კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქრისტიანული სასწაულები

ნეტარი ეპიფანე – სხვათა ცრემლის შემწყნარებელი

დიდი ეპიფანე სულიერებით თავის მოძღვარს, წმიდა გრიგოლს გაუტოლდა. იგი ცრემლის დათხევით უკეთურ სულებს განაგდებდა, სნეულებს სწრაფად ჰკურნავდა და სხვა მრავალ სასწაულს აღასრულებდა, ურჩი გვემით განსწავლიდა და მორწმუნეებს სიკვდილისგან ლოცვით იხსნიდა. ერთხელ ზაფხულში, რამდენიმე ძმასთან ერთად, ხორასუნთას მთებით გადმოდიოდა. მათ ერთი კარგი ადგილი შეამჩნიეს და პურის საჭმელად დასხდნენ. ამ გზაზე ერთი დედაკაციც მოდიოდა, რომელსაც შვიდი წლის ვაჟი მოჰყავდა თან. ბავშვი კარგი გარეგნობისა და ფხიზელი გონების იყო. როდესაც ისინი ნეტარ მამა ეპიფანეს მიუახლოვდნენ, ყრმას სასიკვდილო ტკივილები დაეწყო და მისი სული სხეულიდან განსვლას ლამობდა. შეშინებულმა დედამ ხელში აიტაცა ბავშვი, წმიდანისკენ გაიქცა და საცოდავად უხმობდა: „ჰოი, წმიდაო ღმრთისაო, შემეწიე შეუწევნელსა ამას, რადგან მიკვდება შვილი და ღვთის შემდგომ შენდამი მოვილტვი“. ქალმა თავისი ძე ეპიფანეს ფეხებთან დააწვინა. ნეტარი ბერი კი ცრემლით აღსავსე იდგა, რადგან ბუნებით მოწყალე იყო. მან ქრისტეს წინაშე მუხლი მოიდრიკა და თქვა: „უფალო, ღმერთო ჩვენო, იესო ქრისტე, იხილე ჩემი და ამ საწყალი დედაკაცის ცრემლი და წყალობით გადმოხედე ამ ყრმას და უბრძანე მის სულს, მრავალი წელი დამკვიდრდეს თავის სხეულში ამ გლახაკის ნუგეშის საცემლად და შენს სადიდებლად, მხოლოისა ძისა თანა მამით და სულით წმიდითურთ საუკუნეთა მიმართ, ამინ“. ყრმას ჯვარი გადასახა, ხელში აიყვანა და თქვა: „განგკურნავს უფალი იესო ქრისტე, ადექი ყრმაო და ცოცხალ იქმენ!“ ბავშვს სხეულის ტკივილები და უძლურებანი სასწრაფოდ დაუამდა და მის სულს ყოველგვარი ურვა განშორდა. ბავშვი მხიარულად ადგა. ნეტარმა ეპიფანემ დედას დაუბრუნა და უბრძანა, მისთვის საჭმელი მიეცა. გახარებულმა ქალმა მადლობა შესწირა უფალსა და წმიდა მამას და შვილთან ერთად მშვიდობით გაუდგა გზას. ეს ყრმა სიბერემდე კეთილად ცხოვრობდა და ადიდებდა ღმერთს.

 

თაბორის მთის სასწაულს მეცნიერები ვერაფრით ხსნიან

მეცნიერებას არ შეუძლია, ახსნას ყოველწლიური ღრუბლის დაშვების ფაქტი ისრაელში, თაბორის მთაზე, სადაც, წმიდა წერილის თანახმად, მაცხოვრის ფერისცვალება მოხდა. როგორც მეცნიერები ამბობენ, გამოკვლევების შედეგად, ისინი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ასეთი მშრალი ჰავისა და ტემპერატურის პირობებში მსგავსი ნისლის ჩამოყალიბება, შეუძლებელია. საინტერესოა, რომ ღრუბელი მხოლოდ მართლმადიდებელი მონასტრების ტერიტორიაზე ჩნდება. სადღესასწაულო ღვთისმსახურებისას მორწმუნეებზე მანათობელი ბურთის მსგავსი მასა ჩნდება, შემდეგ ტაძრის თავზე აღმართულ ჯვარზე წარმოიქმნება ღრუბელი, რომელიც თანდათან იზრდება, ეშვება მორწმუნეებზე, ფარავს მათ და ანიჭებს მაცხოვნებელ განცდას.

თავის მხრივ, მეცნიერთა მეორე ჯგუფმა ფლოროვსკის ხელმძღვანელობით, აღნიშნა, რომ ისინი თანამედროვე აპარატურით აკვირდებოდნენ მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლას მაცხოვრის საფლავზე, აღდგომის პერიოდში. „დასკვნა მარტივია: გარდამოსვლისას ჩნდება ძლიერი ელექტრული ნათებები, რომლებიც ძალიან ჰგავს ელვა-ჭექას, მაგრამ ფაქტია, ელვა-ჭექა იქ არაა. ესე იგი, ჩვენება სასწაულს შეიძლება მივაკუთვნოთ“, – აცხადებენ ისინი.

скачать dle 11.3