასი შეიყვანა. გუნდის განაცხადი პორნოვარსკვლავთან ერთად, ტელეკომპანიის „ფეისბუქის” და „ტვიტერის” გვერდებზე განთავსდა. პორნოვარსკვლავი ლიონელ მესისა და „ბარსელონას” სხვა ვარსკვლავების გვერდით იყო მოხსენიებული. ალექსის ტექსასის რეაქცია აღნიშნულ ფაქტზე უცნობია, სამაგიეროდ, „ტელევისას” ბოდიშის მოხდა მოუწია ესპანური გრანდისთვის.

 

მარადონას მნიშვნელოვანი კონტრაქტი

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს წაიყვანს ლათინოამერიკულ ტელეარხ „ტელესურზე”, რომლის შტაბ-ბინა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში მდებარეობს. მარადონა არა მარტო კომენტატორობით შემოიფარგლება, ის სპეციალურ გადაცემასაც წაიყვანს, სადაც მატჩებს გაარჩევს მოწვეულ სტუმრებთან ერთად. სოციალურ ქსელში მარადონამ გააკეთა განცხადება, რომ „ტელესურთან” გაფორმებული კონტრაქტი მის კარიერაში უმნიშვნელოვანესია. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიაში 12 ივნისს აიღებს სტარტს და ფინალური მატჩით, 13 ივლისს დასრულდება.

 

რონალდო, ფიგუ და ზიდანი ფილიპინელების დასახმარებლად

შვეიცარიული ბერნის ნაციონალურ სტადიონზე ფეხბურთის ვარსკვლავებმა ამხანაგური მატჩი გამართეს „იანგ ბოიზთან”. საქველმოქმედო მატჩი ფილიპინებზე ტაიფუნისგან დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად დაიგეგმა და მასში ფეხბურთის არაერთმა ლეგენდამ მიიღო მონაწილეობა: რონალდომ, ზინედინ ზიდანმა, ლუიშ ფიგუმ, პაოლო მალდინიმ, ფაბიო კანავარომ, პაველ ნედვედმა, ჯანლუკა ძამბროტამ, ჯენარო გატუზომ, იური ჯორკაეფმა, დავორ შუკერმა, ნუნო გომეშმა და ცნობილმა ბრაზილიელმა ქალმა ფეხბურთელმა მართამ. მატჩის მსაჯი კოლორიტული იტალიელი პიერ-ლუიჯი კოლინა იყო.

скачать dle 11.3